ფიგურონატი

ფიგურონატი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წონის საკორექციო საშუალება, ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა
სინამაქის ფოთოლი, სიმინდის ულვაში, პიტნის ფოთოლი, თავშავას ბალახი, ასკილის ნაყოფი
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ საფაღარათო, შარდმდენი, ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი ორგანიზმში არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს არომატული ამინომჟავეების ჟანგვით პროცესში, იგი ააქტიურებს რიგ ფერმენტებს. პრეპარატი ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ტონუსს, არ იწვევს შეჩვევის სინდრომს და არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას.

ჩვენებები
გამოიყენება სიმსუქნის, ყაბზობის, სწორი ნაწლავის ატონიის დროს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

გამოშვების ფორმა: 50 გრ.გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება