პერომიცესი 250 1A ფარმა

  პერომიცესი 250 1A ფარმა

ზოგადი ინფორმაცია პერომიცესი 250 1A ფარმას

პერომიცესი 250 1A ფარმა. Peromyces 250 1A Pharma. ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – saccharomyces boulardii. მწარმოებელი ფირმა – Salutas Pharma GmbH  (გერმანია).

პერომიცესი 250 1A ფარმას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პერომიცესი 250 1A ფარმა. Peromyces 250 1A Pharma გამოდის 250მგ კაფსულის ფორმით. პერომიცესის 1 კაფსულა შეიცავს Saccharomyces boulardii-დან (სინონიმი: Saccharomyces cerevisae HANSEN CBS 5926) გამოყოფილი 250 მგ მშრალი საფუარი.

პერომიცესი 250 1A ფარმას ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

პერომიცესი 250 1A ფარმას ფასები ფარმადეპოში
პერომიცესი 250 1A ფარმას ფასები ავერსში
პერომიცესი 250 1A ფარმას ფასები psp-ში
პერომიცესი 250 1A ფარმას ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პერომიცესი 250 1A ფარმა, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პერომიცესი 250 1A ფარმას ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

პერომიცესი 250 1A ფარმას სინონიმები

იომოგი (YOMOGI, Avita, გერმანია), პეროკურ ფორტე (Perocur forte, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია).

პერომიცესი 250 1A ფარმას გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • დიარეა, მწვავე ინფექციური (ბაქტერიული ან ვირუსული)
  • დიარეა საკვებისმიერი
  • დიარეა მოგზაურთა
  • დიარეა, ანტიბიოტიკების მიღებით განპირობებული
  • დისბაქტერიოზი, ანტიბიოტიკების მიღებით განპირობებული
  • კოლიტი ფსევდომემბრანული (Clostridium difficile – – ით გამოწვეული)
  • გასტროენტეროკოლიტი
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • აკნე

პერომიცესი 250 1A ფარმას საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პერომიცესი ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ეტიოპათოგენეზური ანტიმიკრობული და ანტიდიარეული მოქმედება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლისას Saccharomyces ბოულარდიი ავლენს ბიოლოგიურ დამცველობით მოქმედებას ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე. Saccharomyces boulardii წარმოქმნის რძემჟავას, რომელიც ქმნის არახელსაყრელ გარემოს პათოგენური ფლორის ცხოველქმედებისთვის. აინჰიბირებს შემდეგი პატოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას: Clostridium difficile, Klebsiella pneumoniae, Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Candida kruesei, Candida albicans, Candida pseudotropicalis (in vitro Salmonella typhi, Escherichia coli, Shigella dysenteriae, Yersinia enterocolitica). აგრეთვე Enthamoeba hystolitica, Lambliae.
პერომიცესი ავლენს ანტიტოქსიურ მოქმედებას განსაკუთრებით Clostridium difficile-ს ტოქსინების მიმართ, პროტეაზების გამომუშავების გზით, რომლებიც შლიან ტოქსინებს და ენტეროციტების რეცეპტორებს, რომლებსაც უკავშირდებიან ტოქსინები. ანტისეკრეტორული მოქმედება დაკავშირებულია ენტეროციტებში ცამფ წარმოქმნის დათრგუნვასთან.

პერომიცესი ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს, IgA და სხვა იმუნოგლობულინების სეკრეტორული კომპონენტების სინთეზის მომატების გზით.

პერომიცესი ზრდის წვრილი ნაწლავის დისაქარიდაზების აქტივობას (ლაქტაზა, საქარაზა, მალტაზა).

პერომიცესი აღადგენს შეწოვის პროცესს წვრილ ნაწლავებში კედლისმიერი საჭმლის მონელების აღდგენის გზით.

პერომიცესი აუმჯობესებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტროფიკას.
პერომიცესი რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ და ეფექტურად გამოიყენება მათთან ერთად კომბინაციაში.

პერომიცესი მდგრადია კუჭის მჟავე გარემოს მიმართ, ნაწლავებში მოხვედრისას სწრაფად მრავლდება და აღწევს მაღალ კონცენტრაციას, რაც ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. არ აღწევენ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და მეზენტერიულ ლიმფურ კვანძებში. მნიშვნელოვანია, რომ Saccharomyces boulardii არ ახდენენ კოლონიზირებას და პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 3-5 დღეში ბუნებრივი გზით ტოვებენ ადამიანის ორგანიზმს.

ჩვენებები
მწვავე ინფექციური დიარეა (ბაქტერიული ან ვირუსული);
საკვებისმიერი დიარეა
მოგზაურთა დიარეა
ანტიბიოტიკების მიღებით განპირობებული დიარეისა და დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა /მკურნალობა;
ფსევდომემბრანული კოლიტი (Clostridium difficile – – ით გამოწვეული), გასტროენტეროკოლიტი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
აკნე.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლის ზევით: 1-2 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში

ბავშვებში 3 წლამდე: 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში

მწვავე დიარეის შემთხვევაში: 3-5 დღე.
დისბიოზის და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის შემთხვევაში 10-14 დღე
საპროფილაქტიკოდ, მოგზაურობის დაწყებამდე 5 დღით ადრე 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.

აკნეს სამკურნალოდ 1 კაფსულა 3– ჯერ დღეში. ქრონიკული აკნეს შემთხვავაში, რეკომენდებულია პერომიცესის მიღება .რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მოზრდილებში სადღემისო მაქსიმალ. დოზა: 6 კაფსულამდე დღეში
პერომიცესის კაფსულები მიიღება საკმაო რაოდენობის სითხესთან (1 ჭიქა წყალთან) ერთად.

მკურნალობა გრძელდება დიარეის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
ერთეულ შემთხვევაში აღწერილია: ქავილი, ურტიკარია, კანის ანთებითი რეაქცია, კვინკეს შეშუპება
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე. უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით.

განსაკუთრებული მითითებები
პერომიცესის მიღების პერიოდში განავლის მიკრობიოლოგიური ანალიზის გაკეთებისას, აუცილებელია ლაბორატორიის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს Saccharomyces bourlardii – ს პრეპარატს, ცრუ-პოზიტიური შედეგების თავიდან ასაცილებლად
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიმიკოზური საშუალებების და პერომიცესის ერთდროული მიღება იწვევს მისი მოქმედების შემცირებას.
პერომიცესთან ერთად მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების გამოყენებისას, შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ