ქოლენატი (გრანული)

ქოლენატი . ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა
კატაბალახას ფესურები და ფესვები, აბზინდას ბალახი, პიტნის ფოთოლი, სვიის გირჩი, კრაზანას ბალახი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები.იგი ნაღვლის სადინარების, შარდსაწვეთისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას, ზრდის ნაღვლის სეკრეციას და ამცირებს ქოლესტაზის მოვლენებს, ამცირებს ნაღვლის კონკრემენტების წარმოქმნის შესაძლებლობას, ხოლო მთრიმლავი ნივთიერებები ავლენენ მცირედ გამოხატულ შემომგარსველ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები რეფლექსურად ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, აძლიერებენ ნაღვლდენას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საჭმლისმონელებას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია აღგზნების მომატებითა და საკვებ პროდუქტზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ნეირორეცეპტორების გაღიზიანებით. ტერპენოიდული ნაერთები ახდენენ გამოხატულ ანთების საწინააღნდეგო მოქმედებას, ასტიმულირებენ რეტიკოლოენდოთელური სისტემის ფუნქციას და ფაგოციტურ აქტივობას

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება
გამოიყენება ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებების — ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, ქოლელითიაზის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს, აგრეთვე ნაღვლის ბუშტში ნაღველის შეგუბების, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების საწყის ეტაპზე, გასტრიტების დროს სეკრეტორული უკმარისობისას, მეტეორიზმის დროს.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.

უკუჩვენება
არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება