ვოლტარენი რაპიდი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კალიუმის დიკლოფენაკი/ diclofenac

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
ათქ კოდი: М01А В05.
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: diclofenac;
1 ტაბლეტი შეიცავს კალიუმის დიკლოფენაკის 25 მგ ან 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის შიდა შემცველობა – სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, კალციუმის ფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი სიმინდის, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ა ტიპი);
ტაბლეტის საფარი – ცელულოზა მიკროკრისტალური, რკინის ოქსიდი წითელი (Е 172), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), პოვიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 8000, საქაროზა, ტალკი.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ვოლტარენ® რაპიდი 25 მგ და 50 მგ
ისეთი მწვავე მდგომარეობების მოკლევადიანი მკურნალობა (მაქსიმუმ 2 კვირა), როგორებიცაა:
• პოსტტრავმული ტკივილი, ანთება და შეშუპება, მაგალითად, დაჭიმვების შედეგად;
• პოსტოპერაციული ტკივილი, ანთება და შეშუპება, მაგალითად, სტომატოლოგიური ან ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ;
• ტკივილი და/ან ანთება, რომელიც თან ახლავს ანთებით გინეკოლოგიურ დაავადებებს, მაგალითად, პირველად დისმენორეას ან ადნექსიტს;
• ტკივილის სინდრომები ხერხემლის მხრიდან;
• სახსარგარე ქსოვილების რევმატული დაავადებები;
• როგორც დამხმარე საშუალება LOR-ორგანოების ინფექციებისას, მაგალითად, ფარინგოტონზილიტის, ოტიტის დროს, რიმლებსაც თან სდევს გამოხატული ტკივილი და ანთება.
ვოლტარენ® რაპიდი 50 მგ მოზრდილი პაციენტებისათვის
• შაკიკის შეტევები მომასწავებელი ნიშნებით ან მათ გარეშე.
ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობის მიმართ საყოველთაოდ მიღებული მიდგომების თანახმად, აუცილებელია აგრეთვე ეტიოტროპული საშუალებების გამოყენება. ტემპერატურის იზოლირებული აწევა არ წარმოადგენს ჩვენებას ვოლტარენ® რაპიდის გამოსაყენებლად.

უკუჩვენებები.
• ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებისა ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
• ანამნეზში ალერგიული რეაქციები ბრონქოსპაზმის, ჭინჭრის ცხელების, მწვავწე რინიტის, ნაზალური პოლიპების სახით ან ალერგიის მსგავსი სიმპტომები, აცეტილსალიცილის მჟავისა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ.
• კუჭის წყლული და/ან დუოდენალური წყლულები, კუჭ-ნაწლავური სისხლდენები ან პერფორაცია.
• კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დავადება ან წყლულოვანი კოლიტი).
• ღვიძლის უკმარისობა (С კლასი ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით, ღვიძლის ცეროზი და ასციტი).
• თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ.)
• გულის მძიმე უკმარისობა (კლასი III-IV NYHA-ს მიხედვით).
• პოსტოპერაციული ტკივილის თერაპია გულზე ოპერაციების შემდეგ.
• ორსულობის ბოლო ტრემესტრი

გამოყენების წესი და დოზები.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაუღეჭავად, უნდა მიაყოლოთ წყალი, საასურველია ჭამის წინ.
რეკომენდებულია დოზის შერჩევა ინდივიდუალურად. გვერდითი რეაქციები შეიძლება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღებისას რაც შეიძლება ხანმოკლე დროის პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომებზე კონტროლისთვის.
14 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის და ზემოთ სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100 მგ, რომელიც უნდა იქნას დაყოფილი 2-3 მიღებაზე. არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 150 მგ. მონაცემები ვოლტარენ® რაპიდის გამოყენების შესახებ შაკიკის შეტევების სამკურნალოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ამჟამად არ არსებობს.
მოზრდილთათვის  პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-150 მგ დღე-ღამეში. სიმპტომების ზომიერი გამოხატულობის შემთხვევაში, როგორც წესი, საკმარისია პრეპარატის 75-100 მგ-ით დოზის გამოყენება დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა უნდა იქნას დაყოფილი 2-3 მიღებაზე.
პირველადი დისმენორეისას  ვოლტარენ® რაპიდის სადღეღამისო დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. სადღეღამისო  დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 50-100 მგ. აუცილებლობის შემთხვევაში, მომდევნო რამოდენიმე მენსტრულური ციკლის განმავლობაში დოზას ზრდიან მაქსიმუმამდე – 200 მგ დღე-ღამეში. ვოლტარენ® რაპიდის ტაბლეტების გამოყენება უნდა იქნას დაწყებული პირველი სიმპტომების გაჩენისას და გაგრძელდება რამოდენიმე დღის განმავლობაში რეაქციისა და სიმპტომატიკის შესაბამისად.
შაკიკი.
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული შეტევის პირველი ნიშნებისას. რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 50 მგ. მომდევნო 50 მგ გამოყენება შესაძლებელია პირველი მიღებიდან 2 საათის შემდეგ..  აუცილებლობისას, შესაძლებელია პრეპარატის მიღების გაგრძელება 4-6 საათში, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 200 მგ დღე-ღამეში.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.
გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები ანამნეზში ან მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან
როგორც წესი, თერაპია ვოლტარენ® რაპიდით რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვთ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები ან არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია.
აუცილებლობისას, პაციენტებისთვის ანამნეზში გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებით, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, ან გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით, ვოლტარენ® რაპიდი ინიშნება მხოლოდ საგულდაგულო შეფასების შემდეგ და მხოლოდ სადღეღამისო დოზების ფარგლებში ≤ 100 მგ 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის თერაპიის შემთხვევაში.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით
ვოლტარენ® რაპიდი უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სპეციალიზირებული გამოკვლევების არარსებობის გამო, შეუძლებელია რეკომენდაციების წარდგენა დოზის სპეციალურ კორექტირებასთან დაკავშირებით. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და  ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში ვოლტარენ® რაპიდის გამოყენებისას.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
ვოლტარენ® რაპიდი უკუნაჩვენებია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სპეციალიზირებული გამოკვლევების არარსებობის გამო, შეუძლებელია რეკომენდაციების წარდგენა დოზის სპეციალურ კორექტირებასთან დაკავშირებით. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და  ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში ვოლტარენ® რაპიდის გამოყენებისას.

გვერდითი რეაქციები.
გვერდითი მოქმედებები კლინიკური გამოკვლევებიდან და/ან ნებაყოფლობითი ან ლიტერატურული მონაცემებიდან წარმოდგენილია ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (“MedDRA”) სისტემურ-ორგანული კლასის შესაბამისად. გვერდითი მოქმედებები თითოეულ სისტემურ-ორგანულ კლასში მოყვანილია წარმოქმნის სიხშირის გათვალისწინებით, სადაც უმეტესად ხშირი გვერდითი მოქმედებები წარმოდგენილია პირველ რიგში. გვერდითი მოქმედებები თითოეულ სიხშირულ ჯგუფში მოყვანილია გვერდითი მოქმედების სიმძიმის კლებადობის წესით. გარდა ამისა, გვერდითი მოქმედების შესაბამისი სიხშირული კატეგორია შედგენილია შემდეგი კლასიფიკაციის («CIOMS III») შესაბამისად:
ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (≥1/100-დან – <1/10-მდე); არც ისე ხშირად (≥1/1000-დან<1/100); იშვიათად (≥ 1/10.000-დან – <1/1.000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10.000).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან:
ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (ჰემოლიტური და აპლასტიკური ანემიის ჩათვლით), აგრანულოციტოზი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან:
იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქტური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (კერძოდ, არტერიული ჰიპოტენზია და შოკი);
ძალიან იშვიათად – ანგიონევროტული შეშუპება (კერძოდ, სახის შეშუპება).
ფსიქიკური აშლილობები:
ძალიან იშვიათად – დეზორიენტაცია, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანება, ფსიქოტური აშლილობები.
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან:
ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
იშვიათად – ძილიანობა;
ძალიან იშვიათად – პარესთეზია, მეხსიერების გაუარესება, კრუნჩხვები, შფოთვის შეგრძნება, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი, გემოს დამახინჯება, ინსულტი.
მხედველობის დარღვევები:
ძალიან იშვიათად – მხედველობის დარღვევა, მხედველობის არასიმკვეთრე, დიპლოპია.
სმენისა და ვესტიბულარული აპარატის დარღვევები:
ხშირად – ვერტიგო;
ძალიან იშვიათად – ზანზარი ყურებში, სმენის გაუარესება.
დარღვევები გულის მხრიდან:
არც ისე ხშირად* – მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, გახშირებული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში.
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან:
ძალიან იშვიათად – ვასკულიტი.
დარღვევები რესპირატორული ტრაქტის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრიდან:
იშვიათად – ასთმა (დისპნოეს ჩათვლით);
ძალიან იშვიათად – პნევმონიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან:
ხშირად – გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეპსია, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, მადის დაკარგვა, იშვიათად – გასტრიტი, გასტროინტესტინალური სისხლდენები, ღებინება სისხლის ნარევით, ჰემორაგიული დიარეა, მელენა, გასტროინტესტინალური წყლული (სისხლდენით ან პერფორაციით ან მის გარეშე);
ძალიან იშვიათად – კოლიტი (ჰემორაგიული კოლიტის და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების ჩათვლით), შეკრულობა, სტომატიტი, გლოსიტი, ეზოფაგეალური დარღვევები, დიაფრაგმისებრი ინტესტინალური სტრუქტურები, პანკრეატიტი.
დარღვევები ჰეპატობილარული სისტემის მხრიდან:
ხშირად – ტრანსამინაზების დონის მომატება;
იშვიათად – ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
ძალიან იშვიათად – ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან:
ხშირად – გამონაყარი;
იშვიათად – ჭინჭრის ცხელება;
ძალიან იშვიათად – ბულოზური დერმატიტი, ეგზემა, ერითემა, მულტიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიაციური დერმატიტი, თმის ცვენა, ფოტოსენსიბილიზაცია, პურპურა, გენოხ-შენლეინის პურპურა, ქავილი.
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე ტრაქტის მხრიდან:
ხშირად – სითხის შეკავება, შეშუპებები, არტერიული ჰიპერტენზია;
ძალიან იშვიათად – თირკმელის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროტული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის მედულარული ნეკროზი.
საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას:
იშვიათად – შეშუპებები.
კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებენ იმას, რომ დიკლოფენაკი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით (150 მგ დღე-ღამეში) და ხანგრძლივი გამოყენებისას, იწვევს არტერიული თრომბოემბოლური გართულებების წარმოქმნის რისკს (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).

* სიხშირე ასახავს ხანგრძლივი თერაპიის მონაცემებს მაღალი დოზის გამოყენებით (150 მგ/დღე-ღამეში).

გვერდითი მოვლენების შერჩევითი აღწერა
არტერიოთრომბული მოვლენები
მეტა-ანალიზი და ფარმაკოეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებენ არტერიოთრომბული მოვლენების რუსკის მცირე მომატებაზე (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი), რომლებიც ასოციირდება დიკლოფენაკის გამოყენებასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას (150 მგ დღეში) და ხანგრძლივი თერაპიის დროს.

ჭარბი დოზირება.
სიმპტომები. დიკლოფენაკის ჭარბი დოზირებისას ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს. ჭარბი დოზირებისას შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი სიმპტომები: ღებინება, გასტროინტესტინალური სისხლდენა, ფაღარათი, თავბრუსხვევა, ზანზარი ყურებში ან კრუნჩხვები. მძიმე მოწამლვის შემთხვევაში შესაძლებელია თირკმლის მწვავე უკმარისობის და ღვიძლის დაზიანების განვითარება.
მკურნალობა. მწვავე მოწამლვის მკურნალობა არასტეროიდული ანთებასაწინააღმდეგო საშუალებებით (აასს), დიკლოფენაკის ჩათვლით, როგორც წესი, მდგომარეობს შემანარჩუნებელი ღონისძიებების  და ისეთი გართულებების სიმპტომარი მკურნალობის გატარებაში, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრიდან, სუნთქვის დათრგუნვა.
სპეციალური ღონისძიებების გატარება, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი ან ჰემოპერფუზია არ უწყობს ხელს ორგანიზმიდან აასს დაჩქარებულ გამოყოფას ცილებთან დაკავშირების მაღალი ხარისხის და ექსტენსიური მეტაბოლიზმის გამო.
პოტენციურად ტოქსიკური ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია აქტივირებული ნახშირის გამოყენება; სიცოცხლისათვის პოტენიურად სახიფათო ჭარბი დოზირების შემთხვევაში – განხორციელებული იქნას კუჭის შიგთავსის ევაკუაცია (ღებინების გამოწვევა, კუჭის გამორეცხვა).

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობა.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი ტოქსიკური ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონალურ/ფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.
ორსულ ქალებში დიკლოფენაკის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. ვოლტარენ® რაპიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში, გარდა იმისა, თუ დედისათვის პრეპარატის გამოყენების პოტენციური სარგებელი ზრდის რისკს ნაყოფისთვის. პრეპარატის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრის განმავლობაში უკუნაჩვენებია, რადგანაც არსებობს შვილოსნობის უნარის დათრგუნვისა და არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის შესაძლებლობა.
ძუძუთი კვება.
სხვა აასს-ის მსგავსად, დიკლოფენაკი მცირე რაოდენობებით აღწევს ძუძუს რძეში, ამიტომ ვოლტარენ® რაპიდი არ უნდა იქნას დანიშნული ლაქტაციის პერიოდში, იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ბავშვის გვერდითი ეფექტების განვითარება.
ფერტილურობა.
ისევე, როგორც სხვა აასს, ვოლტარენ® რაპიდს შეუძლია ახდენდეს ზეგავლენას ქალის ფერტილურობაზე და ამიტომ რეკომენდებული არ არის იმ ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ამ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტონ იმ ქალებმა, რომელებსაც არ შეუძლია დაორსულება, და ასევე იმ ქალებმა, რომლებსაც უტარდებათ უნაყოფობის გამოკვლევა.
ბავშვები
პრეპარატი რეკომენდებული არ არის 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო.

გამოყენების თავისებურებები.
ზოგადი გაფრთხილებები სისტემური მოქმედების აასს-ის გამოყენების მიმართ
გასტროინტესტინალური წყლულის, სისხლდენის ან პერფორაციის გაჩენის რისკის შესამცირებლად, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას აასს-ით მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში, ცოგ-2-ის მიმართებაში მათი სელექტიურობის მიუხედავად და გამაფრთხილებელი სიმტომების ან ანამნეზში მიდრეკილების ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც კი, უნდა იქნას გამოყენებული ნაკლებად ეფექტური დოზები უმოკლესი დროის პერიოდის განმავლობაში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებმა ან თუ არსებობს ეჭვი ანამნეზში კუჭისა ან კუჭ-ნაწლავის წყლულის არსებობაზე, ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში და საგულდაგულო კონტროლის ქვეშ.
პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევებში ნაჩვენებია თრომბული კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული გართულებების წარმოქმნის მომატებული რისკი ცოგ-2-ის გარკვეული სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენებებისას. ამჟამად ზუსტად უცნობია, ახდენს თუ არა კორელაციას ასეთი რისკი პირდაპირ ცალკეული აასს-ის ცოგ-1/ცოგ-2-ის სელექტიურობასთან. ვინაიდან დღესდღეობით შესადარებლად არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები მაქსიმალური დოზებით დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობის მიმართებაში, შეუძლებელია გამოირიცხოს მსგავსი მომატებული რისკის არსებობა. იქამდე, სანამ არ იქნება მიღებული ასეთი მონაცემები, უნდა საგულდაგულოდ იქნას შეფასებული რისკი/სარგებელის თანაფარდობა დიკლოფენაკის დანიშვნამდე პაციენტებისათვის კლინიკურად დამტკიცებული გულის იშემიური დაავადებით, ცერებრო-ვასკულარული აშლილობებით, პერიფერიული არტერიების მაობლიტირებელი დაავადებებით ან მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით (მაგალითად, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრის დიაბეტი, თამბაქოს მოწევა). ასეთი რისკის არსებობის გამო უნდა იქნას გამოყენებული ნაკლებად ეფექტური დოზები უმოკლესი დროის პერიოდის განმავლობაში.
ვოლტარენ® რაპიდით მკურნალობა, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის ანამნეზში გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებით (გულის შეგუბებითი უკმარისობა, ანამნეზში გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება) ან არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით.
აუცილებლობისას, ვოლტარენ® რაპიდი ინიშნება პაციენტებისთვის ანამნეზში გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებით, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, ან გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით (ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა) მხოლოდ საგულდაგულო განხილვის შემდეგ და მხოლოდ სადღეღამისო დოზების    ≤ 100 მგ ფარგლებში 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის თერაპიის შემთხვევაში.
ვინაიდან დოზის მომატებასთან და ექსპოზიციის ხანგრძლივობასთან ერთად, დიკლოფენაკს შეუძლია გულ-სისხლძარღვოვანი რისკების გაზრდა, აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება მინიმალური პერიოდის განმავლობაში. საჭიროა პაციენტის მოთხოვნილების განმეპრებითი შეფასების პერიოდულად ჩატარება სიმპტომების შემსუბუქებასთან და თერაპიაზე პასუხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, თუ თერაპია გაგრძელდება 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფხიზლე მძიმე არტერიოთრომბული მოვლენების გამოვლინებების და სიმპტომების მიმართ (მაგალითად, ტკივილი მკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე, გაუგებარი მეტყველება), რომლებიც შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს. პაციენტებს უნდა მიეცეს ინსტრუქციები მსგავს შემთხვევებში ექიმითან დაუყოვნებლივი ვიზიტის აუცილებლობის შესახებ.
თირკმელებზე აასს-ის გავლენა განაპირობებს სითხის შეკავებას და შეშუპებებს და/ან არტერიულ ჰიპერტენზიას. ამიტომ დიკლოფენაკი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით პაციენტებში დარღვევებით გულის მხრიდან ან სხვა მდგომარეობებით, რა დროსაც არის მიდრეკულება სითხის შეკავების მიმართ. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებენ დიურეტიკებს ან აგფ(ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორებს, ან გააჩნიათ ჰიპოვოლემიის განვითარების მომატებული რისკი.
ვოლტარენ® რაპიდის ტაბლეტები არ არის დაფარული გასტრორეზისტენტული გარსით. მოქმედი ნივთიერების კუჭში გამონთავისუფლებისას შეიძლება გაჩნდეს ლორწოვანი გარსის ადგილობრივი გაღიზიანება.
ყველა აასს-ის გამოყენებისას, დიკლოფენაკის ჩათვლით, იყო ცნობილი გასტროინტესტინალური სისხლდენის, წყლულისა ან პერფორაციის განვითარების შესახებ, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური და შეიძლება გაჩნდეს მკურნალობის განმავლობაში გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან ანამნეზში სერიოზული გასტროინტესტინალური აშლილობებით ან მათ გარეშე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ასეთ გართულებებს, როგორც წესი, უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვება. გასტროინტესტინალური სისხლდენის  შემთხვევაში ან წყლულის გაჩენის შემთხვევაში იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვოლტარენ® რაპიდით, წინამდებარე სამკურნალწამლო საშუალება უნდა მოიხსნას.
ძალიან იშვიათად აასს-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვოლტარენ® რაპიდის ჩათვლით, იყო ცნობილი სერიოზული კანის რეაქციების შესახებ (ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური), ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. პაციენტებში ასეთი რეაქციების წარმოქმნის ყველაზე მაღალი რისკი არსებობს მკურნალობის დასაწყისში, ხოლო ამ რეაქციების გაჩენა, როგორც წესი, ხორციელდება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.
ვოლტარენ® რაპიდის მიღება უნდა მოიხსნას გამონაყარის პირველი ნიშნების გაჩენისას, ლორწოვანი გარსების დაზიანებისას ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნებისას. ისევე, როგორც ყველა ანალგეტიკების მიღებისას, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას თავის ტკივილის სამკურნალოდ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაუარესება (თავის ტკივილი სამკურნაწამლო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების გამო). თუ თავის ტკივილი ჩნდება ანალგეტიკების გადაჭარბებული მიღების გამო, მაშინ არ უნდა გაზარდოთ ანალგეტიკების დოზა. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ. პრეპარატების გადაჭარბებული გამოყენების შედეგად ეჭვი თავის ტკივილზე უნდა შევიტანოთ პაციენტებში თავის ტკივილის ხშირი ან ყოველდღიური შეტევებით, რომლებიც ჩნდება ანალგეტიკების რეგულარული მიღების მიუხედავად ან მის შედეგად.
როგორც სხვა აასს-ის გამოყენებისას, იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტური/ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით) დიკლოფენაკის წინასწარი გამოყენების გარეშეც კი.
სხვა აასს-ის მსგავსად, ვოლტარენ® რაპიდს, თავისი ფარმაკოდინამიკური თვისებების წყალობით შეუძლია დაფაროს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.

გაფრთხილებები.
ზოგადი.
უნდა თავიდან აიცილოთ ვოლტარენ® რაპიდის და სისტემური მოქმედების სხვა აასს-ის ერთდროული გამოყენება, ცოგ-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით, რადგანაც არ გაგვაჩნია დადასტურებები სინერგიული მოქმედების უპირატესობების მიმართებაში, და აგრეთვე დამატებითი გვერდითი ეფექტების გაჩენის გამო.
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით ხანდაზმული ასაკის პაციენტების მიერ. კერძოდ, რეკომენდებულია ეფექტური დოზების დანიშვნა ხანდაზმული ასაკის ფიზიკურად სუსტი პაციენტებისთვის ან თუ პაციენტის სხეულის მასა ნორმაზე დაბალია.
ვოლტარენ® რაპიდის ტაბლეტები შეიცავს საქაროზას და ამიტომ რეკომენდირებული არ არის პაციენტებისთვის ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის იშვიათი ფორმებით, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით.
ასთმა ანამნეზში.
იმ პაციენტებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ასთმით, სეზონური რინიტით, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებით (მაგალითად, ნაზალური პოლიპები), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (ფქოდ) ან რესპირატორული ტრაქტის ქრონიკული ინფექციებით (განსაკუთრებით ალერგიული რინიტის სიმპტომების მსგავსი გამოვლინებებით) აასს-ის მიღებისას უფრო ხშირად, ვიდრე სხვა პაციენტებს, უჩნდებათ ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ასთმის გამწვავება (ე.წ. ანალგეტიკების აუტანლობა ან ანალგეტიკური ასთმა), კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ცხელება. ამასთან დაკავშირებით ასეთ პაციენტებს ესაჭიროებათ სპეციალური ზომები (მზადყოფნა გადაუდებელი დახმარების გასაწევად). ზემოაღნიშნული ასევე ეხება პაციენტებს ალერგიული გამოვლინებებით სხვა პრეპარატების გამოყენებისას, მაგალითად, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ცხელება.
გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (კნტ).
ისევე, როგორც სხვა აასს-ის გამოყენებისას, საგულდაგულო სამედიცინო კონტროლი და განსაკუთრებული სიფრთხილე აუცილებელია ვოლტარენ® რაპიდის დანიშვნისას პაციენტებისათვის სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ დარღვევებზე კნტ მხრიდან, ან მითითებით წყლულზე, სისხლდენაზე ან კუჭისა ან კუჭ-ნაწლავის პერფორაციაზე ანამნეზში. კნტ-ის სისხლდენის გაჩენის რისკი იზრდება აასს-ის დოზის მომატებისას, აგრეთვე ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით თუ იყო გართულება (სისხლდენა ან პერფორაცია), და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. კნტ-ზე ტოქსიკური ზემოქმედების რისკის შესამცირებლად ასეთ პაციენტებში მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული და შენარჩუნებული დაბალი ეფექტური დოზებით. ასეთი პაციენტებისთვის, ასევე იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ აცეტილსალიცილის მჟავის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება ან სხვა პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კნტ-ზე მავნე ზემოქმედების რისკს, უნდა იქნას განხილული კომბინირებული თერაპიის დანიშვნის შესაძლებლობა დამცავი საშუალებების გამოყენებით (მაგალითად, პროტონული პომპის ინჰიბიტორები ან მიზოპროსტოლი).
პაციენტებმა კნტ-ზე ტოქსიკური ზემოქმედებით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის, უნდა შეატყობინონ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით კნტ-დან სისხლდენის შესახებ). პრეპარატს სიფრთხილით უნიშნავენ იმ პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იყენებენ სამკურნალწამლო საშუალებებს, რაც ზრდის წყლულისა ან სისხლდენის წარმოქმნის რისკს (სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, ანტითრომბული პრეპარატები ან სეროტონინის უკუ-მიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები).
ღვიძლზე ზეგავლენა.
ღვიძლის დარღვევების მქონე პაციენტებისათვის უნდა იქნას უზრუნველყოფილი მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა, ვინაიდან მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ისევე, როგორც სხვა აასს-ის გამოყენებისას, შეიძლება გაიზარდის ღვიძლის ერთი და მეტი ფერმენტის დონეები.
ეს აღინიშნებოდა ძალიან ხშირად კლინიკურ კვლევებში დიკლოფენაკის გამოყენებისას (დაახლოებით პაციენტთა 15%-ში), მაგრამ ძალიან იშვიათად მას თან ახლდა კლინიკური სიმპტომების გამოვლინება. უმეტეს შემთხვევაში აღინიშნებოდა ღვიძლის ფერმენტთა მომატება ზღვრულ დონეებამდე. ხშირად (შემთხვევების 2,5%-ში) ასეთი ზრდა ზომიერი იყო (ნორმის ზედა ზღვარს ≥ 3 – < 8-ჯერ ზემოთ), მაშინ როცა გამოხატული მომატების სიხშირე (ნორმის ზედა ზღვარს ≥8 ჯერ ზემოთ) დარჩა დაახლოებით 1%. ზემოთ მითითებული კლინიკური კვლევებისას ღვიძლის ფერმენტების დონის ზრდას თან ახლდა ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლინებები შემთხვევათა 0,5%-ში. ფერმენტების დონეების ზრდა, როგორც წესი, შექცევადი იყო, პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ ვოლტარენ® რაპიდი რეკომენდებულია მხოლოდ მკურნალობის ხანმოკლე კურსის ჩასატარებლად (მაგრამ არაუმეტეს 2 კვირისა). ხანგრძლივი ვადით დოკლოფენაკის დანიშვნის შემთხვევაში, გამაფრთხილებელ ზომას წარმოადგენს ღვიძლის ფუნქციის რეგულარული დაკვირვება. წინამდებარე პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ, თუ აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან გაუარესება, თუ კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები მოწმობენ ღვიძლის დაავადების განვითარებაზე ან თუ ჩნდება სხვა სიმპტომები, მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი. ჰეპატიტი შეიძლება გაჩნდეს პროდრომალური სიმპტომების გარეშე.
ღვიძლის ფერმენტების დონის ზრდის გარდა, იშვიათად გვატყობინებდნენ მძიმე რეაქციების შესახებ ღვიძლის მხრიდან, სიყვითლისა და ფულმინანტური ჰეპატიტის, ღვიძლის ნეკროზისა და თირკმლის უკმარისობის ჩათვლით, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევებში ფატალური იყო.
სიფრთხილით იყენებენ დიკლოფენაკს ღვიძლის პორფირიით დაავადებულ პაციენტებში შეტევის პროვოცირების ალბათობის გამო.
თირკმელებზე ზეგავლენა.
აასს-ის მაღალი დოზების ხანგრძლივი ხშირი გამოყენება (1-10%) იწვევს შეშუპებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის წარმოქმნას.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვან პაციენტებმა გულისა ან თირკმლების დარღვევებით, არტერიული ჰიპერტენზიით ანამნეზში, ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა, იმ პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებენ დიურეტიკებს ან იმ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ თირკმელების ფუნქციაზე, აგრეთვე მაციენტებმა უჯრედგარე სითხის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირებით, მაგალითად, ქირირგიულ ჩარევებების წინ (შემდეგ). ასეთ შემთვევებში ვოლტარენ® რაპიდის დანიშვნისას ტარდება თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. თერაპიის შეწყვეტის შემდეგ პაციენტების მდგომარეობა როგორც წესი, ნორმაში დგება.
ზეგავლენა ჰემატოლოგიურ მაჩვენებლებზე.
ვოლტარენ® რაპიდი რეკომენდირებულია მხოლოდ მკურნალობის ხანმოკლე კურსის ჩასატარებლად. წინამდებარე პრეპარატის ხანგრძლივი დროით დანიშვნისას რეკომენდებულია (ისევე, როგორც სხვა აასს-თვის), ჰემოგრამის რეგულარული კონტროლი.
სხვა აასს-ის მსგავსად, დიკლიფენაკს შეუძლია თრომბოციტების აგრეგაციის დროებითი ინჰიბირება, ამიტომ უნდა საგულდაგულოდ გააკონტროლოთ ჰემოსტაზის დარღვევების მქონე პაციენტების მდგომარეობა.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
როგორც წესი, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას და მკურნალობის ხანმოკლე კურსის დროს ზეგავლენა რეაქციების სიჩქარეზე არ აღინიშნება. მაგრამ იმ პაციენტებმა, რომელთაც ვოლტარენ® რაპიდის გამოყენებისას უჩნდებათ მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების სხვა დარღვევები, არ უნდა მართონ ავტომობილი ან იმუშავონ მექანიზმებთან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა სახეობები.
ვოლტარენ® რაპიდის და/ან დიკლოფენაკის სხვა დოზებისა და ფორმების გამოყენებისას აღინიშნებოდა ურთიერთქმედების შემდეგი სახეობები.
ლითიუმი. ერთდროული გამოყენებისას დიკლოფენაკს შეუძლია გაზარდოს ლითიუმის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში. რეკომენდებულია გააკონტროლოთ ლითიუმის დონე სისხლის შრატში.
დიგოქსინი. ერთდროული გამოყენებისას, დიკლოფენაკს შეუძლია გაზარდოს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაცია. რეკომენდებულია გააკონტროლოთ დიგოქსინის დონე სისხლის შრატში.
შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები. სხვა აასს-ის მსგავსად,, დიკლოფენაკის და შარდმდენი ან ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების (მაგალითად, ბეტა-ადრენობლოკატორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები)) ერთდროული გამოყენება იწვევს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითებას. ამიტომ ამ პრეპარატების კომბინაცია უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, ხოლო ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა უნდა პერიოდულად გააკონტროლონ არტერიუული წნევა. პაციენტებმა უნდა მიიღონ სიხთე სათანადო დოზებით, და ასევე უნდა გააკონტროლონ თირკმელების ფუნქცია კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ, ხოლო შემდეგში – რეგულარულად, განსაკუთრებით დიურეტიკებისა და აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ნეფროტოქსიკურობის მომატებულ რისკთან დაკავშირებით. კალიუმ დამზოგველ დიურეტიკების გამოყენებასთან კომბინაციაში ერთდროული მკურნალობა იწვევს სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატებას, ამიტომ კალიუმის დონეები უნდა მუდმივად შემოწმდეს.
სხვა აასს და კორტიკოსტეროიდები. დიკლოფენაკისა და სხვა სისტემური მოქმედების აასს-თან ან კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენება ზრდის გვერდითი რეაქციების სიხშირეს კნტ-ის მხრიდან.
ანტიკოაგულანტები და ანტითრომბული საშუალებები ინიშნება სიფრთხილით, რადგანაც დიკლოფენაკთან კომბინაციაში ერთდროული გამოყენება ზრდის სისხლდენის გაჩენის რისკს. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევები არ მიუთითებენ იმაზე, რომ დიკლოფენაკი ახდენს ზეგავლენას ანტიკოაგულანტების მოქმედებაზე, არსებობს ცალკეული შეტყობინებები სისხლდენის გაჩენის მომატებული რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ დიკლოფენაკს და ანტიკოაგულანტებს. რეკომენდებულია ასეთი პაციენტების მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.
სეროტონინის უკუ-მიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუმსი). სისტემური მოქმედების აასს-ის, დიკლოფენაკის ჩათვლით, და სუმსი-ის ერთდროული დანიშვნა ზრდის კნტ-ში სისხლდენის გაჩენის რისკს.
ანტიდიაბეტური პრეპარატები. კლინიკურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ დიკლოფენაკის დანიშვნა შესაძლებელია პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად, მათ კლინიკურ ეფექტზე ზეგავლენის გარეშე. მაგრამ იყო ცალკეული შეტყობინებები ჰიპერგლიკემიისა და ჰოპოგლიკემიის შესახებ, რაც ითხოვს ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექციას. რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი კომბინირებული თერაპიის განმავლობაში.
მეტოტრექსატი. აასს-ს სიფრთხილით იყენებენ არაუმცირეს 24 საათით ადრე მეტოტრექსატით მკურნალობის წინ ან მას შემდეგ, რადგანაც სისხლში მეტროტრექსატის  კონცენტრაციები შეიძლება გაიზარდოს და გაზარდოს ტოქსიკურობა.
ციკლოსპორინი. სხვა აასს-ის მსგავსად, დიკლოფენაკს შეუძლია გაზარდოს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობა თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზემოქმედების შედეგად. ამიტომ დიკლოფენაკი უნდა იქნას გამოყენებული უფრო დაბალი დოზებით, ვიდრე იმ პაციენტებისათვის, რომლებიც არ იყენებენ ციკლოსპორინს.
ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები. გვაქვს მიღებული ცალკეული შეტყობინებები კრუნჩხვების შესახებ, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ქინოლონების და აასს-ს ერთდროულ გამოყენებასთან.
მძლავრი ინჰიბიტორები CYP2C9. სიფრთხილით ნიშნავენ ერთდროულად დიკლოფენაკს და CYP2C9 ინჰიბიტორებს (როგორიცაა სულფინპირაზონი და ვორიკონაზოლი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში დიკლოფენაკის კონცენტრაციის პიკის მნიშვნელოვანი ზრდა და მისი ზემოქმედება ორგანიზმზე დიკლოფენაკის მეტაბოლიზმის ინჰიბირებასთან დაკავშირებით.
ჰიპერკალიემიის გამომწვევი პრეპარატები. კალიუმის დამზოგველ დიურეტიკების, ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის ან ტრიმეტოპრიმის თანმხლები მკურნალობა  ზრდის კალიუმის შრატის დონეები. ამასთან დაკავშირებით უნდა ხშირად გააკონტროლოთ კალიუმის დონეები სისხლის შრატში.
ფენიტოინი. დიკლოფენაკთან ერთად ფენიტოინის გამოყენებისას რეკომენდებულია განახორციელოთ მონიტორინგი ფენიტოინის პლაზმაში კონცენტრაციაზე, ფენიტოინის გავლენის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
დიკლოფენაკი, ვოლტარენ® რაპიდის მოქმედი ნივთიერება, წარმოადგენს არასტეროიდულ ანთებასაწინააღმდეგო საშუალებას გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტებით. მოქმედების ძირითადი მექანიზმი – პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირება, რომლებიც ძირითად როლს ასრულებენ ანთების, ტკივილისა და ციებ-ცხელების გაჩენაში.
In vitro ადამიანთან მიღწეული კონცენტრაციების ექვივალენტურ კონცენტრაციებში, დიკლოფენაკი არ თრგუნავს პროტეოგლიკანის ბიოსინთეზს ხრტილოვან ქსოვილში.
ვოლტარენ® რაპიდის ტაბლეტები, სწრაფი შეწოვის წყალობით, გამოსადეგია მწვავე მდგომარეობის მკურნალობისას, რომლებსაც თან სდევს ტკივილი და ანთება, როდესაც სასურველია პრეპარატის მოქმედების სწრაფი დაწყება (30 წუთის განმავლობაში). პოსტტრავმული ტკივილის და ანთების დროს, დიკლოფენაკი სწრაფად ამსუბუქებს როგორც სპონტანურ ტკივილს, ასევე ტკივილს მოძრაობისას, აგრეთვე ამცირებს შეშუპებულობას ანთებისას და შეშუპებისას ჭრილობის მიდამოში.
გარდა ამისა, მოქმედ ნივთიერებას შეუძლია შეასუსტოს ტკივილი და შეამციროს სისხლდენა პირველადი დისმენორეისას. დიკლოფენაკი აგრეთვე განაპირობებს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას სხვა მდგომარეობებისას, რომლებსაც თან სდევს ზომიერად გამოხატული და ძლიერი ტკივილი.

ფარმაკოკინეტიკა.
აბსორბცია.
დიკლოფენაკი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება. შეწოვა იწყება უშუალოდ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ხოლო აბსორბირებული ნივთიერების რაოდენობა შეესაბამება იმ რაოდენობას, რომელიც აბსორბირდება ნატრიუმის დიკლოფენაკის ექვივალენტური დოზის მიღებისას, რომელიც გამოიყენება გასტრორეზისტენტული ტაბლეტების სახით. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 3,8 მკმოლ/ლ და მიიღწევა 20-60 წუთის განმავლობაში ტაბლეტის გამოყენების შემდეგ დოზით 50 მგ. ჭამის დროს პრეპარატის გამოყენებისას არ წარმოებს ზემოქმედება აბსორბირებული დიკლოფენაკის რაოდენობაზეე, თუმცა შეწოვის დასაწყისი და სიჩქარე შესაძლოა რამდენადმე შენელდეს.
განაწილება.
დიკლოფენაკი 99,7%-ით უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, უმთავრესად ალბუმინს (99,4%). განაწილების მოცულობა შეადგენს 0,12-0,17 ლ/კგ.
დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათში სისხლის პლაზმაში პიკური მნიშვნელობების შეღწევის შემდეგ. სინოვიალური სითხიდან ნახევრად გამოყვანის მოჩვენებითი პერიოდი შეადგენს 3-6 საათს. სისხლის პლაზმაში პიკური დონეების მიღწევის 2 საათის შემდეგ მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციები სინოვიალურ სითხეში უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში, და რჩება ასეთ მდგომარეობაში კიდევ 12 საათის განმავლობაში.
ბიოტრანსფორმაცია.
დიკლოფენაკის ბიოტრანსფორმაცია ნაწილობრივ წარმოებს ინტაქტური მოლეკულის გლუკორონიზაციის გზით, მაგრამ უმთავრესად ერთჯერადი და მრავალჯერადი ჰიდროქსილირების და მეტოქსილირების გზით, როს შედეგადაც წარმოიქმნება რამოდენიმე ფენოლური მეტაბოლიტი (3′-ჰიდროქსი-, 4′-ჰიდროქსი-, 5′-ჰიდროქსი-, 4′, 5 – დიჰიდროქსი- და 3′-ჰიდროქსი-4′-მეტოქსი-დიკლოფენაკი), რომელთა უმეტესობაც შემდეგში გარდაიქმნება გლუკურონიდულ კონიუგატებად. ეს ორი ფენოლური მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე დიკლოფენაკი.
გამოყვანა.
დიკლოფენაკის სრული სისტემური კლირენსი სისხლის პლაზმიდან შეადგენს 263 ± 56 მლ/წთ (საშუალო ± სტანდარტული გადახრა). ნახევრად გამოყვანის საბოლოო პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. 4 მეტაბოლიტის ნახევრად გამოყვანის პერიოდი, 2 აქტიურის ჩათვლით, შეადგენს 1-3 საათს. ფაქტიურად არააქტიურ მეტაბოლიტს, 3′-ჰიდროქსი-4′-მეტოქსი-დიკლოფენაკს, გააჩნია გაცილებით უფრო ხანგრძლივი ნახევრად გამოყვანის პერიოდი.
დოზის დაახლოებით 60% გამოიყვანება შარდში მეტაბოლიტების სახით, ხოლო 1%-ზე ნაკლები – უცვლელი ნივთიერების სახით. დოზის დანარჩენი რაოდენობა გამოიყვანება მეტაბოლიტების სახით ნაღველიდან განავალში.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში.
არ აღინიშნა შეწოვის, მეტაბოლიზმისა და პრეპარატის გამოყვანის არსებითი განსხვავებები პაციენტის ასაკის მიხედვით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის ერთჯერადი დოზის კინეტიკა არ მიუთითებს უცვლელი მოქმედი ნივთიერების ნებისმიერი ფორმის კუმულაციის არსებობაზე პრეპარატის გამოყენების ჩვეულებრივი სქემისას. იმ პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია, სისხლის პლაზმაში მეტაბოლიტების თეორიული წონასწორული კონცენტრაციები დაახლოებით 4-ჯერ მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ პაციენტებში. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს მეტაბოლიტები გამოიყვანება ნაღველში.
ვარგისიანობის ვადა.
50 მგ ტაბლეტებისთვის – 3 წელი.
25 მგ ტაბლეტებისთვის – 2,5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
შეინახეთ არაუმეტეს 30°С ტემპერატურისას. დაიცავით ტენის ზემოქმედებისგან. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 25მგ, 50მგ ტაბლეტი №30
შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს ყუთში 50 მგ-თვის, 3 ბლისტერი შესაფუთი მუყაოს ყუთში 25 მგ-თვის.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Novartis Urunleri, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook