ქაცვის ზეთი

ქაცვის ზეთი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუასილის სამკურნალო საშუალებები

შემადგენლობა
0,5 გ
სანთელი ქაცვის ზეთით შეიცავს ქაცვის ზეთს და სანთლის ფუძეს. ქაცვის ზეთი- კაროტინებისა და კაროტინოიდების ნარევს, ტოკოფეროლებს, ქლოროფილს, ოლეინის, ლინოლეუმის, პალმითინის და სტეარინის მჟავეების გლიცერიდებს

ჩვენებები
0,5 გ სანთელი ქაცვის ზეთით პროქტოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეპარაციული პროცესების სტიმულაციისათვის. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე ბუასილის დროს, სწორი ნაწლავის წყლულისა და ნახეთქების სამკურნალოდ, პროქტიტების დროს, მსხვილ ნაწლავზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, აგრეთვე სხივური თერაპიის დროს დაზიანებული მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქვედა ნაწილის სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება სწორი ნაწლავის გასუფთავების შემდეგ 1-2 –ჯერ დღეში, დილით და საღამოთი 10-15 დღის განმავლობაში

გვერდითი მოვლენები
სწორ ნაწლავში წვის შეგრძნება

უკუჩვენება
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი და 6 თვე
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +5°C ტემპერატურაზე

გამოშვების ფორმა: 0.5 გ რექტალური სუპოზიტორია #10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: შტადა,  გერმანია

გაფრთხილება