რევმავეკი ემულგელი 1%

  რევმავეკი ემულგელი 1%

რევმავეკი ემულგელის ზოგადი ინფორმაცია

რევმავეკი ემულგელი 1%. Rheumavek. ფენილძმარჟავას წარმოებულების ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აქტიური ნივთიერება – დიკლოფენაკი. Diclofenac. მწარმოებელი ფირმა – ფარან ლაბორატორიეს სა (საბერძნეთი).

რევმავეკი ემულგელის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

რევმავეკი ემულგელი 1%. Rheumavek გამოდის 1% ემულგელის ფორმით 100გ ტუბში. 1მლ ემულგელი შეიცავს 11.6მგ დიკლოფენაკ დიეთილამონიუმს 10მგ დიკლოფენაკ ნატრიუმის ექვივალენტს.1.5.

რევმავეკი (ემულგელი 1%) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

რევმავეკის (ემულგელი 1%) ფასები ფარმადეპოში
რევმავეკის (ემულგელი 1%) ფასები ავერსში
რევმავეკის (ემულგელი 1%) ფასები psp-ში
რევმავეკის (ემულგელი 1%) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც რევმავეკი (ემულგელი 1%) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია რევმავეკის (ემულგელი 1%) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

რევმავეკი ემულგელის აქტიური ნივთიერება

დიკლოფენაკი. Diclofenac. ქიმიური დასახელება –  2-[(2,6-დიქლორფენილ)ამინო]ბენზოლძმარმჟავა (და ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C14H11Cl2NO2. დიკლოფენაკს მიაკუთვნებენმ აასს – ძმარმჟავას წარმოებულების და მონათესავე ნაერთების ჯგუფს. CAS-კოდი:15307-86-5.

რევმავეკი ემულგელის სინონიმები

დიკლოფენაკი (Diclofenac, Batfarma, საქართველო), დიკლოფენაკი (DICLOFENAC, AVERSI, საქართველო).

რევმავეკი ემულგელის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ანთების სიპტომები
  • შეშუპება
  • ტკივილი
  • ანთება მყესების, იოგების, სახსრების, კუნთების, ტრავმული დისლოკაციით და დაჭიმვით გამოწვეული
  • რბილი ქსოვილების ანთების ლოკალური მანიფესტაციები
  • ტენდოსინოვიტი
  •  ბურსიტი
  • პერიართრიტი
  • დეგენერაციული ართროპათიების ლოკალური მანიფესტაციები
  • ოსტეოართრიტი პერიფერიული სახსრების და ხერხემლის

რევმავეკი ემულგელის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ზოგადი ინფორმაცია:
დიკლოფენაკ ემულგელი ამცირებს ანთების სიპტომებს როგორიცაა შეშუპება და ტკივილი.
თერაპიული ჩვენება:
პოტენციურად ეფექტურია შემდეგი შემთხვევების ადგილობრივი მკურნალობისთვის:
• ტრავმული დისლოკაციით და დაჭიმვით გამოწვეული მყესების, იოგების, სახსრების, კუნთების ანთება.
• რბილი ქსოვილების ანთების ლოკალური მანიფესტაციები (ტენდოსინოვიტი, ბურსიტი, პერიართრიტი).
• დეგენერაციული ართროპათიების (პერიფერიული სახსრების და ხერხემლის ოსტეოართრიტი) ლოკალური მანიფესტაციები.
მიღების წესები და დოზები
პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს რეგულარულად და ექიმის ინსტრუქციის მიხედვით. ნაზად უნდა შეიზილონ მტკივნეული ან შეშუპებული უბნის არეში 3-4ჯერ დღეში. საჭირო რაოდენობა ვარირებს დაზიანებული უბნის ზომის მიხედვით. ჩვეულებრივ ალუბლის ზომის რაოდენობა საკმარისია ყოველ გამოყენებაზე. თუ 2 კვირის განმავლობაში პაციენტი სიმპტომების გაუმჯობესებას ვერ შეამჩნევს, ან სიმპტომები გაუარესდება, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, დიკლოფენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც სასარგებლო, ისე არასასურველი ეფექტები, მაგ. შემდეგი: უფრო ხშირი: ქავილი,სიწითლე, შეშუპება და ბუშტუკის წარმოქმნა პრეპარატის გამოყენების ადგილას.
ძალიან იშვიათი: კანის ძლიერი სიწითლე, ალერგიული რეაქციები მაგ. ქოშინი, დისპნოე, სახის შეშუპება, კანის მგრძნობელობის მომატება მზის სინათლის მიმართ
უკუჩვენება
რევმავეკი ემულგელი არ უნდა გამოიყენონ და ამის მაგივრად მიმართონ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
• ანამნეზში ალერგიული რეაქციები (ქავილი, ქოშინი) დიკლოფენაკის ან მსგავსი ნივთიერებების შემცველი წამლების მიმართ, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან იბუპროფენი.
• ალერგიული რეაქციები ემულგელის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
სპეციალური უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები გამოყენებისას:
ზოგადი:
რა უნდა ახსოვდეს პაციენტს დიკლოფენაკ ემულგელის გამოყენებისას:
_დიკლოფენაკ ემულგელი არ უნდა გამოიყენონ კანის დაზიანებულ უბნებზე ან ღია ჭრილობებზე, ან ვაგინისა და ლორწოვანის შიგნითა მხარეს.
_სიფრთხილეა საჭირო რევმავეკის თვალებთან კონტაქტის ასაცილებლად. თუ ეს მაინც მოხდება, პაციენტმა თვალები უნდა დაიბანოს წყლით და აცნობოს ამის შესახებ ექიმს.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე, რადგან უფრო მაღალია არასასურველი ეფექტების განვითარების რისკი.
ორსულობა: რევმავეკის გამოყენება ორსულობს დროს უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია: რადგან არ არსებობს საკმარისი გამოცდილება დიკლოფენაკ ემულგელის ლაქტაციის დროს გამოყენებისა, რევმავეკის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.
ბავშვები: ბავშვებში რევმავეკი ემულგელის გამოყენება არ არის შესწავლილი და მისი გამოყენება უკუნაჩვენებია
ჭარბი დოზირება
ლოკალურად გამოყენებული დიკლოფენაკის დაბალი სისტემური აბსორბცია დოზის გადაჭარბებას პრაქტიკულად შეუძლებელია..
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დილოფენაკით შეიძლება დაითრგუნოს შემდეგი პრეპარატების ეფექტი:
ლითიუმი, დოგოქსინი, მეტოტრექსატი და ციკლოსპორინი
დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები ინსულინის გარდა
შარდის ექსკრეციის გამაძლიერებელი პრეპარატები (დიურეტიკები)
სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტი-კოაგულანტები_. მაგ. ვარფარინი
სხვა ასას მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან იბუპროფენი
ქინოლის ჯგუფის ანტიბიოტიკები
კორტიკოიდები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პაციენტმა გამოუყენებელი პრეპარატი უნდა დაუბრუნოს ფარმაცევტს.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ≤ 25oC
აფთიაქში გაცემის წესი
ეს პრეპარატი გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.