ჰიდროკორტიზონი-პოსი

  ჰიდროკორტიზონი-პოს

ჰიდროკორტიზონი-პოს ზოგადი ინფორმაცია

ჰიდროკორტიზონი-პოსი. Hydrocortison-POS. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების – გლუკოკორტიკოიდული პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის. აქტიური ნივთიერება –ჰიდროკორტიზონი. Hydrocortisone. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – S01BA02. მწარმოებელი ფირმა – Ursapharm Arzneimittel GmbH (გერმანია).

ჰიდროკორტიზონი-პოს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰიდროკორტიზონი-პოსი. Hydrocortison-POS გამოდის 1% 2.5გ და  2,5% 2.5გ თვალის მალამოს ფორმით. ჰიდროკორტიზონ-პოს 1 % თვალის მალამოს 1 გრ შეიცავს აქტიურ კომპონენტს: ჰიდროკორტიზონის აცეტატს 10.0 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: თეთრი ვაზელინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი. ჰიდროკორტიზონ-პოს 2.5 % თვალის მალამოს 1 გრ შეიცავს აქტიურ კომპონენტს: ჰიდროკორტიზონის აცეტატს 25.0 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: თეთრი ვაზელინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი. აღწერა: თეთრი მოყვითალო ელფერის ჰომოგენური სუსპენზიური მალამო. 2,5გ მალამო ალუმინის ტუბში პოლიეთილენის ბოლოთი ჩასახრახნი სახურავით. ტუბს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ჰიდროკორტიზონ-პოსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰიდროკორტიზონ-პოსის ფასები ფარმადეპოში
ჰიდროკორტიზონ-პოსის ფასები ავერსში
ჰიდროკორტიზონ-პოსის ფასები psp-ში
ჰიდროკორტიზონ-პოსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰიდროკორტიზონ-პოსი,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰიდროკორტიზონ-პოსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰიდროკორტიზონი-პოს აქტიური ნივთიერება

ჰიდროკორტიზონი. Hydrocortisone. ქიმიური დასახელება – 11 ბეტა,17,21-ტრიჰიდროქსიპრეგნ-4-ენ-3,20-დიონ-21-აცეტატი. ბრუტო–ფორმულა: C21H30O5. ჰიდროკორტიზონს მიაკუთვნებენ გლუკოკორტიკოიდების ჯგუფს. CAS-კოდი:50-23-7.

 ჰიდროკორტიზონი-პოს სინონიმები    

ლოკოიდ კრელო (LOCOID CRELO, Astellas Pharma), ლოკოიდ ლიპოკრემი (LOCOID LIPOCREAM, Astellas Pharma, იტალია), ლოკოიდი მალამო (LOCOID, Astellas Pharma, იტალია),  ლოკოიდი (LOCOID, Astellas Pharma, იტალია), ჰიდროკორტიზონ რიხტერი (HYDROCORTISONE RICHTER, Gedeon Richter, უნგრეთი),  ჰიდროკორტიზონი (Hydrocortison, Stada, გერმანია),

ჰიდროკორტიზონი-პოს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კონიუქტივიტი ალერგიული
  • ბლეფარიტი ალერგიული
  • ბლეფაროკონიუქტივიტი ალერგიული
  • ირიტი, მწვავე და ქრონიკული
  • ირიდოციკლიტი
  • ანთებითი მოვლენები თვალის კაკალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ
  • ნეოვასკულარიზაციის დათრგუნვა გადატანილი კერატიტების, ქიმიური დამწვრობების შემდეგ

ჰიდროკორტიზონი-პოს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი აქტიური კომპონენტის სახით შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატს _ გლუკოკორტიკოსტეროიდს. ადგილობრივი გამოყენებისას ჰიდროკორტიზონის აცეტატი თრგუნავს ანთებით და ალერგიულ რეაქციებს, რომლებიც ვლინდება თვალის გარე გარსებისა და წინა მონაკვეთის მიდამოებში.
ჰიდროკორტიზონის აცეტატის, ისევე როგორც სხვა კორტიკოსტეროიდების მოქმედება ეფუძნება ლეიკოციტებისა და ქსოვილოვანი მაკროფაგების ფუნქციების დათრგუნვას. ზრუდავს ლეიკოციტების, მაკროფაგებისა და ფოყიერი უჯრედების მიგრაციას ანთების კერაში და ამცირებს ინტერლეიკინ-1 წარმოქმნას. ხელს უწყობს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, რითაც ამცირებს პროტეოლიტური ფერმენტების კონცენტრაციას ანთების კერაში. ამცირებს ჰისტამინის გამონთავისუფლებით გაპირობებულ კაპილარების განვლადობას. თრგუნავს ფიბრობლასტების აქტიურობას და კოლაგენის წარმოქმნას. აინჰიბირებს ფოსპოლპაზა A2 აქტიურობას, რაც თავის მხრივ ამცირებს პროსტოგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზს.
ფარმაკოკინეტიკა
ლიპოფილური თვისებების გამო რქოვანას გავლით შესაძლებელია ჰიდროკორტიზონ აცეტატის გაღწევა თვალის წინა კამერის სითხეში, რაც დამოკიდებულია რქოვანას მდგომარეობაზე. და განსაკუთრებით მატულობს თვალის ანთების ან ლორწოვანის დაზიანებისას.
ჩვენებები
– ალერგიული კონიუქტივიტი, ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი
– მწვავე და ქრონიკული ირიტი, ირიდოციკლიტი
– ანთებითი მოვლენები თვალის კაკალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ
– გადატანილი კერატიტების, ქიმიური დამწვრობების შემდეგ ნეოვასკულარიზაციის დათრგუნვა
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
მიღების წესები და დოზები
ექიმის სხვა რეკომენდაციების არ არსებობის დროს ზუსტად უნდა შესრულდეს ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % პრეპარატის მოცემული ინსტრუქცია.
მალამოს 1 სმ სიგრძის ზოლი იდება 2-3-ჯერ დღეში ქვედა ქუთუთოზე.
ამისათვის გახსენით ტუბი, ოდნავ დახარეთ თავი უკან და დაიდეთ მალამოს 1 სმ სიგრძის ზოლი ქვედა ქუთუთოზე. ფრთხილად დახუჭეთ თვალი. გამოყენების შემდეგ მაგრად დახურეთ ტუბი.
თვალის მალამოთი აპლიკაციისას აარიდეთ ტუბი კანის ან კონიუქტივის ზედაპირს.
თვალის სამკურნალო რამოდენიმე საშუალების ერთდროული გამოყენებისას რეკომენდირებულია ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % დაიდოთ თვალის წვეთების გამოყენებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.
ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 2, მაქსიმუმ 3 კვირას.
გვერდითი მოვლენები
თუ ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % პრეპარატით მკურნალობისას განვითარდა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ინსტრუქციაში, ან პაციენტი არაა დარწმუნებული პრეპარატის ეფექტურობაში, საჭიროა მიეწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძალზე იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ისეთები როგორებიცაა წვა, სკლერების გაღიზიანება, კონტაქტური დერმატიტი, დერმატოკონიუნქტივიტი, ქუთუთოების ეგზემა.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და კატარაქტის განვითარების მიზეზი, ამიტომ პრეპარატის 2 კვირაზე მეტ ხანს გამოყენებისას და ასევე ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება უფრო სწრაფად, მიმართეთ ოფთალმოლოგს.

უკუჩვენება
– ზემგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი
– რქოვანას ზედაპირული ჰერპესი
– ეპითელის მთლიანობის დარღვევა და რქოვანას დაზიანება
– თვალის ტუბერკულოზური, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები
– ტრაქომა
– ვაქცინაციის პერიოდი
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % გამოყენება შესაძლებელია 1 წლის ასაკზე უფროს ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური დედების სამკურნალოდ მკურნალი ექიმის დანიშვნით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. პაციენტების მოცემული კატეგორიისთვის პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7-10 დღეს.
განსაკუთრებული მითითებები
ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % პრეპარატით მკურნალობისას არ არის რეკომენდირებული კონტაქტური ლინზების გამოყენება ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % უშუალოდ გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება მექანიზმებთან მუშაობისა და ავტოტრანსპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდირებული.
ჭარბი დოზირება
მოცემული დოზით პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება არ აღინიშნებოდა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ჰიდროკორტიზონი პოს თვალის 1%, 2,5% მალამოსა და თვალის წნევის ამწევი (მაგ. ატროპინისა ან სხვა ქოლონომიმეტური) საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის კიდევ უფრო გაზრდა, განსაკუთრებით ამისკენ მიდრეკილ ავადმყოფებში
შენახვის პირობები და ვადები
სია ბ. შეინახეთ არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.