ჰუსტელი

  ჰუსტელი

ჰუსტელის ზოგადი ინფორმაცია

ჰუსტელი. HUSTEEL. ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. მწარმოებელი ფირმა – “ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ” (გერმანია).

ჰუსტელის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰუსტელი. HUSTEEL გამოდის 30 მლ და 100 მლ ხსნარის ფორმით. ხსნარის 100 მლ შეიცავს: Arsenum jodatum D6, Belladonna D4, Scilla D4 – 20 მლ თითოეული; Cuprum aceticum D6 – 10 მლ Causticum Hahnemanni D6 – 30 მლ. Spiritus 35 vol %.

ჰუსტელის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰუსტელის ფასები ფარმადეპოში
ჰუსტელის ფასები ავერსში
ჰუსტელის ფასები psp-ში
ჰუსტელის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰუსტელი,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰუსტელის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰუსტელის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ხველება, გაციების შედეგად გამოწვეული
  • ხველება, მწვავე რესპირატორული დაავადებების შედეგად გამოწვეული
  • ხველება, სპასტიური ბრონქიტის შედეგად გამოწვეული
  • ხველება, არატუბერკულოზური წარმოშობის პლევრიტის შედეგად გამოწვეული
  • ხველება, ბრონქიალური ასთმის შედეგად გამოწვეული
  • ხველება, ემფიზემის შედეგად გამოწვეული
  • ხველება, ლარინგიტის შედეგად გამოწვეული
  • ხველება, ტრაქეიტის შედეგად გამოწვეული
  • ხველება, ბრონქიტის (ქრონიკული) შედეგად გამოწვეული
  • ყივანახველა

 

ჰუსტელის საფირმო აღწერიდან

ინფორმაცია პაციენტებისათვის: ფირმა “ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ-ის” პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ხსნარის 100 მლ შეიცავს: Arsenum jodatum D6, Belladonna D4, Scilla D4 – 20 მლ თითოეული; Cuprum aceticum D6 – 10 მლ Causticum Hahnemanni D6 – 30 მლ. Spiritus 35 vol %.

ჩვენებები

ხველება, რომელიც გამოწვეულია გაციების, მწვავე რესპირატორული დაავადებების, სპასტიური ბრონქიტის, არატუბერკულოზური წარმოშობის პლევრიტის, ბრონქიალური ასთმის, ემფიზემის, ლარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის (ქრონიკული) შედეგად; ასევე როგორც დამხმარე საშუალება ყივანახველის შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები

დოზირება: ჩვეულებრივ 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, შეტევითი ხასიათის ხველების დროს — 10 წვეთი ყოველ 15 წუთში ერთხელ 2 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნილის ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება წინასწარი გამოკვლევის გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები და ვადები

შენახვის პირობები: დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტით.