ტეტრაციკლინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტეტრაციკლინი/tetracycline

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკები

შემადგენლობა
ქიმიური სახელწოდება:
[4S-(4ალფა,4a ალფა, 5a ალფა, 6ბეტა, 12a ალფა)]-4-(დიმეთილამინო)-1,4,4a,5,5a,6,11,12a-ოქტაჰიდრო-3,6,10,12,12a-პენტაჰიდროქსი-6-მეთილ-1,11-დიოქსო-2-ნაფტაცენკარბოქსამიდი (ჰიდროქლორიდის სახით).
წამლის ფორმა: მალამო.
შემცველობა:
100 გ მალამო შეიცავს: ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს _ 3.0 გ (აქტივობით 1000 მკგ/მგ მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) და დამხმარე ნივთიერებები (ლანოლინი უწყლო, პარაფინი, ცერეზინი, გოგირდმჟავე ნატრიუმი პირო, ვაზელინი) _ 100 გ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტეტრაციკლინების ჯგუფის მოქმედების ფართო სპქტრის ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი. არღვევს კომპლექსის წარმოქმნას რნმ და რიბოსომს შორის, რაც იწვევს ცილის სინთეზის დარღვევას. აქტიურია Propionibacterium acnes (Corynebacterium acne), გრამდადებითი (Streptococcus spp., Staphylococcus spp., Haemophilus influenzae, Listeria spp., Bacillis anthracis) და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (Neisseria gonorhoeae, Bordetella pertussis, Escherichia coli, Enterobacter spp., Klibsiella spp., Salmonella spp., Shigella spp.), და ასევე Rickettsia spp., Chlamidia spp., Mycoplasma spp., Treponema spp. მიმართ. მდგრადია: Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp. მიმართ, Bacteroides spp. და სოკოების შტამების უმრავლესობა, მცირე ვირუსები.

ჩვენებები
რბილი ქსოვილების ჩირქიანი ინფექციები, ფურუნკულოზი, ინფიცირებული ეგზემები, ფერიჭამიები, ფოლიკულიტი.

მიღების წესები და დოზები
გარეგანად. მალამო წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 1-2-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, მსუბუქი წვა, კანის სიწითლე), ფოტოსენსიბილიზაცია

უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა, კანის სოკოვანი დაავადებები, ბავშვთა ასაკი 11 წლამდე.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის პირობები
სია ბ.
მშრალ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 20ºC.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა: 3% მალამო 15გ ტუბი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: შტადა,  გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook