ბრონქიკუმი

ბრონქიკუმი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბრონქიკუმის საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/comb. drug

ბრონქიკუმის კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ამოსახველებელი მცენარეული საშუალება.


ბრონქიკუმი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სამკურნალო ფორმა: TP ელექსირი
100 გ ელექსირი შეიცავს:
ბექქონდარა ბალახის თხევადი ექსტრაქტი…………… 5,0 გ
(ექსტრაქტის ექსტრაგენტის მიმართ შეფარდება = 1:2-2,5)
ექსტრაგენტის შემადგენლობა:
10% ამიაკის ხსნარი, 85% გლიცერინი, ეთანოლი 90-%, წყალი შეფარდებით (1:20:70:109) ფურისულას ძირის თხევადი ექსტრაქტი – 2,5 გ (ექსტრაქტის ექსტრაგენტის მიმართ შეფარდება = 1:2-2,5).
ექსტრაგენტი: ეთანოლი (70%).
დამხმარე ნივთიერებები:
სპეციალური შაქრის სიროფი; ნატრიუმ ბენზოატი, წყალი გაწმენდილი.

სამკურნალო ფორმა: S სიროფი.
100 მლ სიროფი შეიცავს:
ბექქონდარას ბალახის თხევადი ექსტრაქტი………… 15გ; (ექსტრაქტის ექსტრაგენტის მიმართ შეფარდება =1:2-2.5)
ექსტრაგენტის შემადგენლობა:
10% ამიაკის ხსნარი, 85% გლიცერინი, ეთანოლი 90%, წყალი შეფარდებით (1:20:70:109)
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმ ბენზოატი, წყალი გაწმენდილი, ვარდის ზეთი, თაფლის არომატიზატორი, ალუბლის კონცენტრირებული წვენი, ინვერტული სიროფი 74/95, თხევადი დექსტროზა (თხევადი გლუკოზა), საქაროზას ხსნარი 67%, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი.

სამკურნალო ფორმა: S პასტილები.
1 პასტილი შეიცავს:
ბეგქონდარას ბალახის თხევადი ექსტრაქტი……… 100, 000 მგ;
(ექსტრაქტის ესტრაგენტის მიმართ შეფარდება =1:2-2,5)
ექსტრაგენტის შემადგენლობა:
10% ამიაკის ხსნარი, 85% გლიცერინი, ეთანოლი 90%, წყალი შეფარდებით (1:20:70:109)
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, პოლივიდონი, მენთოლი, აკაციის გუმფისი, ცინეოლი, სტეარინმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნახველის ამოღების გაძნელებით და ხველებით (სიმპტომური თერაპია).
ზედა სასუნთქი გზების კატარალური ანთება, ბრონქიტის სიმპტომები და სპაზმური ხველა, ხველა, ბრონქიტი, ბრონქების ლორწოვანის ობსტრუქცია.

მიღების წესები და დოზირება:
ელექსირი:
იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა არ დანიშნა დოზირების სხვა რეჟიმი, უმცროსი ასაკის ბავშვები (1-4 წელი): თითო მიღებაზე 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ;
უფროსი ასაკის ბავშვები (4-1 – წელი): თითო მიღებაზე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ;
მოზრდილები და მოზარდები (12 წელს ზემოთ): თითო მიღებაზე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ.
ელექსირის მიღებებს შორის შუალედი მკაცრად განსაზღვრულია.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული აუცილებლობის მიხედვით და არ არის დროში შეზღუდული.
სიროფი:
მოზრდილებს ენიშნებათ 2 ჩაის კოვზი (10 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში;
ბავშვებს (4-12 წელი) – 1,5 ჩაის კოვზი (8 მლ) 3-ჯერ დღეში;
უმცროსი ასაკის ბავშვებს (1-4 წელი) – 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-ჯერ დღეში;
ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს – 0,5 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში.
ხველების საწინააღმდეგო სიროფის მიღებებს შორის შუალედი მკაცრად განსაზღვრულია.
პასტილები:
თუ არ არის ექიმის სხვა დანიშნულება, 1-2 პასტილა ნელი წუწვნით დღეში რამდენიმეჯერ. მკურნალობის კურსი დგინდება თერაპიული აუცილებლობის და დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით.

უკუჩვენებები:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილი პაციენტებისათვის: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) შეესაბამება 1 პურის ერთეულს (პე), 1 ჩაის კოვზი (5 მლ) შეესაბამება 0.33პე-ს. 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ბრონხიკუმის ელიქსირი შეესაბამება 0.34 პე-ს.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, გულისრევა, კუჭის ავსების შეგრძნება).

განსაკუთრებული მითითებები:
ფლაკონის მთელი მოცულობის მიღებისას (100 მლ ან 250 მლ), ორგანიზმში აღწევს 1.4 გ და 3.5 გ ალკოჰოლი.
ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, ფლაკონის გახსნის შემდეგ 3 თვე.

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

გაფრთხილება