ნიფედიპინი

ნიფედიპინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნიფედიპინი/nifedipine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები,  კალციუმის არხების ბლოკატორები

შემადგენლობა
შემადგენლობა: 1 დრაჟე შეიცავს 10 მგ ნიფედიპინს
და დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა 0.0605გ
სახამებელი 0.02245გ
მაგნიუმის სტეარატი 0.001გ
პოლივინილპიროლიდონი 0.00605გ
შაქარი 0.03გ
მაგნიუმის კარბონატი 0,007გ
ტალკი 0.00047გ
ტიტანის დიოქსიდი 0.0002გ
აეროსილი 0,0001გ
FD&C Yellow No.5 E102 – 0.0001გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფედიპინი აფერხებს კალციუმის შესვლას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში, რითაც განპირობებულია მისი ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ღვიძლში ბიოქიმიური გარდაქმნის შემდეგ წარმოიქმნებიან არააქტიური მეტაბოლიტები. ცილებთან შეკვრის ხარისხი შეადგენს 92-98 %. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს. მეტაბოლიტების 20 % გამოიყოფა ნაწლავებით, ხოლო დანარჩენი თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები
სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (ვაზოსპაზმური სტენოკარდიის ჩათვლით) ცალკეულ შემთხვევებში სტენოკარდიის შეტევის მოხსნა. არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზები; რეინოს დაავადება, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

მიღების წესები და დოზები
ინდივიდუალური. ხშირ შემთხვევაში საწყისი დოზაა 10 მგ 3-4 ჯერ დღეში. საჭიროებისას დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს 20 მგ-დე 3-4 ჯერ დღეში. ჰიპერტონული კრიზის და აგრეთვე სტენოკარდიული შეტევის მოსახსნელად შეიძლება 1 ან 2 ტაბლეტის დაღეჭვა.

გვერდითი მოვლენები
კანის ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპება, კანზე გამონაყარი იშვიათად_ ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ასისტოლია. გულისრევა, გულძმარვა, ფაღარათი. ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია დისპეფსიური მოვლენები.

უკუჩვენება
არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, კარდიოგენური შოკი, გულის უკმარისობა, აორტალური სტენოზი, მომატებული მგრძნობელობა ნიფედიპინზე.

ორსულობა და ლაქტაცია
ნიფედიპინის უსაფრთხოება ამ პერიოდში სრულყოფილად შესწავლილი არ არის. ამიტომ ორსულობის დროს არ არის რეკომენებული აღნიშნული პრეპარატის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები
ნიფედიპინი ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
ბავშვებში გამოყენება:
ნიფედიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის სრულად შესწავლილი ბავშვთა ასაკში ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული პედიატრიული პაციენტებისთვის
პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა დანადგარებზე მომუშავე პერსონალიზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გამოხატული გაძლიერება.
გადაჭარბებული დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის ერთდროულ გამოყენებისას ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, ნიტრატებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან აღინიშნება ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთდროულ დანიშვნისას ძლიერდება ჰიპოტენზიური მოქმედება.
ციმეტიდინთან და რანიტიდინთან ერთდროულ გამოყენებისას მატულობს ნიფედიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილას. შეფუთვაზე მითითებულ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ დაიშვება.
ვარგისობის ვადა 5 წელი

გამოშვების ფორმა: 10მგ დრაჟე №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: გამა, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook