პერსენ ფორტე

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები, ფიტოპრეპარატები

პრეპარატის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
– 87.5 მგ კატაბალახას ძირების მშრალი ექტრაქტი (Valeriana officinalis L., radix)
– 17.5 მგ სამკურნალო მელისას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis L., folium)
– 17.5 მგ მწარე პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha piperita L., folium)
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, E ტიპის მსუბუქი მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური კაჟბადი, ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი (E172),  ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)

1.
რას წარმოადგენს პერსენი და რისთვის გამოიყენება
პერსენი ფორტე წარმოადგენს ფიტოპრეპარატს მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედებით.
კატაბალახას ძირების ექსტრაქტს გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. ხსნის ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, ხოლო უძილობისას ხელს უწყობს ძილს.
მელისას ფოთლების ექსტრაქტი უზრუნველყოფს დამატებით დამამშვიდებელ მოქმედებას.
მწარე პიტნის ფოთლების ექსტრაქტი კატაბალახას ძირების ექსტრაქტთან კომბინაციაში ტრადიციულად გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალების სახით.
პერსენი გამოიყენება ნევროზების მკურნალობის საწყის სტადიებზე, როდესაც გამართლებული არ არის უფრო ძლიერი პრეპარატების გამოყენება
პერსენის გამოყენება რეკომენდებულია:
მსუბუქი დროებითი ნერვული დაძაბულიობის სიმპტომების შესამსუბუქებლად (ყოველდღიური სედაციური საშუალების სახით მომატებული გონებრივი დატვირთვის, შფოთვის, აგზნების დროს) და/ან ძილთან დაკავშირებული დროებითი სიძნელეებისას.
2. პრეპარატ პერსენი ფორტეს გამოყენებამდე
პრეპარატი არ გამოიყენება:
კატაბალახას ძირების, სამკურნალო მელისას ფოთლების, მშრალი მწარე პიტნის ფოთლების ექსტრაქტის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პრეპარატი პერსენი ფორტე რეკომენდებულია მოზარდებისათვის და 12 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებში, ბავშვებისათვის 3 დან 12 წლამდე  რეკომენდებულია მიღება პერსენი ტაბლეტებში
სხვა პრეპარატების გამოყენება
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს, აცნობეთ ამის თაობაზე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პერსენი ფორტეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებების შეფასების შესახებ გამოკვლევები არ ჩატარებულა.
პერსენი ფორტეს გამოყენება სინთეტურ სედაციურ საშუალებებთან ერთად შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
პერსენი ფორტეს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გამოიყენება საკვების მიღების მიუხედავად.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადასტურებული არ არის. ამიტომ, პერსენის გამოყენება აღნიშნულ პერიოდებში რეკომენდებული არ არის.
ავტომობილების მართვა და ტექნიკასთან მუშაობა
მოცემული პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა და ტექნიკის მართვის უნარზე. პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილების მართვას ან ისეთ ტექნიკურ საშუალებებთან მუშაობას, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ პერსენი ფორტეს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატის ფერსენი ფორტეს შემადგენლობაში შედის ლაქტოზა. ზოგიერთი შაქრის აუტანლობისას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
3. როგორ გამოიყენება პერსენი ფორტე
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ
მომატებული გონებრივი დატვირთვის, შფოთვის ან აგზნების დროს – 2 კაფსულა დღეში ერთხელ.
უძილობის დროს –2 კაფსულა დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
ტაბლეტები მიიღება წყლის მიყოლებით. მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად
ბავშვები 3-დან 12 წლამდე
გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
მომატებული გონებრივი დატვირთვის, შფოთვის ან აგზნების დროს – 1 ან 2 ტაბლეტი დღეში სამჯერ.
უძილობის დროს – 1 ან 2 ტაბლეტი დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
პერსენი ფორტეს მოქმედება ვლინდება თანდათან. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად ტაბლეტები მიიღება უწყვეტად არა ნაკლებ 2 კვირის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი შეზღუდული არ არის. რეკომენდებული დოზებით პრეპარატი პერსენი ფორტეს  ხანგრძლივად გამოყენება არ იწვევს მიჩვევას ან აბსტინენციის სინდრომს.
თუ 14 დღის შემდეგ სიმტომები კვლავ სახეზეა ან აღინიშნება მათი გამწვავება, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი რეკომენდებულია მოზარდებშო და 12 წლის ზევით ბავშვებისათვის, ბავშვებისათვის 3 დან 12 წლამდე  რეკომენდებულია მიღება პერსენი ტაბლეტებში

თუ მიიღეთ იმაზე მეტი პერსენი ფორტე, ვიდრე საჭიროა
20 გ კატაბალახას ძირებმა (შეესაბამება დაახლოებით პერსენი ფორტეს 42 კაფსულას) შეიძლება გამოიწვიონ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სპაზმები მუცელში, სიმძიმე გულ-მკერდის არეში, თავბრუსხვევა, მძიმე ტრემორი და მიდრიაზი. მოცემული სიმპტომები ქრება 24 საათის განმავლობაში. პერსენის დოზის გადამეტებისას და აღნიშნული სიმპტომების შენარჩუნებისას 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ პერსენი ფორტეს მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება, მიიღეთ ის, რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, პერსენ ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველა პაციენტში არ ვითარდება.
კატაბალახას ძირების პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, სპაზმები მუცელში). გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე ცნობილი არ არის.
სერიოზული ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. შენახვის პირობები
ინახება 25ºC-მდე ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის უკანასკნელი დღე.
სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ზედმეტი პრეპარატების მოხმარების წესის შესახებ ინფორმაცია მიიღეთ ფარმაცევტისაგან. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Lek d.d.  სლოვენია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook