პირფალინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის პირენოქსინი/pirenoxine sodium

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კატარაქტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები

ჩვენებები: კატარაქტა

მიღების წესები და დოზები
1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 4-ჯერ დღეში, ექიმის რეცეპტის მიხედვით.
იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია

შუშის ფლაკონს პლასტმასის თავსახური შორდება ცერა თითით, ქვემოდან ზემო მიმართულებით
გამხსნელის ფლაკონის გახსნის შემდეგ პლასტმასის ფლაკონის საწვეთური თავსდება მინის ფლაკონის საცობის ნახვრეტში
პლასტმასის ფლაკონს ხელი რამდენჯერმე ეჭირება მანამდე, სანამ მთელი სითხე მინის ფლაკონში არ გადაისხმევა. შემდეგ საჭიროა კარგად შენჯღრევა, ფლაკონების განცალკევების გარეშე
ხსნარის პლასტმასის ფლაკონში გადასასხმელად შეწყვილებული ფლაკონები უნდა გადაბრუნდეს, ქვემოთ მოქცეულ პლასტმასის ფლაკონს ხელი მაგრად უნდა მოეჭიროს და შემდეგ გაეშვას, ეს უნდა განმეორდეს რამდენჯერმე
ამგვარად, დამზადებული ხსნარი ახლა უკვე პლასტმასის ფლაკონშია და მზადაა გამოყენებისათვის, როგორც თვალის ჩვეულებრივი წვეთები
გამოყენების შემდეგ პლასტმასის ფლაკონს თავსახური უნდა დაეხუროს მჭიდროდ.

გვერდითი მოვლენები
თვალის ლიოფილიზირებული წვეთების ფორმით პირენოქსინი ჩვეულებრივ კარგად მიიღება ორგანიზმის მიერ. არასასურველი ეფექტების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

უკუჩვენება
ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები
მიღება საჭიროა ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატის მიღება არ შეიძლება თვალის ანთების ან დაზიანების დროს.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი გამოიყენება გახსნიდან 15 დღის განმავლობაში, ინახება გრილ ადგილას
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები ლიოფილიზირებული ფხვნილი და გამხსნელი. 1 ფლაკონი და გამხსნელის 7მლ-იანი ფლაკონი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ფარმიგეა, იტალია

გაფრთხილება