ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ

ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ

ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ის ზოგადი ინფორმაცია

ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ. Broncho-Munal Broncho-Munal P. იმუნომოდულატორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – J07AX. მწარმოებელი ფირმა – Sandoz (სლოვენია).

ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ. Broncho-Munal Broncho-Munal P გამოდის 7.0მგ და 3.5მგ კაფსულის ფორმით. ბრონქო-მუნალი – ს ყოველი კაფსულა შეიცავს ბაქტერიების ლიოფილიზირებული ლიზატის 7.0 მგ-ს. ბრონქო-მუნალი P-ს ყოველი კაფსულა შეიცავს ბაქტერიების ლიოფილიზირებული ლიზატის 3.5 მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: პროპილ გალატი (უწყლო), ნატრიუმის გლუტამატი (უწყლო), მანიტოლი მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტიტანის დიოსიდი, ჟელატინი.აღწერილობა: ბრონქო-მუნალი კაფსულები 7.0მგ გარე შესახედაობა და ფერი: კაფსულები: ცისფერი, გაუმჭვირვალე; კაფსულის შიგთავსი: თეთრიდან ოდნავ ჩალისფრამდე, წვრილად გრანულირებული ფხვიერი ფხვნილი.ბრონქო-მუნალი P კაფსულები 3.5მგ გარე შესახედაობა და ფერი:კაფსულები: ცისფერი, გაუმჭვირვალე;კაფსულის შიგთავსი: თეთრიდან ოდნავ ჩალისფრამდე, წვრილად გრანულირებული ფხვიერი ფხვნილი.

ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ს ფასები ფარმადეპოში
ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ს ფასები ავერსში
ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ს ფასები psp-ში
ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ს ფასები სხვა აფთიაქებში

ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ის აქტიური ნივთიერება

Comb.drug.

ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები
  • ბრონქიტი ქრონიკული
  • ტონზილიტი
  • ფარინგიტი
  • ლარინგიტი
  • რინიტი
  • სინუსიტი
  • ოტიტი

ბრონქო-მუნალი ბრონქო-მუნალ პ–ის საფირმო აღწერიდან

იმუნობიოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს, ასტიმულირებს როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ იმუნიტეტს. ამცირებს ინფექციების სიხშირესა და სიმძიმეს, რითაც მცირდება ანტიბიოტიკების მოხმარების აუცილებლობა.
ჩვენებები
-სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები (კომპლექსურ თერაპიაში იმუნომოდულატორული საშუალება)
-საპროფილაქტიკოდ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების დროს (ქრონიკული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი).
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებს და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნება ბრონქო-მუნალი კაფსულები 7.0 მგ.
6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებს ენიშნებათ ბრონქო-მუნალი® P.
პრეპარატი მიიღება დილით უზმოზე. ერთჯერადი (დღიური) დოზა შეადგენს 1 კაფსულას.
თუ ბავშვს არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა, რეკომენდებულია კაფსულების გახსნა, კაფსულის შიგთავსის უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობა სითხეში (ჩაი, რძე ან წვენი).
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის პრეპარატი გამოიყენება სამი ათდღიანი კურსით ოცდღიანი ინტერვალებით.
დაავადების მწვავე პერიოდში რეკომენდებულია ბრონქო-მუნალის 1 კაფსულა არანაკლებ 10 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კომბინაცია ანტიბიოტიკებთან. მომდევნო 2 თვე შეიძლება პროფილაქტიკის სახით გამოვიყენოთ 1 კაფსულა 10 დღის განმავლობაში, 20 დღიანი ინტერვალის შენარჩუნებით.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენების დროს გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად რეგისტრირდება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან აღინიშნება დარღვევების ცალკეული შემთხვევები (ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, ფაღარათი, ღებინება), სხეულის ტემპერატურის მომატება. თუ ჩამოთვლილი სიმპტომები სუსტად არის გამოხატული, პრეპარატი მოხსნას არ საჭიროებს. შესაძლებელია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები (კანის ალერგიული რეაქციები). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვლენისას რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა.
უკუჩვენება
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
უსაფრთხოების ზომები:
პერორალური ვაქცინების და ბრონქომუნალის მიღებებს შორის რეკომენდებულია ოთხკვირიანი ინტერვალის გაკეთება.
პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული მწვავე ნაწლავური დაავადებების დროს, პრეპარატის ეფექტურობის შესაძლო შემცირების გამო.
პრეპარატი არ ინიშნება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირების თავიდან აცილებლად ბავშვებმა არ უნდა მიიღონ კაფსულები მოზრდილებისათვის.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდში შესწავლილი არ არის, ამიტომ ამ დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის. უცნობია გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძით. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას.
განსაკუთრებული მითითებები
ყურადღების კონცენტრაციის უნარზე ზეგავლენა
არ საჭიროებს სპეციალურ ზომებს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების რაიმე კლინიკური სიმპტომი არ არის აღნიშნული.
პრეპარატის ჭარბი დოზირების შედეგად ინტოქსიკაციის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის აღნიშნული.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..