[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


ქაცვის ზეთი

ქაცვის ზეთის ზოგადი ინფორმაცია

ქაცვის ზეთი. ბუასილის  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb.drug. მწარმოებელი ფირმა – NIJPHARM Jsc  (გერმანია).

ქაცვის ზეთის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

 

ქაცვის ზეთი გამოდის  რექტალური სუპოზიტორიის ფორმით. 0,5 გ სანთელი ქაცვის ზეთით შეიცავს ქაცვის ზეთს და სანთლის ფუძეს. ქაცვის ზეთი წარმოადგენს კაროტინებისა და კაროტინოიდების ნარევს, ტოკოფეროლებს, ქლოროფილს, ოლეინის, ლინოლეუმის, პალმითინის და სტეარინის მჟავეების გლიცერიდებს.

ქაცვის ზეთის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ქაცვის ზეთის ფასები ფარმადეპოში
ქაცვის ზეთის ფასები ავერსში
ქაცვის ზეთის ფასები psp-ში
ქაცვის ზეთის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ქაცვის ზეთი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ქაცვის ზეთის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ქაცვის ზეთის აქტიური ნივთიერება

Comb.drug.

ქაცვის ზეთის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ბუასილი
  • წყლული სწორი ნაწლავის
  • ნახეთქები სწორი ნაწლავის
  • პროქტიტები
  • სტიმულაცია ლორწოვანი გარსის რეპარაციული პროცესების
  • ქირურგიული ჩარევა მსხვილ ნაწლავზე
  • დაზიანებები მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის,სხივური თერაპიის გამო

 

ქაცვის ზეთის საფირმო აღწერიდან 

ქაცვის ზეთის  ჩვენებები

0,5 გ სანთელი ქაცვის ზეთით პროქტოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეპარაციული პროცესების სტიმულაციისათვის. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე ბუასილის დროს, სწორი ნაწლავის წყლულისა და ნახეთქების სამკურნალოდ, პროქტიტების დროს, მსხვილ ნაწლავზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, აგრეთვე სხივური თერაპიის დროს დაზიანებული მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქვედა ნაწილის სამკურნალოდ.

ქაცვის ზეთის  მიღების წესები და დოზები

პრეპარატი მიიღება სწორი ნაწლავის გასუფთავების შემდეგ 1-2 –ჯერ დღეში, დილით და საღამოთი 10-15 დღის განმავლობაში.

ქაცვის ზეთის  გვერდითი მოვლენები

სწორ ნაწლავში წვის შეგრძნება.

ქაცვის ზეთის  უკუჩვენება

პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

ქაცვის ზეთის  შენახვის პირობები და ვადები

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი და 6 თვე
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +5° ტემპერატურაზე ”ბ” სიით

 

Comments are closed.

vaka