ვოლტარენი (სუპოზიტორია)

ვოლტარენის ზოგადი ინფორმაცია

ვოლტარენი. VOLTAREN. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების – ფენილძმარჟავას წარმოებულების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –დიკლოფენაკი. Diclofenac. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M01AB. მწარმოებელი ფირმა – Pharma – GenMed (საფრანგეთი).

ვოლტარენის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ვოლტარენი. VOLTAREN გამოდის 25მგ–, 50მგ– და 100მგ–იანი სუპოზიტორიის ფორმით. 1 სუპოზიტორია შეიცავს 25, 50 ან 100 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს. დამხმარე ნივთიერებაა მყარი ცხიმი.

ვოლტარენის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ვოლტარენის ფასები ფარმადეპოში
ვოლტარენის ფასები ავერსში
ვოლტარენის ფასები psp-ში
ვოლტარენის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ვოლტარენი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ვოლტარენის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ვოლტარენის აქტიური ნივთიერება

დიკლოფენაკი. Diclofenac. ქიმიური დასახელება – 2-[(2,6-დიქლორფენილ)ამინო] ბენზოლძმარმჟავა (და ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა:C14H11Cl2NO2. დიკლოფენაკს მიაკუთვნებენ აასს – ძმარმჟავას წარმოებულების და მონათესავე ნაერთების ჯგუფს. CAS-კოდი:15307-86-5.

ვოლტარენის სინონიმები

დიკლოფენაკი (DICLOFENAC, AVERSI, საქართველო), დიკლოფენაკი (Diclofenac, Batfarma, საქართველო).

ვოლტარენის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • რევმატიზმის დეგენერაციული ფორმა
  • რევმატიზმის ანთებითი ფორმა
  • ართრიტი იუვენილური,რევმატოიდული
  • სპონდილოართრიტები მაანკილოზებელი
  • ტკივილი ხერხემლის არეში
  • რევმატიზმი არასახსროვანი
  • ტკივილი პოსტტრავმული
  • ტკივილი პოსტოპერაციული
  • შეშუპება პოსტტრავმული
  • შეშუპება პოსტოპერაციული
  • შაკიკის შეტევა
  • გინეკოლოგიური დაავადებები, მაგალითად პირველადი დისმენორეა და ადნექსიტი
  • ყურის ანთებითი დაავადებები, გამოხატული ტკივილით მიმდინარე
  • ყელისა ანთებითი დაავადებები, გამოხატული ტკივილით მიმდინარე
  •  ცხვირის ანთებითი დაავადებები, გამოხატული ტკივილით მიმდინარე
  • პოდაგრის შეტევა, მწვავე
ვოლტარენის საფირმო აღწერიდან

ვოლტარენის ფარმაკოლოგიური თვისებები

ვოლტარენის ფარმოკინეტიკა

ვოლტარენი შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმს – არასტეროიდული სტრუქტურის ნივთიერებას, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, გამოხატული ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება. ექსპერიმენტის პირობებში დადგინდა, რომ მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმია პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დამუხრუჭება, რომლებიც ანთების, ტკივილისა და ციებ-ცხელების გენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
In vitro დიკლოფენაკ ნატრიუმი პაციენტის მკურნალობისას გამოყენებული დოზის ექვივალენტური დოზით არ თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის პროტეოგლიკანების სინთეზს. დადგენილია, რომ ვოლტარენს აქვს ძლიერი ანალგეზიური მოქმედება ზომიერად გამოხატული და მძიმე ტკივილის სინდრომის დროს. ტრავმით ან ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ანთების შემთხვევაში ვოლტარენი სწრაფად ხსნის როგორც სპონტანურ ტკივილს, ისე ტკივილს მოძრაობის დროს, აგრეთვე ამცირებს ქსოვილის ანთებასა და შეშუპებას ქირურგიული ჭრილობის არეში.
ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ვოლტარენი აქრობს ტკივილის შეგრძნებას და ამცირებს სისხლის დანაკარგს პირველადი დისმენორეის დროს. შაკიკის შეტევის შემთხვევაში ვოლტარები ამცირებს თავის ტკივილსა და ისეთი თანმხლები სიმპტომების გამოხატულებას, როგორიცაა გულისრევა და ღებინება
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ვოლტარენის რექტალური სუპოზიტორის 50მგ დოზით ერთჯერადი გამოყენების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1 საათში და შეადგენს 1,0მკგ/მლ (3,33მკმოლ/ლ). ბავშვებთან დიკლოფენაკის კონცენტრაცია პლაზმაში ვოლტარენის ექვივალენტური პრეპარატების (მგ/კგ) დანიშვნისას მოზრდილთა მაჩვენებლის ანალოგიურია. პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციასა და დოზას შორის პირდაპირი წრფივი დამოკიდებულება არსებობს. პრეპარატის მრავალჯერადი მიღების შემდეგ მისი ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება.
განაწილება
დიკლოფენაკის შეკავშირება სისხლის შრატის ცილებთან 99,7%-ს შეადგენს; ამასთანავე, პრეპარატის 99,4% უკავშირდება ალბუმინს. განაწილების გამოხატული მოცულობა 0,12-0,17ლ/კგ შეადგენს. დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 2-4 საათით უფრო გვიან მიიღწევა, ვიდრე სისხლის პლაზმაში. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევიდან ორ საათში დიკლოფენაკის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში უფრო მაღალი რჩება. ეს მოვლენა 12 საათის განმავლობაში აღინიშნება.
მეტაბოლიზმი
ნაწილობრივ დიკლოფენაკის მეტაბოლიზება შეუცვლელი მოლეკულის გლუკურონიზაციის საშუალებით ხდება, მაგრამ უმთავრესი გზაა ერთჯერადი და მრავალჯერადი ჰიდროქსილირება და მეტაქსილირება, რაც იწვევს რამდენიმე ფენოლური მეტაბოლიტის (3’-ჰიდროქსი-, 4’-ჰიდროქსი-, 5’-ჰიდროქსი-, 4,5’-დიჰიდროქსი – და 3’-ჰიდროქსი – 4’-მეტოქსი-დიკლოფენაკი) წარმოქმნას, რომელთა დიდი ნაწილი ქმნის კონიუგატებს გლუკურონის მჟავასთან. ამ ფენოლური მეტაბოლიტებიდან ორი ბიოლოგიურად აქტიურია, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე დიკლოფენაკი.
გამოყვანა
დიკლოფენაკის მთლიანი სისტემური კლირენსი 263±56მლ/წთ შეადგენს. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყვანის საბოლოო პერიოდი 1-2 საათის ტოლია. ხანმოკლეა – 1-3 საათი – ოთხი მეტაბოლიტის (მათ შორის ორი ფარმაკოლოგიურად აქტიურისა) ნახევარგამოყვანის პერიოდიც. ერთ-ერთ მეტაბოლიტის 3’-ჰიდროქსი-4’-მეტოქსიდიკლოფენაკი – პლაზმიდან ნახევარგამოყვანის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, თუმცა ეს მეტაბოლიტი პრაქტიკულად აქტიური არ არის. პრეპარატის გამოყენებული დოზის დაახლოებით 60% გამოდის უცვლელი – აქტიური ნივთიერების გლუკორონის მჟავას კონიუგატების სახით, აგრეთვე ისეთი მეტაბოლიტების სახით, რომელთა დიდი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით განავალთან ერთად.
ფარმოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში
პაციენტის ასაკის გავლენა პრეპარატის აბსორბციაზე, მეტაბოლიზმსა და გამოყვანაზე დადგენილი არ არის. თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში უცვლელი აქტიური ნივთიერების დაგროვება არ გამოვლენილა. ავადმყოფებს კრეატინის კლირენსით 10მლ/წთ ჰიდროქსიმეტაბოლიტების გაანგარიშებული სტაციონარული კონცენტრაცია 4-ჯერ უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე ჯანმრთელ პაციენტებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მეტაბოლიტი ნაღველთან ერთად გამოიყო.
ქრონიკული ჰეპატიტის ან კომპენსირებული ღვიძლის ციროზის შემთხვევაში დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლები და მეტაბოლიზმი ისეთივეა, როგორც ღვიძლის დაავადების არარსებობის შემთხვევაში.
ფარმაცევტული მახასიათებლები ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები სუპოზიტორი ტორპედოს სახით გლუვი ზედაპირით, თეთრი ან მოყვითალო, ცხიმის სუსტი სუნით

ვოლტარენის ჩვენებები

– რევმატიზმის ანთებითი და დეგენერაციული ფორმები: რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, არასახსროვანი რევმატიზმი, ტკივილის სინდრომები ხერხემლის მხრიდან;
– რბილი ქსოვილების არასახსროვანი რევმატიული დაავადებები;
– პოდაგრის მწვავე შეტევა;
– პოსტტრავმული და ოპერაციის შემდგომი ტკივილის სინდრომები, რომლებსაც თან ახლავს ანთება და შეშუპება, მაგალითად: სტომატოლოგიური და ორთოპედიული ჩარევისას; – შაკიკის შეტევა;
– გინეკოლოგიური დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომები და ანთება, მაგალითად პირველადი დისმენორეა ან ადნექსიტი.;
– როგორც დამხმარე საშუალება ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის შეგრძნება, მაგალითად: ფარინგიტის, ტონზილიტის ან ოტიტის დროს.

ვოლტარენის მიღების წესები და დოზები

რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას მინიმალური ეფექტური დოზა და, თუ შესაძლებელია, მინიმალური დროის განმავლობაში. პრეპარატს ნიშნავენ მოზრდილ პაციენტებში, საწყისი დოზით 100-დან 150მგ-მდე. არაგამოხატული სიმპტომების დროს, აგრეთვე ხანგრძლივი მკურნალობისას საკმარისი დოზაა 75-დან 100მგ/დღეში. სადღეღამისო დოზას ანაწილებენ 2-3 მიღებაზე. ღამის ტკივილის დროს ან დილის შებოჭილობაზე ზემოქმედების აუცილებლობისას დღის განმავლობაში პრეპარატის მიღებასთან ერთად დამატებით ინიშნება ვოლტარენი® რექტალური სოპოზიტორიების სახით ძილის წინ. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150მგ-ს.
პირველადი ალგოდისმენორეის დროს სადღეღამისო დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, იგი შეადგენს 50-დან 150მგ-მდე. საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 50-დან 100მგ-მდე, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მცირე დროის განმავლობაში დოზა შეიძლება გაიზარდოს (200მგ-მდე). პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე დღეს და დამოკიდებულია სიმპტომების რეგრესიის დინამიკაზე.
შაკიკის შეტევის დროს, საწყისი დოზა შეადგენს 100მგ-ს შეტევის პირველი სიმპტომების დაწყებისთანავე. აუცილებლობის შემთხვევაში იმავე დღეს შეიძლება მეორე სუპოზიტორიის გამოყენება (100 მგ დიკლოფენაკი).
ბავშვებში 8 წლის ასაკიდან (სხეულის წონით არანაკლებ 25 კგ-სა) 14 წლამდე იყენებენ 25მგ სუპოზიტორიებს ექიმის დანიშნულების მიხედვით სადღეღამისო დოზით 1-2მგ/კგ სხეულის წონაზე სიმპტომების სიმძიმეზე დამოკიდებულებით. ამ დოზას ანაწილებენ 2-3 მიღებაზე. მაგალითად, 30კგ სხეულის წონის მქონე ბავშვისთვის სადღეღამისო დოზამ შეიძლება შეადგინოს 30-დან 60მგ-მდე. ამ დიაპაზონიდან გამომდინარე, ბავშვს შეიძლება დაენიშნოს 1 სუპოზიტორია 25მგ 2-ჯერ დღეში.
იუვენილური რევმატიული ართრიტის მკურნალობის დროს სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 3მგ/კგ, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას და არ უნდა აღემატებოდეს 150მგ-ს დღეში. 14 წელს ზემოთ მოზარდებში შეიძლება დაინიშნოს 50მგ-იანი სუპოზიტორიები.
გვერდითი მოვლენები
სხვადასხვა გვერდითი მოვლენების სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი გრადაციები: გრადაციები: „ხშირად“ – > 10%, „ზოგჯერ“ – > 1-10%, „იშვიათად“ – > 0,001-%, „ცალკეულ შემთხვევებში“ – < 0,001%.
სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტური ანემია, აგრანულოციტოზი.
იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ჰიპოტენზიისა და შოკის ჩათვლით); ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება (სახის შეშუპების ჩათვლით).
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; იშვიათად – ძილიანობა; ძალიან იშვიათად – მგრძნობელობის დაკარგვა, პარესთეზიის ჩათვლით, მეხსიერების დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი, ასეპტიური მენინგიტი, გემოს შეგრძნების დარღვევა, ინსულტი.
ფსიქიური აშლილობები:
ძალიან იშვიათად – დეზორიენტაცია, დეპრესია, უძილობა, გაღიზიანება, ღამის კოშმარები, ფსიქიური აშლილობები.
მხედველობის ორგანოების მხრიდან
ძალიან იშვიათად – მხედველობითი დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია.
სმენის ორგანოებისა და ყურის ლაბირინთის მხრიდან
ხშირად – ვერტიგო; ძალიან იშვიათად – შუილი ყურებში, სმენის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად – გულისცემის სიხშირის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტენზია, ვასკულიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირად – ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, მუცლის შებერვა, ანორექსია; იშვიათად – გასტრიტი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (სისხლიანი ღებინება, მელენა, სისხლნარევი დიარეა), კუჭისა და ნაწლავის წყლულები, რომლებსაც თან ახლავს ან არ ახლავს სისხლდენა ან პერფორაცია; ძალიან იშვიათად – კოლიტი (ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით, წყლულოვანი კოლიტის გამწვავება ან კრონის დაავადება), შეკრულობა, სტომატიტი, გლოსიტი, ცვლილებები საყლაპავი მილის მხრივ, ნაწლავის სტენოზი, პანკრეატიტი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრიდან ი
შვიათად – ასთმა (ქოშინის ჩათვლით), ბრონქოსპაზმი; ძალიან იშვიათად – პნევმონია.
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან
ხშირად – ტრანსამინაზის დონის მომატება; იშვიათად – ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები; ძალიან იშვიათად – სწრაფად მიმდინარე ჰეპატიტი.
კანისა და კანქვეშა უკრედების მხრივ
ხშირად – გამონაყარი, იშვიათად – ჭინჭრის ციება, ძალზე იშვიათად – ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, პოლიმორფული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ექსფოლიატიური დერმატიტი, თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობითი რეაქციები, პურპურა, ალერგიული პურპურა,
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ ძ
ალზე იშვიათად: – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი.
ზოგადი დარღვევები ხშირად – გაღიზიანება; იშვიათად – შეშუპება.

ვოლტარენის უკუჩვენებები

– მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
– კუჭის ან ნაწლავის წყლული გამწვავების ფაზაში, სისხლდენა ან პერფორაცია;
– ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
– ვოლტარენი®, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასპ), წინააღმდეგნაჩვენებია ისეთი პაციენტებისათვის, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასპ-ის მიღება იწვევს ბრონქული ასთმის შეტევას, ჭინჭრის ციებას ან მწვავე რინიტს;
– პროქტიტი;
– გამოხატული თირკმლების, ღვიძლის და გულის უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ვოლტარენი® უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისათვის სასარგებლო სამკურნალო ეფექტი ბევრად აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს და მხოლოდ მინიმალურ ეფექტურ დოზებში. როგორც სხვა აასპ-ის შემთხვევაში ვოლტარენი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (შესაძლებელია საშვილოსნოს შეკუმშვის ფუნქციის დათრგუნვა და არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა ნაყოფში).
როგორც ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიღებისას, მოქმედი ნივთიერება აღწევს დედის რძეში. ამასთან დაკავშირებით ვოლტარენის სუპოზიტორიების გამოყენება არ შეიძლება მეძუძურ ქალებში.
როგორც სხვა აასპ-ის გამოყენების შემთხვევაში, ვოლტარენი უარყოფით გავლენას ახდენს ქალის ფერტილობაზე, ამიტომ მისი გამოყენება ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას არ არის რეკომენდებული. ქალებმა, რომლებსაც აქვთ პრობლემები ჩასახვასთან დაკავშირებით ან იტარებენ კვლევებს უნაყოფობის გამო, აუცილებლად უნდა განიხილონ საკითხი ვოლტარენის მიღების შეწყვეტის თაობაზე.
ბავშვები ბავშვებს 8 წლის ასაკიდან (სხეულის წონით არანაკლებ 25კგ) 14 წლამდე პრეპარატს უნიშნავენ მხოლოდ 25მგ სუპოზიტორიის სახით. მოზარდებს 14 წლიდან შეიძლება დაენიშნოთ 50მგ სუპოზიტორია. ვოლტარენის® სუპოზიტორია 100მგ არ გამოიყენება ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობისთვის
განსაკუთრებული მითითებები
ანთების საწინააღმდეგო ყველა არასტეროიდული პრეპარატისათვის დამახასიათებელია სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, წყლული და პერფორაცია შესაძლო ფატალური შედეგით;ამასთან ზოგჯერ ამ გართულებების წინამორბედი სიმპტომები არ ვლინდება ან ცნობილი არ არის ანამნეზის მონაცემები წყლულოვანი დაზიანების შესახებ.ზოგადად ასეთი მოვლენები უფრო საშიშია ხანდაზმულ ასაკში. ცალკეულ შემთხვევაში, თუ პაციენტს ამგვარი გართულება განუვითარდა, აუცილებელია ვოლტარენის მიღების შეწყვეტა პრეპარატით თერაპიის ჩატარების პერიოდში აუცილებელია გულდასმით დაკვირვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების მქონე პაციენტებზე, აგრეთვე იმ პაციენტებზე, ვისაც აღენიშნება წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ტოქსიკური გავლენის რისკის შესამცირებლად ანამნეზში წყლულის (სისხლდენითა და პერფორაციით), აგრეთვე ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური ეფექტური დოზით და ეს დოზა შენარჩუნდეს შემდგომშიც.
ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, ვოლტარენის ფარმაკოდინამიკური თვისებების მიზეზით მისი გამოყენებისას შეიძლება შეინიღბოს ინფექციურ-ანთებითი დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები. ციებ-ცხელება თავის თავად პრეპარატის გამოყენების ჩვენება არ არის.
აცეტილსალიცილმჟავათი ან სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ გვერდითი ეფექტის განვითარების რისკი, განსახილველია დამცავი პრეპარატებით (მაგალითად, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით) კომბინირებული თერაპიის ჩატარების მიზანშეწონილობა. პაციენტს, რომელსაც უტარდება შესაბამისი თერაპია სისტემური კორტიკოსტეროიდებით, შეიძლება გაეზარდის არასასურველი გასტროინტესტინალური ეფექტების სიხშირე. ანტიკოაგულანტებთან ან ანტიაგრეგანტულ საშუალებებთან ერთად ვოლტარენის გამოყენებისას არსებობს სისხლდენის განვითარების რისკი. მიზანშეწონილი არ არის ვოლტარენის გამოყენება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორებთან) ერთად.
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს გულ-სისხლძარღვოვანი სერიოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი, რომლებიც შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს. ამიტომ ვოლტარენის გამოყენება რეკომენდებული არ არის აორტკორონალური შუნტირების ოპერაციის დროს პოსტოპერაციული ტკივილის მკურნალობისთვის.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის ვოლტარენის, გამოყენებისას ძალიან იშვიათად აღინიშნება კანის მძიმე (ზოგჯერ ფატალური) რეაქცია, მათ შორის ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი. ასეთი რეაქციის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია თერაპიის დასაწყისში. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი რეაქცია აღინიშნება მკურნალობის პირველ თვეში. აუცილებელია ვოლტარენის მოხსნა კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის წყლულის, ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნებისმიერი რეაქციის განვითარების შემთხვევაში.
ბრონქული ასთმის, სეზონური რინიტის, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში ალერგიული რეაქცია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე უფრო ხშირია. ამიტომ ასეთ პაციენტთა მკურნალობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, ვოლტარენის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ფერმენტის დონე. ვოლტარენით ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის რეგულარული გამოკვლევა.
თუ ღვიძლის ფუნქციური დარღვევა არ შემცირდა ან გაძლიერდა ანდა განვითარდა ღვიძლის დაავადების მიმანიშნებელი სიმპტომები, აგრეთვე წარმოიქმნა სხვა გვერდითი მოვლენები (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.) საჭიროა ვოლტარენის მოხსნა. პრეპარატის მიღებისას ჰეპატიტი შეიძლება პროდრომალური მოვლენების გარეშეც წარმოიქმნას. სიფრთხილეს მოითხოვს პრეპარატის გამოყენება ღვიძლის პორფირიის შემთხვევაშიც, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება პორფირიის შეტევის პროვოცირება მოახდინოს.
იმის გამო, რომ პროსტაგლანდინები თირკმლების სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს პრეპარატ ვოლტარენის გამოყენება გულის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევის (ჰიპოვოლემიის ფონზე მიმდინარე თირკმლების ფუნქციური უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის, ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის ჩათვლით), ანამნეზში ჰიპერტენზიის, ხანდაზმული ასაკის, დიურეზულ საშუალებათა გამოყენების, აგრეთვე ცირკულირებული პლაზმის მოცულობის ნებისმიერი ეტიოლოგიის მნიშვნელოვანი შემცირების (მაგალითად, მასშტაბურ ქირურგიურ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ) შემთხვევაში. ყველა ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლების ფუნქციის რეგულარული კონტროლის ჩატარება. პრეპარატის მოხსნის შემდეგ თირკმლების ფუნქცია, როგორც წესი, საწყის დონეს უბრუნდება.
ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, ვოლტარენმა შეიძლება დროებით დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია. ამიტომ ჰომეოსტაზის დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია საგულდაგულო ლაბორატორიული კონტროლის ჩატარება.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ ასაკში, განსაკუთრებით დასუსტებულ ან სხეულის დაბალი მასის მქონე პაციენტებში. მათ ვოლტარენი მინიმალური ეფექტური დოზით ენიშნებათ.
ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, ვოლტარენმა შეიძლება შეასუსტოს დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედება (ბეტაბლოკატორები). ამიტომ ეს კომბინაცია, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, სიფრთხილით ინიშნება და არტერიული წნევის პერიოდულ კონტროლს მოითხოვს. პაციენტის ორგანიზმს უნდა მიეწოდებოდეს სათანადო რაოდენობის სითხე შესაბამისი თერაპიის ჩატარებამდე და ჩატარების პერიოდში, განსაკუთრებით დიურეზულ საშუალებათა დანიშვნის შემთხვევაში. აუცილებელია თირკმლების ფუნქციის კონტროლი. კალიუმ შემნახველ დიურეტიკებთან ერთად ვოლტარენის მიღებას შეიძლება მოჰყვეს სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება (სამკურნალო საშუალებათა ასეთი კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა ამ მაჩვენებლის რეგულარული კონტროლი).
სუპოზიტორიის გამოყენების წესი
სუპოზიტორია შეყვანილ უნდა იქნას სწორ ნაწლავში რაც შეიძლება უფრო ღრმად, სასურველი კუჭის გაწმენდის შემდეგ. დაუშვებელია სუპოზიტორიის ნაწილებად გაყოფა, ვინაიდან ამის შედეგად აქტიური ნივთიერების განაწილება შეიძლება დაირღვეს.
ავტომობილისა და რთული მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი
თუ ვოლტარენით თერაპიის დროს პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან სხვა უსიამოვნო შეგრძნებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან, მხედველობის დარღვევის ჩათვლით, დაუშვებელია ავტოტრანსპორტის მართვა ან რთულ მექანიზმებთან მუშაობა.

ჭარბი დოზირება ვოლტარენით

დიკლოფენაკის დოზის გადაჭარბებისათვის დამახასიათებელი ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს. ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დიარეა, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში და კრუნჩხვები. აასპ-ით მწვავე მოწამვლის მკურნალობა გამოიხატება დამცავი და სიმპტომატური თერაპიის ჩატარებაში. დამცავი და სიმპტომატური მკურნალობა ნაჩვენებია აგრეთვე ისეთი გართულებების დროს, როგორიცაა: არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლების უკმარისობა, კრუნჩხვები, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და სუნთქვის დათრგუნვა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია აღმოჩნდეს სასარგებლო აასპ-ის გამოსაყოფად, რადგანაც ამ პრეპარატების აქტიური ნივთიერებები უმეტესად შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან და ინტენსიური მეტაბოლიზმის გავლენის ქვეშაა.

ვოლტარენის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ურთიერთქმედება (იმ ურთიერთქმედების ჩათვლით, რომელიც აღინიშნება სუპოზიტორიისა თუ ნატრიუმის დიკლოფენაკის სხვა ფორმების გამოყენებისას).
ვოლტარენმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმისა და დიგოქსინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
დიურეზული და ჰიპოტენზიული საშუალებები
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, ვოლტარენმა შეიძლება დათრგუნოს დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედება (ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინგარდამქმნელის ინჰიბიტორები) მოქმედება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და კორტიკოსტეროიდები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და კორტიკოსტეროიდების ერთდროული სისტემური გამოყენების შედეგად შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების სიხშირე.
ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტული პრეპარატები
მიხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევით დიკლოფენაკის გავლენა ანტიკოაგულანტების მოქმედებაზე არ დადგენილა, არსებობს ცალკეული ცნობები სისხლდენის რისკის მომატების შესახებ დიკლოფენაკისა და ამ პრეპარატების ერთდროული მიღებისას. ამიტომ ამ კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტზე გულმოდგინე და რეგულარული დაკვირვება.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენების შედეგად შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი.
ანტიდიაბეტური პრეპარატები
კლინიკური კვლევით დადგინდა, რომ დიკლოფენაკის გამოყენება შეიძლება პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად. ამ უკანასკნელთა სამკურნალო მოქმედება არ იცვლება. მაგრამ არსებობს ცნობები ასეთ შემთხვევაში როგორც ჰიპოგლიკემიის, ისე ჰიპერგლიკემიის განვითარების შესახებ, რაც განაპირობებდა შაქრის დამწევი პრეპარატების დოზის შეცვლის აუცილებლობას დიკლოფენაკის გამოყენებისას. ამიტომ რეკომენდებულია თერაპიის დროს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.
ქოლესტიპოლი და ქოლესტირამანი
დიკლოფენაკისა და ქოლესტიპოლის ან ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენება ამცირებს დიკლოფენაკის აბსორბციას დაახლოებით 30% და 60%-ით შესაბამისად. ეს პრეპარატები მიღებულ უნდა იქნას რამდენიმე საათის ინტერვალით.
პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სამკურნალო საშუალებათა მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების სტიმულირებას
ფერმენტების მასტიმულირებელმა პრეპარატებმა (მაგალითად, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, კრაზანა (Hypericum perforatum და სხვ.) თეორიულად შეიძლება შეამციროს დიკლოფენაკის კონცენტრაცია პლაზმაში.
მეთოტრექსატი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება მეთოტრექსატის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში სიფრთხილეს მოითხოვს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მეთოტრექსატის როგორც კონცენტრაცია სისხლში, ისე ტოქსიკური მოქმედება.
ციკლოსპორინი
თირკმლებში პროსტაგლანდინების სინთეზზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გავლენამ შეიძლება გააძლიეროს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობა. ამიტომ ციკლოსპორინის გამოყენებისას ვოლტარენი ინიშნება უფრო მცირე დოზით.
ანტიბაქტერიული პრეპარატები – ქინოლონის წარმოებულები ა
რსებობს ცალკეული ცნობები კრუნჩხვის განვითარბის შესახებ ქინოლონის წარმოებულებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევაში

ვოლტარენის შენახვის პირობები და ვადები

ვარგისინობის ვადა 3 წელი.
შენახვის პირობები შეინახეთ პრეპარატი +30oC – მდე ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვოლტარენის გაცემის წესი

II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

Share this...Share on Facebook
Facebook