ანაურანი

ანაურანი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანაურანის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პოლიმიქსინ B სულფატს, ნეომიცინი, ლიდოკაინი /Polymyxin B sulfate, lidocaine, neomycin

ანაურანის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიკრობების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის


ანაურანი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ყურის წვეთები: 25 მლ ფლაკონი პიპეტით.
100 მლ ხსნარი შეიცავს: 1 000000 სე პოლიმიქსინ B სულფატს, 0.5 მგ ნეომიცინის სულფატს (375000სე-ის ექვივალენტი), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 4.0 გრ;
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.01 გ, პროპილენგლიკოლი 44 მლ, გლიცერინი 26.5 გ, გამოხდილი წყალი 100 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო, ტკივილსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედების კომბინირებული პრეპარატი ყურის ანთებითი დაავადებების დროს. ნეომიცინის სულფატი და პოლიმიქსინი B – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია (Pseuvdomonas aeruginosa; Staphylococcus aureus; Proteus spp; Steptococcii; Escherichia coli). ლიდოკაინი, გააჩნია რა ადგილობრივი ტკივილსაწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს ტკივილსა და ქავილს ყურის ანთებითი დაავადებების დროს.

ჩვენებები
– მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტი;
– შუა ოტიტი პერფორაციის სტადიამდე;
– სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები (ტიმპანოპლასტიკა, ანტროტომია, ფენესტრაცია)

მიღების წესები და დოზები
– ბავშვები: 2-3 წვეთი დღეში 3-4 ჯერ.
– მოზრდილები: 4-5 წვეთი დღეში 2-4 ჯერ.
მკურნალობის კურსი არაუმეტეს 7 დღისა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია, 1 წლამდე ასაკის ბავშვები

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეუთავსებელია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან ნეტილმიცინთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 25მლ ყურის წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Zambon, იტალია

გაფრთხილება