ანოდინ-დუალი

ანოდინ-დუალი

ანოდინ-დუალი–ის ზოგადი ინფორმაცია

ანოდინ-დუალი. Anodyne-Dual. გლუკოკორტიკოიდული სამკურნალო საშუალება ინექციებისათვის. აქტიური ნივთიერებები – დექსამეთაზონი + ფენილბუტაზონი +ციანკობალამინი. Dexamethasone + Phenylbutazone +  Cyanocobalamin. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).

ანოდინ-დუალი–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ანოდინ-დუალი. Anodyne-Dual გამოდის წყვილი ამპულის (2 მლ “A” ხსნარი ამპულა და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა) ფორმით. 2 მლ საინიექციო ხსნარი ა შეიცავს: დექსამეტაზონს – 3,32 მგ,ფენილბუტაზონს – 375,0 მგ,ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს – 4,00 მგ,ნატრიუმის ჰიდროქსიდს – 49,08 მგ,ნატრიუმის ძმარმჟავა სალიცილამიდს – 150,0 მგ,საინიექციო წყალს – 1675,92 მგ. 1 მლ საინიექციო ხსნარი ბ შეიცავს: ციანოკობალამინს (ვიტამინი B12) – 2,50 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს – 2,0 მგ, საინიექციო წყალს – 996,5 მგ.

ანოდინ-დუალის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ანოდინ-დუალი,  იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ანოდინ-დუალი ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ mpifarm@gmail.com

ანოდინ-დუალის ფასები ფარმადეპოში
ანოდინ-დუალის ფასები ავერსში
ანოდინ-დუალის ფასები psp-ში
ანოდინ-დუალის ფასები სხვა აფთიაქებში

ანოდინ-დუალი–ის აქტიური ნივთიერებები                   

დექსამეთაზონი + ფენილბუტაზონი + ციანკობალამინი. Dexamethasone + Phenylbutazone +  Cyanocobalamin.

ანოდინ-დუალი–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სახსრების სინდრომი, რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, პოდაგრის დროს.
  • ნევრიტი
  • ნევრალგია
  • რადიკულიტი
  • ხერხემლის რეგენერაციული დაავადები

ანოდინ-დუალი–ის საფირმო აღწერიდან

ანოდინ-დუალის ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატია. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ანალგეზური და რევმატიზმის საწინააღმდეგო მოქმედება.

დექსამეტაზონი – გლუკოკორტიკოსტეროიდი, ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ფენილბუტაზონი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზური და სიცხის დამწევი მოქმედება, იწვევს ურიკოზულ ეფექტს.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) –ააქტიურებს ნუკლეინის მჟავების სინთეზს.

ნატრიუმის ძმარმჟავა სალიცილამიდი ახდენს ანალგეზურ მოქმედებას, ზრდის პრეპარატის ხსნადობის ეფექტს.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – საშუალებას იძლევა ინიექცია გაკეთდეს უმტკივნეულოდ.

ანოდინ-დუალის ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის კუნთებში შეყვანის შემდეგ დექსამეტაზონი სწრაფად აბსორბირდება სისტემურ სისხლდინებაში. ფენილბუტაზონს აქვს პლაზმის ცილებთან დაკავშირების მაღალი ხარისხი, მეტაბოლური დაშლა ხდება ნელა, რაც უზრუნველყოფს ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს.

დექსამეტაზონი და ფენილბუტაზონი აღწევენ პლაცენტაში და გამოიყოფიან დედის რძესთან ერთად.

ანოდინ-დუალის ჩვენებები

ანოდინ-დუალით მწვავე დაავადებების ხანმოკლე მკურნალობა:

– სახსრების სინდრომი რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, პოდაგრის დროს.

– ნევრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი (მათ შორის ხერხემლის რეგენერაციული დაავადების დროს) და სხვა.

ანოდინ-დუალის მიღების წესები და დოზები

პრეპარატი ინიშნება 1 ინიექცია დღე-ღამეში ყოველ დღეს ან ყოველ მეორე დღეს, არა უმეტეს კვირაში 3 ინიექციისა. მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარების დროს ინტერვალი მათ შორის უნდა იყოს არა ნაკლებ 2 კვირისა. ინიექციას აკეთებენ ღრმად კუნთებში, ნელა. პაციენტი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შპრიცით იღებენ ჯერ ა ხსნარს, ხოლო შემდეგ ბ ხსნარს. ხსნარის ტემპერატურა ახლოს უნდა იყოს სხეულის ტემპერატურასთან.

ანოდინ-დუალის გვერდითი მოვლენები

თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, იშვიათად – ფსიქოზი, მხედველობის, სმენისა და მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, ორთოსტატიკური კოლაპსი, ლეიკოპენია, თრომბოემბოლია, სასუნთქი გზების შევიწროება, ანურია, იშვიათად – ლოკალური ტკივილი ინიექციის არეში, მიკოზი, ციებ-ცხელება.

ანოდინ-დუალის უკუჩვენებები

მწვავე გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; გლაუკომა; შეგრენის სინდრომი; წითელი მგლურა; პანკრეატიტი; ქრონიკული ართრიტი; ბაქტერიული ინფექციები; თრომბოემბოლია. ორსულობა და ლაქტაცია. ბავშვები 14 წლამდე, ხანდაზმული ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები ანოდინ-დუალზე

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით, შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, ეპილეფსიით, ფსიქიური დაავადებებით, ბრონქიალური ასთმით, ქრონიკული ბაქტერიული ინფექციებით, არტერიული ჰიპერტენზიით ან ჰიპოტენზიით, თრომბოემბოლიით.

მკურნალობის კურსის დაწყების წინ საჭიროა პაციენტის საგულდაგულოდ შემოწმება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების გამორიცხვის მიზნით.

აუცილებელია ინიექციები გაკეთდეს ღრმად, სხვადასხვა ადგილზე და სტერილურ პირობებში.

ანოდინ-დუალის ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არტერიული ჰიპოტენზია, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა, ბრადიკარდია, თავის ტვინისა და ფილტვების შეშუპება, ლეიკოპენია, აპლასტიური ანემია, გულის უკმარისობა, კრუნჩხვები, კომა.

მკურნალობა: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და სხვა სარეანიმაციო ღონისძიებები; ჩვენების მიხედვით კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ: ვენაში დიაზეპამის შეყვანა); ჰემოდიალიზი.

ანოდინ-დუალის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ანოდინ-დუალის ერთდროულად მიღებისას:

– სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან, არაპირდაპირი მოქმედების კოაგულანტებთან და ჰეპარინთან, სულფინპირაზონთან იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.

– ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან შესაძლოა ჰიპერ – ან ჰიპოგლიკემია.

– ფენითიონთან შესაძლოა გაიზარდოს უკანასკნელის ტოქსიკურობა.

– გულის გლიკოზიდებთან შესაძლოა დეგიტალიზაციის შენელება ან აჩქარება.

– ჰიპოტენზურ საშუალებებთან ქვეითდება უკანასკნელების მოქმედება.

– დიურეტიკებთან შესაძლოა დიურეზის შემცირება, ჰიპო – ან ჰიპერკალიემიის განვითარება.

ანაბოლური სტეროიდები აძლიერებენ ანოდინ-დუალის მოქმედებას. ანოდინ–დუალი აძლიერებს ბარბიტურატების საძილე მოქმედებას.

ანოდინ-დუალის შენახვის პირობები და ვადები

სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს 25°С.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ანოდინ-დუალის გაცემის წესი

რეცეპტით.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..