ამოქსიკლავ ქვიქტაბი

ამოქსიკლავ ქვიქტაბის ზოგადი ინფორმაცია

ამოქსიკლავ ქვიქტაბი. AMOKSIKLAV QUICKTAB. ბეტა–ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა. Amoxicillin + Clavulanic acid. მწარმოებელი ფირმა – Sandoz (სლოვენია).


ამოქსიკლავ ქვიქტაბიაფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ამოქსიკლავ ქვიქტაბის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ამოქსიკლავ ქვიქტაბი. AMOKSIKLAV QUICKTAB გამოდის 625მგ ტაბლეტის ფორმით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს ამოქსიცილინს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125მგ კლავულანის მჟავა კალიუმის კლავულანატის სახით.

ამოქსიკლავ ქვიქტაბის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ამოქსიკლავ ქვიქტაბი,  იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ამოქსიკლავ ქვიქტაბის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ამოქსიკლავ ქვიქტაბის ფასები ფარმადეპოში
ამოქსიკლავ ქვიქტაბის ფასები ავერსში
ამოქსიკლავ ქვიქტაბის ფასები psp-ში
ამოქსიკლავ ქვიქტაბის ფასები სხვა აფთიაქებში

ამოქსიკლავ ქვიქტაბის აქტიური ნივთიერებები

ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა. Amoxicillin + Clavulanic acid. ამოქსიცილინს + კლავულანის მჟავას  მიაკუთვნებენ  პენიცილინების ჯგუფს.

ამოქსიკლავ ქვიქტაბის სინონიმები

ფლემოკლავ სოლუტაბი (FLEMOCLAV SOLUTAB, Astellas Pharma, აშშ), კლამოქსი BID (KLAMOKS BID, Bilim, თურქეთი), ამოქსიკლავ-დენკი 1000/125 (AMOXICLAV DENK 1000/125, Denk Pharma, გერმანია), ამოქსიკლავ-დენკი 500/62.5 (AMOXICLAV DENK 500/62.5, Denk Pharma. გერმანია), აუგმენტინი (AUGMENTIN, Glaxosmithkline Export Ltd, დიდი ბრიტანეთი).

ამოქსიკლავ ქვიქტაბის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სინუსიტები
  • შუა ყურის ინფექციები
  • შუა ყურის ოტიტი
  • ტონზილიტი
  • ანგინები მორეციდივე
  • ბრონქიტები
  • პნევმონიები
  • საშარდე გზების ინფექციები
  • გინეკოლოგიური ინფექციები
  • გონორეა
  • კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები
  • ცელულიტი
  • ჭრილობის ინფექციები
  • ნაკბენები ცხოველების
  • ნაკბენები ადამიანების
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები
  • ქოლანგიტი
  • ქოლეცისტიტი
  • რბილი შანკრი
  • ოდონტოგენური ინფექციები
  • მუცლის ღრუს ინფექციები
  • ინტრა-აბდომინალური გართულებები, ოპერაციის შემდგომი

ამოქსიკლავ ქვიქტაბის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამოქსიკლავ ქვიქტაბი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ის ეკუთვნის „პენიცილინებად“ წოდებულ ანტიბიოტიკების ჯგუფს. პრეპარატი წარმოადგენს ორი აქტიური ნივთიერების: ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავის კომბინაციას. ამოქსიცილინი დამღუპველად, მოქედებს ბაქტერიებზე, რომლებიც იწვევნ ინფექციებს, მაშინ, როდესაც კლავულანის მჟავა იცავს ამოქსიცილინს დაშლისაგან. ამგვარად, ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის კომბინაცია აქტიურია მრავალი ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი მიკროორგანიზმის მიმართ, რომლებიც მდგრადნი არიან მხოლოდ ამოქსიცილინის ზემოქმედების მიმართ.
ჩვენებები
ამოქსიკლავ ქვიქტაბი გამოიყენება მრავალი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიებით, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ამოქსაცილინ/კლავულანის მჟავის მიმართ:
– ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყურის, ცხვირის, საყლაპავის ინფექციების ჩათვლით), კერძოდ სინუსიტები, შუა ყურის ინფექციები (შუა ყურის ოტიტი), ნუშისებრი ჯირკვლების მორეციდივე ინფექციები (ტონზილიტი), მორეციდივე ანგინები;
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტები, პნევმონიები);
– საშარდე გზების ინფექციები (შარდის ბუშტის, შარდსაწვეთისა და თირკმლების ინფექციები);
– გინეკოლოგიური ინფექციები;
– გონორეა;
– კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები, ცელულიტი, ჭრილობის ინფექციები, ცხოველებისა და ადამიანების ნაკბენების ჩათვლით);
– ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
– ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი;
– რბილი შანკრი;
– ოდონტოგენური ინფექციები;
– მუცლის ღრუს ინფექციები და ოპერაციის შემდგომი ინტრა-აბდომინალური გართულებები.
მიღების წესები და დოზები
მოცემულ ტაბლეტებს უნიშნავენ მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკიდან (40 კგ-ზე მეტი წონის);
მკურნალი ექიმი ნიშნავს პრეპარატის ზუსტ დოზას. არ შეიძლება მისი თვითნებური შეცვლა. არ შეიძლება პრეპარატის მიღება იმაზე დიდი რაოდენობით დღის განმავლობაში, რაც რეკომენდებულია პაციენტისთვის.
სტანდარტულ დოზას შეესაბამება ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში (ყოველ 12 საათში).
თუ პაციენტს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პრეპარატ ამოქსიკლავ ქვიქტაბის ზემოქმედება ძალიან ძლიერია ან არასაკმარისია, ან შეკითხვები გაუჩნდა მოცემული სამკურნალო პრეპარატის მისაღები რაოდენობის ან/და სიხშირის შესახებ, კონსულტაციისთვის მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თითოეული ტაბლეტი გამოყენების წინ უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში საგულდაგულო მორევით. აგრეთვე შესაძლებელია ტაბლეტი მოთავსდეს პირში, სადაც იგი მალე იხსნება გადაყლაპვამდე.
კუჭ-ნაწლავის მხრივ აუტანლობის რისკის მინიმიზაციისათვის და საუკეთესო შედეგის მისაღებად, მოცემული პრეპარატი მიიღება უშუალოდ კვების წინ.
მკურნალობის კურსის დროს რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის დალევა, კრისტალურიის განვითერების თავიდან ასაცილებლად.
პაციენტმა მთლიანად უნდა ჩაიტაროს ექიმის მიერ დანიშნული თერაპიის კურსი, მაშინაც კი თუ იგი თავს კარგად გრძნობს. მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტისას, მოსალოდნელია მდგომარეობის გართულება ან ინფექციის რეციდივი.
თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პაციენტი თავს ისევ ძველებურად ცუდად გრძნობს, მან ხელახლა უნდა მიმართოს ექიმს.
არ შეიძლება ამ სამკურნალო პრეპარატის მიღება ზედიზედ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ამოქსიკლავ ქვიქტაბის მიღების გამოტოვება
თუ პაციენტს დაავიწყდა ტაბლეტის მიღება, მან უნდა მიიღოს იგი რაც შეიძლება მალე. თუ გავიდა რამდენიმე საათი ან უკვე მოვიდა მეორედ მიღების დრო, არ შეიძლება პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით. ინტერვალი დოზებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა.
თუ გამოტოვებულია ერთ დოზაზე მეტი, პაციენტმა უნდა აღადგინოს პრეპარატის მიღება და დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს.
პრეპარატ ამოქსიკლავ ქვიქტაბის მიღება საკვებთან და სითხესთან
პრეპარატ ამოქსიკლავ ქვიქტაბის მიღება შესაძლებელი როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.
თუ პაციენტს ხშირად აწუხებს კუჭთან დაკავშირებული პრობლემები სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, რეკომენდებულია პრეპარატ ამოქსიკლავ ქვიქტაბის მიღება უშუალოდ საკვების მიღებამდე.
ამოქსიკლავ ქვიქტაბის ტაბლეტებით მკურნალობისას საჭიროა გაცილებით დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ვიდრე ჩვეულებრივ.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ამოქსიკლავ ქვიქტაბმაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, თუმცა ბევრი ადამიანი ამას არ ან უმნიშვნელოდ შეიგრძნობს.
ზოგიერთ პაციენტში მოცემულმა სამკურნალო პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები (გულისრევა, პირღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში) ან დიარეა. ეს სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქია და შესაძლებელია მათი თავიდან აცილება, თუ პრეპარატი დაინიშნება უშუალოდ საკვების მიღების წინ.
თუმცა, თუ დიარეა ხანგრძლივია და ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს. არ შეიძლება დიარეის დამოუკიდებლად მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე. დიარეა შესაძლოა იყოს სერიოზული გართულების მაჩვენებელი, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.
ასევე შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ურტიკარია, გამონაყარი და ქავილი).
ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, რომელიც გამოვლინდება გაძნელებული სუნთქვით, სახის, ენის და ტუჩების შეშუპებით. ეს რეაქციები შესაძლოა საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მსგავსი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს სამედიცინო დახმარებისათვის.
ზოგიერთ პაციენტს მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ შესაძლოა განუვითარდეს რძიანა (საშოს, პირის ღრუსა და კანის ნაკეცების ინფიცირებისას). რეკომენდაციების მიღება რძიანას მკურნალობის შესახებ შეიძლება მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ასევე შესაძლებელია განვითარდეს თირკმლების ანთება.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ზოგიერთ ავადმყოფს შესაძლოა განუვითარდეს ჰიპერაქტიულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და კრუნჩხვები. ეს სიმპტომები უკუშექცევადია.
როგორც სხვა მრავალ სამკურნალო პრეპარატს, ამოქსიკლავ ქვიქტაბსაც ზოგჯერ შეუძლია გამოიწვიოს იშვიათი და სერიოზული რეაქციები. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ მას:
– განუვითარდა მძიმე სისხლიანი დიარეა,
– გაუმუქდა შარდი ან გაუფერულდა განავალი ან
– გაუყვითლდა კანი ან თვალის სკლერები*.
ზოგიერთი ზემოაღნიშნული რეაქცია, შესაძლოა, გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის რამდენიმე კვირის შემდეგ.
თუ მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღებისას პაციენტმა შეამჩნია ნებისმიერი არასასურველი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ საინფორმაციო ფურცელში, უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
თუ პაციენტს აწუხებს რაიმე ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევები, მომატებული მგრძნობელობა ან თუ ღებულობს ნებისმიერ სხვა სამკურნალო პრეპარატს, ექიმმა უნდა იცოდეს ამის შესახებ.
არ შეიძლება ამოქსიკლავ ქვიქტაბის მიღება:
– თუ პაციენტი ალერგიულია პენიცილინის, კლავულანის მჟავის ან მოცემულ სამკურნალო პრეპარატში შემავალი რაიმე კომპონენტის მიმართ,
– თუ პაციენტს ჰქონდა პრობლემები ღვიძლთან დაკავშირებით, რომელიც ასოცირებული იყო მოცემულ სამკურნალო პრეპარატთან.
პრეპარატ ამოქსიკლავ ქვიქტაბის მიღებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
– თუ პაციენტს აღენიშნება მულტიგლანდულარული ადენოზი (მონონუკლეოზი) ან ლიმფური ლეიკემია;
– თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
– თუ პაციენტს აქვს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;
– თუ პაციენტს ოდესმე, რომელიმე სამკურნალო პრეპარატების მიღებისას განუვითარდა გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება;
– თუ პაციენტს აქვს ასთმა;
– თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას;
– თუ პაციენტი კვებავს ბავშვს დედის რძით
– თუ პაციენტს დაუდგინდა სხვა სამედიცინო პრობლემა.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
მონაცემები ადამიანის ნაყოფზე პრეპარატ ამოქსიკლავ ქვიქტაბის ზემოქმედების შესახებ არ მოიპოვება. იმის გამო, რომ ორსულობისას მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღების აბსოლუტური უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის, ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს მედიკამენტს, თუ მისი მიღების პოტენციური სარგებელი აღემატება მასთან ასოცირებულ პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდი ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავის უმნიშვნელო რაოდენობა ექსკრეტირდება რძეში, ამის გამო მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღების დროს დედის რძით კვება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების თავისებურებები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25მგ (0,63 მოლი) კალიუმს, რომელიც, შესაძლოა, საზიანო იყოს იმ ავადმყოფებისათვის რომელთაც დანიშნული აქვთ დიეტა კალიუმის დაბალი შემცველობით (ჰიპერკალემიის დროს).
პერორალური მიღებისას, ჰიდროგენირებულმა აბუსალათინის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, ფენილალანინის წყაროს, 6,5მგ/ტაბლეტთან ექვივალენტური რაოდენობით. ასპარტამს შეუძლია მიაყენოს ზიანი ფენილკეტონურიით დაავადებულ პაციენტებს.
ზემოქმედება ლაბორატორიული ტესტირების მონაცემებზე
ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებისას, პაციენტმა უნდა მიუთითოს, რომ ღებულობს ამოქსიკლავ ქვიქტაბს, რადგან ამ პრეპარატის გავლენით ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტში შესაძლოა მიღებული იქნეს არაკორექტული შედეგები. ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებისას ჩატარებული სისხლისა და შარდის ზოგიერთი ტესტის პასუხი შეიძლება აღმოჩნდეს ცრუ-დადებითი.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვაზე
მოცემული სამკურნალო პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
მოცემული სამკურნალო პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს პირღებინება, კუჭის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი, ჰიპერაქტივობა ან ძილიანობა.
თუ პაციენტმა ერთჯერადად მიიღო ძალიან ბევრი ტაბლეტი, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან გადაუდებელი დახმარების ადგილობრივ განყოფილებას. პაციენტმა უნდა აჩვენოს ექიმს ტაბლეტების მთელი შეკვრა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ექიმს უნდა ეცნობოს იმის შესახებ, ღებულობს თუ არა პაციენტი ამჟამად ან ღებულობდა თუ არა ადრე მისთვის გამოწერილ ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, სამკურნალო საშუალებებს ურეცეპტოდ, მცენარეულ პრეპარატებს ან კვებით დანამატებს, რამეთუ მათმა ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ეფექტურობის შემცირება.
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებისას, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებას (ისეთის როგორიცაა ვარფარანი), ანტიკოაგულანტების აქტივობა შესაძლოა გაიზარდოს. თუ პაციენტი ღებულობს ალოპურინოლს (პოდაგრის სამკურნალოდ), ამოქსიკლავ ქვიქტაბთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს კანზე გამონაყარის გაჩენის შესაძლებლობა. კონტრაცეპტივების გამოყენების შემთხვევაში, პაციენტმა დამატებით უნდა მიიღოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ვინაიდან ამოქსიკლავ ქვიქტაბს შეუძლია შეამციროს კონტრაცეპტივების ეფექტურობა.
პრეპარატის ერთდროული დანიშვნა თან ერთად ზრდის ტოქსიურობას.
დიგიტალისის რომელიმე გლიკოზიდის მიღების შემთხვევაში (პრეპარატები, რომლებიც განკუთვნილია გულის უკმარისობის სამკურნალოდ), მათი ეფექტი შესაძლოა გაიზარდოს. თუ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი ეხება პაციენტს ან სხვა სამედიცინო ჩვენების არსებობისას, ექიმს შეუძლია დანიშნოს სხვა პრეპარატი ამოქსიკლავ ქვიქტაბის ნაცვლად ან შეცვალოს ამოქსიკლავ ქვიქტაბის დოზა
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
პრეპარატი ინახება 2 წელი ორიგინალურ შეფუთვაში, სინესტისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით