დექსა-გენტამიცინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დექსა-გენტამიცინის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დექსამეტაზონი, გენტამიცინი / dexamethasone, gentamicine

დექსა-გენტამიცინის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის


დექსა-გენტამიცინი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 მლ ხსნარის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 1.0 მგ
გენტამიცინის სულფატი 5.0 მგ
(=3.0 მგ გენტამიცინზე გადაანგარიშებით)
კონსერვანტი
ბენზალკონიუმის ქლორიდი,
დამხმარე ნივთიერებები:
კალიუმის ჰიდროფოსფატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, წყალი ინიექციებისთვის.

ჩვენებები
– თვალის წინა კამერის ინფექციები, გამოწვეული გენტამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროფლორით (კონიუქტივიტი, კერატიტი, ბლეფარიტი, ჯიბლიბო);
– თვალის წინა კამერის ალერგიული პროცესები, ბაქტერიული ინფიცირების თანხლებით;
– ოპერაციის (კატარაქტის მოშორება, ანტიგლაუკომური ოპერაციები) შემდგომ პერიოდში ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები
დექსა-გენტამიცინი თვალის წვეთებს იწვეთებენ კონიუქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღეში.
დექსა-გენტამიცინით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 2-3 კვირას.
მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ მონაცემებს, რაც შეიცავს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, სიმპტომატიკის გამოხატულობას, გვერდითი ეფექტების შესაძლებლობას.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქცია და წვის შეგრძნება პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და სტეროიდული კატარაქტის გაჩენის მიზეზი, ამიტომ პრეპარატის 2 კვირაზე მეტ ხანს გამოყენებისას და, ასევე, ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებულია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ოფთალმოლოგს.

უკუჩვენება
– კერატიტი, გამოწვეული ჰერპეს ზოსტერ (ხისებრი კერატიტი), ჩუტყვავილა, რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;
– თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
– თვალის სოკოვანი დაავადებები;
– თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები რქოვანას ეპითელის დაზიანებით;
– რქოვანას ეპითელიოპათია;
– აწეული თვალის შიდა წნევა;
– მოცემული პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.
დექსა-გენტამიცინის თვალის წვეთებით მკურნალობისას კონტაქტური ლინზების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში დექსა-გენტამიცინის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. მაგრამ პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
თუ დექსა-გენტამიცინით მკურნალობის დროს პაციენტი, ექიმის ნებართვით, აგრძელებს კონტაქტური ლინზების გამოყენებას, მაშინ პრეპარატის ჩაწვეთებამდე უნდა ამოიღოს კონტაქტური ლინზები და უკან ჩაისვას ჩაწვეთებიდან არა ნაკლებ 20 წუთში.
დექსა-გენტამიცინი თვალის წვეთების უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება მექანიზმებთან მუშაობისა და ავტოტრანსპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება
დექსა-გენტამიცინი პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებადაა შესაძლებელი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ადგილობრივი გამოყენებისას არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები და ვადები
არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 6 კვირის განმავლობაში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 5 მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ურსაფარმი, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook