ამბრობენე

ამბრობენესზოგადი ინფორმაცია

ამბრობენე. AMBROBENE. მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. მწარმოებელი ფირმა – Ratiopharm GmbH (გერმანია).

ამბრობენესზოგადი შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ამბრობენე. AMBROBENE გამოდის 30 მგ ტაბლეტის ,75 მგ კაფსულის, 15 მგ/2 მლ საინექციო ხსნარის, 7.5 მგ/1 მლ  შიგნით მისაღებად და საინჰალაციოდ ხსნარის და  15 მგ/5 მლ სიროფის ფორმით.1 ტაბლეტი შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს – 30 მგ,დამხმარე ნივთიერებებს:ლაქტოზას, სიმინდის სახამებელს, მაგნიუმის სტეარატს, მაღალდისპერსული სილიციუმის დიოქსიდს. კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 1 ბლისტერი. 1 კაფსულა შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 75 მგ, დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალურ ცელულოზას და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზას, ეუდრაგიტს ღშ 30D, ტრიეთილციტრატს, კოლოიდური სილიციუმის ნალექს, ჟელატინს, ტიტანის დიოქსიდს, რკინის ოქსიდს (ყვითელი, წითელი, შავი).საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ამპ. 2 მლ საინიექციო ხსნარი შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 30 მგ, დამხმარე ნივთიერებებს: ლიმონჟავას მონოჰიდრატს, ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმ მონოჰიდროგენფორსფატ ჰეპტაჰიდრატს, საინექციო წყალს.სიროფი: ფლაკონში 100 მლ.სიროფის 1 ფლ.შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 0.300 გ, დამხმარე ნივთიერებებს: თხევად სორბიტოლს, პროპილენგლიკოლს, მალინის არომატიზატორს, საქარინს, გასუფთავებული წყალს. ხსნარი შიგნით მისაღებად და საინჰალაციოდ: ფლაკონში 40 და 100 მლ.ხსნარის 100 მლ შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 0.750 გ, დამხმარე ნივთიერებებს: კალიუმის სორბატს, მარილმჟავას, სუფთა წყალს.

ამბრობენეს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ამბრობენე, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ამბრობენეს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ამბრობენეს ფასები ფარმადეპოში
ამბრობენეს ფასები ავერსში
ამბრობენეს ფასები psp-ში
ამბრობენეს ფასები სხვა აფთიაქებში

ამბრობენესზოგადი აქტიური ნივთიერება

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. ქიმიური დასახელება – ტრანს-4-[[(2-ამინო-3,5-დიბრომფენილ)მეთილ]ამინო]ციკლოჰექსანოლი (და ჰიდროქლორიდის სახით). ბრუტო–ფორმულა: C13H18Br2N2O. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს მიაკუთვნებენ სეკრეტოლიტიკების და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტუმულატორების ჯგუფს. CAS-კოდი: 18683-91-5.

ამბრობენესზოგადი სინონიმები

პულმოქსოლი (Pulmoxol, Asfarma, თურქეთი), ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტები (Flavamed effervescent tablets, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ფლავამედი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ფლავამედი ხსნარი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), სეკროლი 30 მგ (SECROL 30 mg, Bilim, თურქეთი), სეკროლი საბავშვო სიროფი (SEKROL Pediatric Syrup, Bilim, თურქეთი), ამბროქსი-დენკი 60 (Ambrox-Denk 60, Denk Pharma, გერმანია), ჰალიქსოლი სიროფი (HALIXOL, EGIS, უნგრეთი), ჰალიქსოლი ტაბლეტები (HALIXOL, EGIS, უნგრეთი).

ამბრობენესზოგადი გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ბრონქიტი მწვავე
  • ბრონქიტი  ქრონიკული
  • პნევმონია
  • ასთმა ბრონქული
  • ბრონქოექტაზიური დაავადება

ამბრობენესზოგადი საფირმო აღწერიდან

ამბრობენეს ფარმაკოლოგიური თვისებები

ამბროქსოლი (ბრომგექსინის აქტიური მეტაბოლიტი) წარმოადგენს მუკოლიზურ პრეპარატს, რომელიც აუმჯობესებს ნახველის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს მის წებოვნებას და ადჰეზიურობას, რაც ხელს უწყობს მის გამოყოფას სასუნთქი გზებიდან.
ამბროქსოლი ასტიმულირებს ბრონქის ჯირკვლების სეროზული უჯრედების აქტივობას, ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც მონაწილეობენ ნახველის პოლისაქარიდული ბმების დაშლაში, სურფაქტანტის გამომუშავებას და უშუალოდ მოქმედებს ბრონქის ცილიების აქტივობაზე, რითაც აფერხებს მათ შეწებებას. თერაპიული ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 30 წთ-ს შემდეგ და გრძელდება 6-12 სთ-ის განმავლობაში (დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე).

ამბრობენეს ჩვენებები

ამბრობენე გამოიყენება სასუნთქი გზების ისეთი დაავადებების დროს, როდესაც გაზრდილია წებოვანი ნახველის გამოყოფა და გაძნელებულია ნახველის ამოღება:
– მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია;
– ბრონქიალური ასთმა;
– ბრონქოექტაზიური დაავადება.

ამბრობენეს მიღების წესები და დოზები

ტაბლეტები
ამბრობენეს ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად (წყალი, წვენი ან ჩაი).
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (90 მგ/დღე-ღამეში). შემდგომში მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის 2-ჯერ მიღებით (60 მგ/დღე-ღამეში).
6-დან 12 წლამდე ბავშვებში: პირველი ორი დღის განმავლობაში½1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (30-45 მგ/დღე-ღამეში). შემდგომში მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1/2 ტაბლეტის 2-ჯერ მიღებით (30 მგ/დღე-ღამეში).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. ექიმის დანიშნულების გარეშე ამბრობენეს მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული. კაფსულები
ამბრობენეს რეტარდ კაფსულები მიიღება ჭამის შემდეგ, საკმაო რაოდენობით წყალთან ერთად (ჭიქა წყალი, წვენი ან ჩაი).
ჩვეულებრივ მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ბავშვები იღებენ დღეში 1 კაფსულას (75 მგ/დღე-ღამეში). ამბრობენეს მიღების დროს რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

ამბრობენეს საინექციო ხსნარი

ამბრობენეს საინექციო ხსნარი გამოიყენება ინტრავენური გზით (ნელი ნაკადით ან წვეთოვნად). გამხსნელის სახით გამოიყენება 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, რინგერ-ლოკის ხსნარი ან სხვა საბაზისო ხსნარი, რომლის პH არ აღემატება 6.3.
მოზრდილებში ჩვეულებრივ ინიშნება 1 ამპულა 3-ჯერ დღე-ღამეში (30-45 მგ), მძიმე შემთხვევებში დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 2 ამპულამდე 2-3-ჯერ დღე-ღამეში (60-90 მგ).
ბავშვებში პრეპარატის სადღეღამისო დოზის შერჩევა ხდება სხეულის 1 კგ მასაზე 0.0012-0.0016 გ-ზე გადაანგარიშებით.
2 წლამდე ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 1 მლ (1/2 ამპულა) 2-ჯერ დღეში (15 მგ/დღე-ღამეში). 2-დან 6 წლამდე ბავშვებში: 1 მლ (1/2 ამპულა) 3-ჯერ დღეში (22.5 მგ/დღე-ღამეში).
ბავშვებში 6 წლის ზევით: 2 მლ (1 ამპულა) 2-3-ჯერ (30-45 მგ/დღე-ღამეში).
ახალშობილებში და მოუმწიფებელ ბავშვებში რესპირატორული დისტრესს სინდრომის დროს: ამბრობენეს სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ, რაც, როგორც წესი, ნაწილდება 4–ჯერადი შეყვანის სახით.
ინექციების გაკეთება უნდა შეწყდეს დაავადების მწვავე სიმპტომების გამოვლენის შეწყვეტისთანავე, რის შემდეგაც გადადიან ამბრობენეს სხვა ფორმების მიღებაზე.

ამბრობენეს სიროფი

ამბრობენეს სიროფი მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად (წყალი, წვენი ან ჩაი) თანდართული ჭიქა-დოზატორის დახმარებით.
ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზები (1 მლ სიროფი შეიცავს 3 მგ ამროქსოლს):
2 წლამდე ბავშვებში: 2.5 მლ სიროფი 2-ჯერ დღეში (15 მგ/დღე-ღამეში).
2-დან 6 წლამდე ბავშვებში: 2.5 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში (22.5 მგ/დღე-ღამეში).
6-დან 12 წლამდე ბავშვებში: 5 მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში (30-45 მგ/დღე-ღამეში).
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 10 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში (90 მგ/დღე-ღამეში), მკურნალობის შემდგომ დღეებში – 10 მლ სიროფი 2-ჯერ დღეში (60 მგ/დღე-ღამეში). სუსპენზია
ამბრობენეს შიგნით მისაღები ხსნარი გამოიყენება ჭამის შემდეგ, საკმაო რაოდენობით სითხესთან ერთად (წყალი, წვენი, ან ჩაი) თანდართული დოზირებული ჭიქის მეშვეობით.
ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზები (1 მლ ხსნარი შეიცავს 7.5 მგ ამბროქსოლს):
2 წლამდე ბავშვები იღებენ 1 მლ ხსნარს დღეში 2-ჯერ (15 მგ/დღე-ღამეში).
2-დან 6 წლამდე ბავშვები იღებენ 2 მლ ხსნარს დღეში 3-ჯერ (22.5 მგ/დღე-ღამეში).
6-დან 12 წლამდე ბავშვები იღებენ 2 მლ ხსნარს დღეში 2-3-ჯერ (30-45 მგ/დღე-ღამეში).
მოზრდილები და მოზარდები მკურნალობის პირველ 2-3 დღეს იღებენ 4 მლ ხსნარს დღეში 3-ჯერ (90 მგ/დღე-ღამეში), ხოლო შემდეგ დღეებში – 4 მლ ხსნარს დღეში 2-ჯერ (60 მგ/დღე-ღამეში).

ამბრობენეს ინჰალაცია

პრეპარატ ამბრობენეს ინჰალაციისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი თანამედროვე მოწყობილობა (გარდა ორთქლის ინჰალაციისა). ინჰალაციამდე პრეპარატი ზავდება 0.9%-იან ნატრიუმ ქლორის ხსნარში. ჰაერის ოპტიმალური დატენიანებისთვის შესაძლებელია მისი განზავება 1:1 შეფარდებით და თბება სხეულის ტემპერატურამდე. ინჰალაცია უნდა ჩატარდეს სუნთქვის ჩვეულებრივ რეჟიმში (რომ არ მოვახდინოთ ხველის პროვოცირება). ამბროქსოლის ინჰალაციამდე ბრონქიალური ასთმით დაავადებულებმა უნდა გამოიყენონ ბრონქოლიზური საშუალებები, რათა თავიდან აიცილონ სასუნთქი გზების არასპეციფიური გაღიზიანება და სპაზმი.
ჩვეულებრივ იყენებენ შემდეგ დოზებს (1 მლ ხსნარი შეიცავს 7.5 მგ ამბროქსოლს):
2 წლამდე ბავშვებში საინჰალაციოდ გამოიყენება 1 მლ ხსნარი დღეში 1-2-ჯერ (7.5-15 მგ./დღე-ღამეში).
2-დან 6 წლამდე ბავშვებში საინჰალაციოდ გამოიყენება 2 მლ ხსნარი დღეში 1-2-ჯერ (15-30 მგ/დღე-ღამეში).
6 წელზე უფროს ბავშვებში საინჰალაციოდ გამოიყენება 2-3 მლ ხსნარი დღეში 1-2-ჯერ (15-45 მგ/დღე-ღამეში).
2 წლამდე ბავშვების მკურნალობა მიმდინარეობს ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ამბრობენეს მიღებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. არ არის რეკომენდებული ექიმის დანიშნულების გარეშე ამბრობენეს მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ამბრობენეს გვერდითი მოვლენები

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, თავის ტკივილი, პირის და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეკზანთემა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, ტემპერატურული რეაქციები შემცივნებასთან ერთად). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ხოლო ერთ შემთხვევაში განვითარდა ანაფილაქსიური შოკი.

ამბრობენეს უკუჩვენება

აბსოლუტური უკუჩვენებები:
– მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლისადმი და/ან მზა წამლის ფორმის სხვა კომპონენტებისადმი;
– კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– ეპილეპტური სინდრომი;
– 12 წლამდე ბავშვები (ბავშვებისთვის გამოდის პრეპარატ ამბრობენეს სხვა სამკურნალო ფორმები: სიროფი და ხსნარი შიგნით მისაღებად. 6-დან 12 წლამდე ბავშვებში შეიძლება ამბრობენეს ტაბლეტების გამოყენება). შედარებითი უკუჩვენებები: თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ამბრობენე გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით, მცირდება რა მისაღები დოზა და იზრდება პრეპარტის მიღებათა შორის ინტერვალი (ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევებში მკურნალობა მიმდინარეობს ექიმის დაკვირვების ქვეშ).
ამბრობენე ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იქნას გამოყენებული ბრონქების მოტორიკის დარღვევის და სეკრეტის დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში (არსებობს ბრონქებში სეკრეტის დაგროვების საშიშროება).

ამბრობენეს ორსულობა და ლაქტაცია

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს ჩანასახზე და ახალშობილებზე ამბრობენეს უარყოფითი გავლენის მონაცემები, ამბრობენეს გამოყენება ორსულობისას, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკურნალი ექიმი სათანადოდ გაანალიზებს სარგებლობა/რისკის თანაფარდობას.

ამბრობენეს ჭარბი დოზირება

ამბრობენეს 25 მგ/კგ დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები არ ვლინდება.
სიმპტომები: ნერწყვდენის მომატება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა პირველი 1-2 საათის განმავლობაში და ცხიმშემცველი პროდუქტების მიღება; აუცილებელია ჰემოდინამიკის მაჩვენებლების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

ამბრობენეს სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ხველების საწინაამდეგო მოქმედება (მაგალითად, კოდეინის შემცველი), რადგან დაქვეითბული ხველის ფონზე ძნელდება ნახველის გამოყოფა ბრონქებიდან.
ანტიბიოტიკებთან ერთად (ამოქსაცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიცილინი) ერთდროული მიღება აუმჯობესებს ანტიბიოტიკების შეღწევას სასუნთქ გზებში. მსგავსი ურთიერთქმედება დოქსიციკლინთან ფართოდ გამოიყენება თერაპიული მიზნებისთვის.

ამბრობენეს შენახვის პირობები და ვადები

ამბრობენე ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

span style=”color: #ff0000;”

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..