ბრონქიკუმი

ბრონქიკუმი

ბრონქიკუმის ზოგადი ინფორმაცია

ბრონქიკუმი. BRONCHICUM. მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R05CA10. მწარმოებელი ფირმა – სანოფი ავენტისი (გერმანია).

ბრონქიკუმისშემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბრონქიკუმი. BRONCHICUM გამოდის S სიროფის (100 მლ ფლაკონში),  TP ელიქსირის (130 მლ ფლაკონში) და 100 მგ S პასტილების ფორმით.

ბრონქიკუმის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბრონქიკუმი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბრონქიკუმის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბრონქიკუმის ფასები ფარმადეპოში
ბრონქიკუმის  ფასები ავერსში
ბრონქიკუმის ფასები psp-ში
ბრონქიკუმის ფასები სხვა აფთიაქებში

ბრონქიკუმისაქტიური ნივთიერება

Comb.drug.

ბრონქიკუმისგამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნახველის ამოღების გაძნელებით და ხველებით
  • ზედა სასუნთქი გზების კატარალური ანთება
  • ბრონქიტის სიმპტომები
  • ხველა სპაზმური
  • ხველა
  • ბრონქიტი
  • ბრონქების ლორწოვანის ობსტრუქცია

ბრონქიკუმისსაფირმო აღწერიდან

ჩვენებები

ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნახველის ამოღების გაძნელებით და ხველებით (სიმპტომური თერაპია). ზედა სასუნთქი გზების კატარალური ანთება, ბრონქიტის სიმპტომები და სპაზმური ხველა, ხველა, ბრონქიტი, ბრონქების ლორწოვანის ობსტრუქცია.

მიღების წესები და დოზები

ელექსირი:

იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა არ დანიშნა დოზირების სხვა რეჟიმი, უმცროსი ასაკის ბავშვები (1-4 წელი): თითო მიღებაზე 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ, უფროსი ასაკის ბავშვები (4-12 წელი): თითო მიღებაზე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ, მოზრდილები და მოზარდები (12 წელს ზემოთ): თითო მიღებაზე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ.

ელექსირის მიღებებს შორის შუალედი მკაცრად განსაზღვრულია.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული აუცილებლობის მიხედვით და არ არის დროში შეზღუდული.

სიროფი: მოზრდილებს ენიშნებათ 2 ჩაის კოვზი (10 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში; ბავშვებს (4-12 წელი) – 1,5 ჩაის კოვზი (8 მლ) 3-ჯერ დღეში; უმცროსი ასაკის ბავშვებს (1-4 წელი) – 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-ჯერ დღეში; ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს – 0,5 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში.

ხველების საწინააღმდეგო სიროფის მიღებებს შორის შუალედი მკაცრად განსაზღვრულია.

პასტილები:

თუ არ არის ექიმის სხვა დანიშნულება, 1-2 პასტილა ნელი წუწვნით დღეში რამდენიმეჯერ. მკურნალობის კურსი დგინდება თერაპიული აუცილებლობის და დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, გულისრევა, კუჭის ავსების შეგრძნება).

უკუჩვენება

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებისათვის: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) შეესაბამება 1 პურის ერთეულს (პე), 1 ჩაის კოვზი (5 მლ) შეესაბამება 0.33 პე-ს. 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ბრონხიკუმის ელიქსირი შეესაბამება 0.34 პე-ს.

განსაკუთრებული მითითებები

ფლაკონის მთელი მოცულობის მიღებისას (100 მლ ან 250 მლ), ორგანიზმში აღწევს 1.4 გ და 3.5 გ ალკოჰოლი.

ჭარბი დოზირება

არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი, ფლაკონის გახსნის შემდეგ _ 3 თვე.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..