ასტროციტომა

 ასტროციტომა

ასტროციტომა – თავის ტვინის მთავარი გლიური სიმსივნეა (გლიომა), რომელიც  წარმოიქმნება ასტროციტებისგან-თავის ტვინის მცირე ვარსკვლავისებრი უჯრედებისგან. >>>

ასტროციტები – თავის ტვინის უჯრედების ერთ-ერთი სახეობაა. ამ ტიპის უჯრედებს გლიური უჯრედები ეწოდება. ასტროციტომა თავის ტვინის სიმსივნეების დიდი ჯგუფის ქვეტიპია, რომელთც გლიომები ეწოდებათ.

ასტროციტომა გლიომების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ის შეიძლება გაჩნდეს თავის ტვინის ნებისმიერ ადგილა; ხშირია ჩამოთვლილ უბნებში:

  1. თავის ტვინი ზრდასრულებში-თავის ტვინის უმეტეს ნაწილში;
  2. ნათხემი-ტვინის მცირე კეფის ნაწილში;
  3. ტვინის ღერო-ზურგის ტვინთან დაკავშირებისას (ზურგის ტვინის ასტროციტომა)
  4. მხედველობის ნერვი ბავშვებში-ნერვი, რომელიც აკავშირებს თავის ტვინს და თვალს.

თავის ტვინის ასტროციტომის განვითარების მიზეზი უცნობია. თავის ტვინის სიმსივნეების გამომწვევი მიზეზებიდან აღინიშნება:

  1. ონკოლოგიური დაავადებების განვითარების გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  2. შინაგანი არის არასასურველი ფაქტორები;
  3. ვირუსები, ონკოგენურობის მაღალი ხარისხით.

ავთვისებიანობის ხარისხის მიხედვით გამოიყოფა ასტროციტომების ოთხი ჯგუფი:

  1. პოლიციტარული ასტროციტომა-ავთვისებიანობის I ხარისხი;
  2. ფიბრილარული ასტროციტომა-ავთვისებიანობის II ხარისხი;
  3. ანაპლასტიური ასტროციტომა-ავთვისებიანობის III ხარისხი;
  4. გლიობლასტომა-ავთვისებიანობის IV ხარისხი.

ავთვისებიანი ასტროციტარული სიმსივნეები, ისეთი როგორიც არის ანაპლასტიური ასტროციტომა და მულტიფორმული გლიობლასტომა, შეადგენენ თავის ტვინის სიმსივნეების დაახლოებით 60%-ს და მიეკუთვნებიან ავთვისებიან გლიომებს. დიაგნოსტიკის მომენტში პაციენტის საშუალო ასაკია 9-10 წელი; ბიჭების და გოგონების შეფარდება თანაბარია.

ასტროციტარული სიმსივნეების რისკის ფაქტორები

მიუხედავათ იმისა,რომ ასტროციტომების რისკის ფაქტორები არ არის გამოვლენილი, ზოგიერთი გამოკვლევა მიუთითებს, რომ შემდეგი რისკის ფაქტორები თავის ტვინის სიმსივნეების განვითარების შანსს ზრდიან:

  1. გენეტიკური დარღვევები (მათ შორის ნეიროფიბრომატოზი და ბორცვისებრი სკლეროზი);
  2. პროდუქციული ზემოქმედება:
  3. რადიაცია;
  4. ქიმიური ნივთიერებები;
  5. ნავთობის გადამუშავება;
  6. რეზინის წარმოება.

ასტროციტომის ყველაზე ხშირი სიმპტომები: თავის ტკივილი, სპაზმი, პაციენტის ქცევის ცვლილებები, მეხსიერების დაქვეითება. ასევე შეიძლება გამოვლინდეს მეტყველების დეფექტები, გულისრევა ღებინებით, მხედველობის დაქვეითება, გაუმართავი სიარული.

თავის ტვინის ნებისმიერი სიმსივნის პირველი სიმპტომები, შეიძლება განპირობებული იყოს სიმსივნის განვითარებით. ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ზეწოლა ტვინზე და გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  1. ღებინება;
  2. სპაზმები;
  3. თავის ტკივილი;
  4. პიროვნების ცვლილება;
  5. სირთულეები სიარულისას;
  6. მხედველობითი ცვლილებები;
  7. მეხსიერების, გონებისა და კონცენტრირების პრობლემები.

სიმპტომები ვარირებენ თავის ტვინში სიმსივნის  ლოკალიზაციასთან დამოკიდებულებით. მაგ:

  1. შუბლის წილი-ხასიათისა და პიროვნების თანდათანობითი ცვლილებები, დამბლა სხეულის ერთ მხარეზე;
  2. საფეთქლის წილი-კოორდინაციის, მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემები;
  3. თხემის წილი-შეგრძნების, წერისა და მცირე მოტორიკის პრობლემები;
  4. ნათხემი-კოორდინაციისა და ბალანსირების პრობლემები;
  5. კეფის წილი-მხედველობის, მხედველობითი ჰალუცინაციების პრობლემები;
  6. თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში განლაგებული ასტროციტომა იწვევს სისუსტეს მარჯვენა ხელსა და ფეხში (ე.წ. მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი), მაშინ როდესაც მარჯვენა ჰემისფეროს სიმსივნეები იწვევენ ძალის დაქვეითებას მარცხენა ხელსა და ფეხში (მარცხენამხრივი ჰემიპარეზი).

ექიმმა-ონკოლოგმა უნდა გაარკვიოს და დაადგინოს სიმპტომები, გაეცნოს დაავადების ისტორიას. აუცილებელია ჩატარდეს საერთო სამედიცინო გამოკვლევა. თავის ტვინის ასტროციტომის დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგ სადიაგნოსტიკო პროცედურებს:

  1. მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია (მრტ)-გამოკვლევა მაგნიტური ტალღების გამოყენებით, რომ დადგინდეს ტვინის ანატომია. თავის ტვინის სიმსივნის დადგენის საკმაოდ მგრძნობიარე და ზუსტი მეთოდია;
  2. კომპიუტერული ტომოგრაფია-დანადგარი, რომელიც იღებს თავის ტვინის სურათს, რენტგენის სხივების გამოყენებით;
  3. ანგიოგრამა-რენტგენი, რომლის დროსაც არტერიებში შეყავთ  ნივთიერება, რომლის დახმარებითაც თავის ტვინისკენ მიმავალ არტერიებში ექიმი ადგენს დარღვევებს;
  4. ბიოფსია/რეზექცია-თავის ტვინის ქსოვილებიდან ნიმუშების აღება, სიმსივნური უჯრედების დასადგენად.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები