ფურაცილინის 0,02% ხსნარი

   ფურაცილინის 0,02% ხსნარი

ფურაცილინის 0,02% ხსნარის ზოგადი ინფორმაცია

ფურაცილინის 0,02% ხსნარი. Solutio Furacilini 0,02%. სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.  მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).

ფურაცილინის 0,02% ხსნარის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფურამაგი ავერსი. FURAMAG-AVERSI გამოდის 50 მლ და 100 მლ ხსნარის ფორმით.

ფურაცილინის 0,02% ხსნარის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფურაცილინის 0,02% ხსნარის ფასები ფარმადეპოში
ფურაცილინის 0,02% ხსნარის ფასები ავერსში
ფურაცილინის 0,02% ხსნარის ფასები psp-ში
ფურაცილინის 0,02% ხსნარის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფურაცილინის 0,02% ხსნარი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფურაცილინის 0,02% ხსნარის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფურაცილინის 0,02% ხსნარის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჩირქოვანი ანთებითი პროცესები
  • ჭრილობები
  • ნაწოლები
  • წყლულოვანი დაზიანებები
  • დამწვრობები, II და III ხარისხის
  • ჰაიმორის სკროფულოზური დაავადებები
  • ცხვირის სხვა დანამატი ღრუების სკროფულოზური დაავადებები
  • თვალის სკროფულოზური დაავადებები
  • კონიუნქტივიტები
  • საცრემლე პარკის გამორეცხვა

ფურაცილინის 0,02% ხსნარის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფურაცილინი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ საშუალებას. იგი მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, სტაფილოკოკებზე, სტრეპტოკოკებზე, აიროვანი განგრენის გამომწვევებზე.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
გამოიყენება გარეგანად ჩირქოვანი ანთებითი პროცესების მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის. პრეპარატს იყენებენ ჭრილობების, ნაწოლების, წყლულოვანი დაზიანებების, II და III ხარისხის დამწვრობების დროს. ჰაიმორის და ცხვირის სხვა დანამატი ღრუების, აგრეთვე თვალის სკროფულოზური დაავადებების და კონიუნქტივების შემთხვევაში. საცრემლე პარკის გამორეცხვის მიზნით გამოიყენება ფურაცილინის წყლიანი სტერილური ხსნარი.
გვერდითი მოვლენები
ფურაცილინი გარეგანი გამოყენებისას ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. ზოგჯერ შესაძლებელია დერმატიტების განვითარება, რაც პრეპარატის გამოყენების დროებით შეჩერებას ან მისი გამოყენების მთლიანად შეწყვეტას საჭიროებს
უკუჩვენება
ფურაცილინის გარეგანი გამოყენება ქრონიკული ალერგიული დერმატოზებით შეპყრობილ ავადმყოფებში ნებადართული არ არის