მეთილურაცილი

მეთილურაცილი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): methyluracil

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის გასაუმჯობესებელი საშუალება

შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს:
მეთილურაცილს (2,4-დიოქსო-6-მეთილ-1,2,3,4-ტეტრაჰიდროპირიმიდინი) –ლეიკოპოეზის სტიმულატორს და სანთლის ფუძეს

ჩვენებები
სანთლები მეთილურაცილით მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც გააჩნია მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი მოქმედება. აღნიშნული პრეპარატები აჩქარებენ უჯრედული რეგენერაციის პროცესებს, ჭრილობების შეხორცებას, იწვევენ უჯრედული დაცვის ფაქტორების სტიმულირებას. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის გამოყენება წარმოებს ექიმის დანიშნულების მიხედვით მსხვილი ნაწლავის ანთებით-ინფექციური დაავადებების დროს (პროქტიტი, პროქტოსიგმოიდიტი, კოლიტები); ქალის სასქესო ორგანოების ადგილობრივი დაზიანებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; სიგმოიდური და მსხვილი ნაწლავის სხივური დაზიანება; სხივური ცისტიტი და კოლპიტი; რეკონვალესცენციის პერიოდი ავადმყოფებში ჰეპატიტით და ქრონიკული პანკრეატიტით.

მიღების წესები და დოზები
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ ღრმად უკანა ტანში. მოზრდილებში ინიშნება 1-4 სანთელი დღეში (დასაშვებია 2-2 სანთელი 3-4 ჯერ დღეში), ბავშვებში 3-8 წლის ასაკში _ 1/2სანთელი; 8-15 წლის ასაკში _ 1 სანთელი დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7 დღიდან 4 თვემდე დაავადების ხასიათის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
წვის მსუბუქი შეგრძნება უკანა ტანში

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. ლეიკოზის მწვავე და ქრონიკული ფორმები (განსაკუთრებით მიელოიდური), ლიმფოგრანულემატოზი, ძვლის ტვინის ავთვისებიანი დაავადებები.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება
ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

მწარმოებელი: შტადა,  გერმანია
გამოშვების ფორმა: 0.5გ რექტალური სუპოზიტორია # 10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook