ჰორმელ სნ

  ჰორმელ სნ

ჰორმელ სნ–ის ზოგადი ინფორმაცია

ჰორმელ სნ. HORMEEL SN. ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. მწარმოებელი ფირმა – ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ (გერმანია).

ჰორმელ სნ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰორმელ სნ. HORMEEL SN გამოდის 30 მლ და 100 მლ ხსნარის ფორმით. 100მლ ხსნარი შეიცავს: Senecio fuchsii D6, Acidum nitricum D4, Erigeron canadensis D3, Moschus D6, Viburnum opulus D3, Pulsatilla D4, Sepia D6, Cyclamen D4, Ignatia D6, Thlaspi Bursa pastoris D3 – 5 მლ თითოეული; Calcium carbonicum Hahnemanni D8, Aquilegia D4, Cypripedium pubescens D8, Majorana D4, Nux moschata D6 – 10 მლ თითოეული. Spiritus 35 vol%.

ჰორმელ სნ–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰორმელ სნ–ის ფასები ფარმადეპოში
ჰორმელ სნ–ის ფასები ავერსში
ჰორმელ სნ–ის ფასები psp-ში
ჰორმელ სნ–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰორმელ სნ,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰორმელ სნ–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰორმელ სნ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მენსტრუალური ციკლის ფუნქციური დარღვევა
  • საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის უკმარისობის გამოვლენებები
  • ამენორეა
  • დისმენორეა
  • ზოგადად ენდოკრინული სისტემის ფუნქციის რეგულაცია
  • უშვილობა
  • მუცლის ხშირი მოშლა
  • ადნექსიტები
  • საკვერცხეების და ფალოპის მილების ანთება
  • პარა-, მიო- და ენდომეტრიტი
  • კოლპიტი
  • თეთრად შლა
  • კრაუროზი
  • შარდის ბუშტის გინეკოლოგიური ანთება
  • კანის სხვადასხვა დაავადები
  • ნეიროდერმიტი
  • ფერიმჭამელა
  • რინიტი
  • ფარინგიტი
  • ლარინგიტი
  • ხმის იოგების მოდუნება
  • რძიანა
  • აფტები
  • ჩიყვი პარენქიმული
  • ჰიპერთირეოზი
  • ნეიროვეგეტატური დარღვევები
  • ფსიქოსომატური დარღვევები
  • შაკიკები
  • დეპრესია
  • ნიმფომანია
  • კლიმაქსურ პერიოდი

ჰორმელ სნ–ის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
მენსტრუალური ციკლის ფუნქციური დარღვევა, საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის უკმარისობის გამოვლენებები, ამენორეა, დისმენორეა; ზოგადად ენდოკრინული სისტემის ფუნქციის რეგულაცია. როგორც დამხმარე საშუალება უშვილობის და მუცლის ხშირი მოშლის შემთხვევაში, ადნექსიტების, საკვერცხეების და ფალოპის მილების ანთების, პარა-, მიო- და ენდომეტრიტის, კოლპიტის, თეთრად შლის, კრაუროზისას, შარდის ბუშტის გინეკოლოგიური ანთების, კანის სხვადასხვა დაავადების (ნეიროდერმიტი, ფერიმჭამელა და ა.შ.), ლორწოვან გარსთა დაავადებების (რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ხმის იოგების მოდუნებისას – რძიანას დროს, აფტების), პარენქიმული ჩიყვის, ჰიპერთირეოზისას; აგრეთვე ნეიროვეგეტატური და ფსიქოსომატური დარღვევები (შაკიკები, დეპრესია, ნიმფომანია), კლიმაქსურ პერიოდში.

მიღების წესები და დოზები
დოზირება: ჩვეულებრივ 10 წვეთი დღეში 3-ჯერ.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით, წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნილის ყლუპებად დალევა.

დამატებითი ინფორმაცია: Hormeel S კომპლექსურ მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე, განსაკუთრებით ჰიპოფიზზე, შიდასეკრეტორულ ჯირკვლებზე (სასქესო, ფარისებრ, თირკმელზედა ჯირკვლებზე) – ჰორმონთა მობილიზაციის გზით და აგრეთვე შემაერთებელ ქსოვილზე. ამგვარად, პრეპარატი ყველა იმ შემთხვევაშია ნაჩვენები, როდესაც ჰორმონალური დარღვევაა შესაძლებელი. Hormeel S-ის გამოყენება შეიძლება ნაადრევი მენსტრუაციის და სისხლდენის გაძლიერების მიზეზი გახდეს.
გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია.
უკუჩვენება
არ გააჩნია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.