ამბრობენე

ამბრობენე. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ამბრობენეს საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი/ ambroxol hydrochloride

ამბრობენეს კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები


ამბრობენე აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 ტაბ.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი………………………………… 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მაღალდისპერსული სილიციუმის დიოქსიდი.
კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 1 ბლისტერი.
1 კაფს.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი………………………………… 75 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, ეუდრაგიტი ღშ 30D, ტრიეთილციტრატი, კოლოიდური სილიციუმის ნალექი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი (ყვითელი, წითელი, შავი).
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ამპ.
2 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი………………………………… 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმ მონოჰიდროგენფორსფატ ჰეპტაჰიდრატი, საინექციო წყალი
სიროფი: ფლაკონში 100 მლ.
1 ფლ.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი………………………………… 0.300 გ
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, მალინის არომატიზატორი, საქარინი, გასუფთავებული წყალი.
ხსნარი შიგნით მისაღებად და საინჰალაციოდ: ფლაკონში 40 და 100 მლ.
100 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი………………………………… 0.750 გ
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, მარილმჟავა, სუფთა წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამბროქსოლი (ბრომგექსინის აქტიური მეტაბოლიტი) წარმოადგენს მუკოლიზურ პრეპარატს, რომელიც აუმჯობესებს ნახველის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს მის წებოვნებას და ადჰეზიურობას, რაც ხელს უწყობს მის გამოყოფას სასუნთქი გზებიდან.
ამბროქსოლი ასტიმულირებს ბრონქის ჯირკვლების სეროზული უჯრედების აქტივობას, ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც მონაწილეობენ ნახველის პოლისაქარიდული ბმების დაშლაში, სურფაქტანტის გამომუშავებას და უშუალოდ მოქმედებს ბრონქის ცილიების აქტივობაზე, რითაც აფერხებს მათ შეწებებას. თერაპიული ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 30 წთ-ს შემდეგ და გრძელდება 6-12 სთ-ის განმავლობაში (დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე).

ჩვენებები
ამბრობენე გამოიყენება სასუნთქი გზების ისეთი დაავადებების დროს, როდესაც გაზრდილია წებოვანი ნახველის გამოყოფა და გაძნელებულია ნახველის ამოღება:
– მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია;
– ბრონქიალური ასთმა;
– ბრონქოექტაზიური დაავადება.

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები
ამბრობენეს ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად (წყალი, წვენი ან ჩაი).
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (90 მგ/დღე-ღამეში). შემდგომში მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის 2-ჯერ მიღებით (60 მგ/დღე-ღამეში).
6-დან 12 წლამდე ბავშვებში: პირველი ორი დღის განმავლობაში½1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (30-45 მგ/დღე-ღამეში). შემდგომში მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1/2 ტაბლეტის 2-ჯერ მიღებით (30 მგ/დღე-ღამეში).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. ექიმის დანიშნულების გარეშე ამბრობენეს მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული. კაფსულები
ამბრობენეს რეტარდ კაფსულები მიიღება ჭამის შემდეგ, საკმაო რაოდენობით წყალთან ერთად (ჭიქა წყალი, წვენი ან ჩაი).
ჩვეულებრივ მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ბავშვები იღებენ დღეში 1 კაფსულას (75 მგ/დღე-ღამეში). ამბრობენეს მიღების დროს რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
საინექციო ხსნარი
ამბრობენეს საინექციო ხსნარი გამოიყენება ინტრავენური გზით (ნელი ნაკადით ან წვეთოვნად). გამხსნელის სახით გამოიყენება 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, რინგერ-ლოკის ხსნარი ან სხვა საბაზისო ხსნარი, რომლის პH არ აღემატება 6.3.
მოზრდილებში ჩვეულებრივ ინიშნება 1 ამპულა 3-ჯერ დღე-ღამეში (30-45 მგ), მძიმე შემთხვევებში დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 2 ამპულამდე 2-3-ჯერ დღე-ღამეში (60-90 მგ).
ბავშვებში პრეპარატის სადღეღამისო დოზის შერჩევა ხდება სხეულის 1 კგ მასაზე 0.0012-0.0016 გ-ზე გადაანგარიშებით.
2 წლამდე ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 1 მლ (1/2 ამპულა) 2-ჯერ დღეში (15 მგ/დღე-ღამეში). 2-დან 6 წლამდე ბავშვებში: 1 მლ (1/2 ამპულა) 3-ჯერ დღეში (22.5 მგ/დღე-ღამეში).
ბავშვებში 6 წლის ზევით: 2 მლ (1 ამპულა) 2-3-ჯერ (30-45 მგ/დღე-ღამეში).
ახალშობილებში და მოუმწიფებელ ბავშვებში რესპირატორული დისტრესს სინდრომის დროს: ამბრობენეს სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ, რაც, როგორც წესი, ნაწილდება 4–ჯერადი შეყვანის სახით.
ინექციების გაკეთება უნდა შეწყდეს დაავადების მწვავე სიმპტომების გამოვლენის შეწყვეტისთანავე, რის შემდეგაც გადადიან ამბრობენეს სხვა ფორმების მიღებაზე.
სიროფი
ამბრობენეს სიროფი მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად (წყალი, წვენი ან ჩაი) თანდართული ჭიქა-დოზატორის დახმარებით.
ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზები (1 მლ სიროფი შეიცავს 3 მგ ამროქსოლს):
2 წლამდე ბავშვებში: 2.5 მლ სიროფი 2-ჯერ დღეში (15 მგ/დღე-ღამეში).
2-დან 6 წლამდე ბავშვებში: 2.5 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში (22.5 მგ/დღე-ღამეში).
6-დან 12 წლამდე ბავშვებში: 5 მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში (30-45 მგ/დღე-ღამეში).
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 10 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში (90 მგ/დღე-ღამეში), მკურნალობის შემდგომ დღეებში – 10 მლ სიროფი 2-ჯერ დღეში (60 მგ/დღე-ღამეში). სუსპენზია
ამბრობენეს შიგნით მისაღები ხსნარი გამოიყენება ჭამის შემდეგ, საკმაო რაოდენობით სითხესთან ერთად (წყალი, წვენი, ან ჩაი) თანდართული დოზირებული ჭიქის მეშვეობით.

ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზები (1 მლ ხსნარი შეიცავს 7.5 მგ ამბროქსოლს):
2 წლამდე ბავშვები იღებენ 1 მლ ხსნარს დღეში 2-ჯერ (15 მგ/დღე-ღამეში).
2-დან 6 წლამდე ბავშვები იღებენ 2 მლ ხსნარს დღეში 3-ჯერ (22.5 მგ/დღე-ღამეში).
6-დან 12 წლამდე ბავშვები იღებენ 2 მლ ხსნარს დღეში 2-3-ჯერ (30-45 მგ/დღე-ღამეში).
მოზრდილები და მოზარდები მკურნალობის პირველ 2-3 დღეს იღებენ 4 მლ ხსნარს დღეში 3-ჯერ (90 მგ/დღე-ღამეში), ხოლო შემდეგ დღეებში – 4 მლ ხსნარს დღეში 2-ჯერ (60 მგ/დღე-ღამეში).
ინჰალაცია
პრეპარატ ამბრობენეს ინჰალაციისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი თანამედროვე მოწყობილობა (გარდა ორთქლის ინჰალაციისა). ინჰალაციამდე პრეპარატი ზავდება 0.9%-იან ნატრიუმ ქლორის ხსნარში. ჰაერის ოპტიმალური დატენიანებისთვის შესაძლებელია მისი განზავება 1:1 შეფარდებით და თბება სხეულის ტემპერატურამდე. ინჰალაცია უნდა ჩატარდეს სუნთქვის ჩვეულებრივ რეჟიმში (რომ არ მოვახდინოთ ხველის პროვოცირება). ამბროქსოლის ინჰალაციამდე ბრონქიალური ასთმით დაავადებულებმა უნდა გამოიყენონ ბრონქოლიზური საშუალებები, რათა თავიდან აიცილონ სასუნთქი გზების არასპეციფიური გაღიზიანება და სპაზმი.
ჩვეულებრივ იყენებენ შემდეგ დოზებს (1 მლ ხსნარი შეიცავს 7.5 მგ ამბროქსოლს):
2 წლამდე ბავშვებში საინჰალაციოდ გამოიყენება 1 მლ ხსნარი დღეში 1-2-ჯერ (7.5-15 მგ./დღე-ღამეში).
2-დან 6 წლამდე ბავშვებში საინჰალაციოდ გამოიყენება 2 მლ ხსნარი დღეში 1-2-ჯერ (15-30 მგ/დღე-ღამეში).
6 წელზე უფროს ბავშვებში საინჰალაციოდ გამოიყენება 2-3 მლ ხსნარი დღეში 1-2-ჯერ (15-45 მგ/დღე-ღამეში).
2 წლამდე ბავშვების მკურნალობა მიმდინარეობს ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ამბრობენეს მიღებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. არ არის რეკომენდებული ექიმის დანიშნულების გარეშე ამბრობენეს მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, თავის ტკივილი, პირის და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეკზანთემა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, ტემპერატურული რეაქციები შემცივნებასთან ერთად). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ხოლო ერთ შემთხვევაში განვითარდა ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება
აბსოლუტური უკუჩვენებები:
– მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლისადმი და/ან მზა წამლის ფორმის სხვა კომპონენტებისადმი;
– კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– ეპილეპტური სინდრომი;
– 12 წლამდე ბავშვები (ბავშვებისთვის გამოდის პრეპარატ ამბრობენეს სხვა სამკურნალო ფორმები: სიროფი და ხსნარი შიგნით მისაღებად. 6-დან 12 წლამდე ბავშვებში შეიძლება ამბრობენეს ტაბლეტების გამოყენება). შედარებითი უკუჩვენებები: თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ამბრობენე გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით, მცირდება რა მისაღები დოზა და იზრდება პრეპარტის მიღებათა შორის ინტერვალი (ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევებში მკურნალობა მიმდინარეობს ექიმის დაკვირვების ქვეშ).
ამბრობენე ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იქნას გამოყენებული ბრონქების მოტორიკის დარღვევის და სეკრეტის დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში (არსებობს ბრონქებში სეკრეტის დაგროვების საშიშროება).

ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს ჩანასახზე და ახალშობილებზე ამბრობენეს უარყოფითი გავლენის მონაცემები, ამბრობენეს გამოყენება ორსულობისას, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკურნალი ექიმი სათანადოდ გაანალიზებს სარგებლობა/რისკის თანაფარდობას.

ჭარბი დოზირება
ამბრობენეს 25 მგ/კგ დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები არ ვლინდება.
სიმპტომები: ნერწყვდენის მომატება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა პირველი 1-2 საათის განმავლობაში და ცხიმშემცველი პროდუქტების მიღება; აუცილებელია ჰემოდინამიკის მაჩვენებლების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ხველების საწინაამდეგო მოქმედება (მაგალითად, კოდეინის შემცველი), რადგან დაქვეითბული ხველის ფონზე ძნელდება ნახველის გამოყოფა ბრონქებიდან.
ანტიბიოტიკებთან ერთად (ამოქსაცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიცილინი) ერთდროული მიღება აუმჯობესებს ანტიბიოტიკების შეღწევას სასუნთქ გზებში. მსგავსი ურთიერთქმედება დოქსიციკლინთან ფართოდ გამოიყენება თერაპიული მიზნებისთვის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ტევა,  უკრაინა

გაფრთხილება