გამონათქვამები, რომელსაც აუცილებლად თავი უნდა აარიდოთ ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე

ვასილ შენგელია. როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>>

ქვემოთ , წითლად არის ფრაზები, რომლებსაც თავი უნდა აარიდოთ ინვესტორთან მოლაპარაკებებზე.

– „ჩემი ბიზნეს-იდეა – ეს არის საიდუმლო; ამიტომ დეტალებს ჯერ არ გავამხელ“. თურმე, სანამ ინვესტორი ხელს არ მოაწერს რაიმე დოკუმენტს, ან ფულს არ მოგცემთ, იგი ვერაფერსაც ვერ გაიგებს! ასეთი მიდგომა მოგისპობთ ყველანაირ საშუალებას ერთობლივი თანამშრომლობისთვის.

– „მე არ მაქვს საშუალებები საიმისოდ, რომ დავამზადო პროდუქციის პროტოტიპი“. დაგვეთანხმეთ, რომ თუ ბიზნესმენს არ შეუძლია დაიწყოს საქმე თუნდაც დაპროექტების სტადიაზე და პირველი ნაბიჯები გადადგას, ის როგორღა შეძლებს დიდი ბიზნესის მართვას, როდესაც მისი წარმოება გაიზრდება?

– „ყველაფერი დალაგებული არ გვაქვს გუნდში, ხელმძღვანელობაში“. ასეთი სიტყვების შემდეგ, ინვესტორი თქვენთვის ცალსახად არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს და არ დაგაფინანსებთ.

– „ინვესტიციები გვჭირდება რეკლამისთვის, რათა მეტი კლიენტი მოვიზიდოთ, რათა მათ რეკლამა მივყიდოთ.“ ეს აჩვენებს, რომ მეწარმის ბიზნეს-მოდელი ქმედუუნაროა. ბიზნესმენს სურს, მანეთი 95 კაპიკად გაყიდოს? როგორც არგუმენტი, ეს არ იმუშავებს.

– „მე მხოლოდ და მხოლოდ დამფუძნებელი ვარ, თავად ბიზნესს არ წარვუძღვები. მომავალში კი დავიქირავებთ კარგ მმართველს,“ — კომენტარის გარეშე.

– „მე კიდევ რამდენიმე პროექტი მაქვს/მექნება“. ამ ფრაზით ინვესტორისთვის გასაგები ხდება, რომ მის წინაშე პროჟექტიორი დგას, რომელსაც მხოლოდ იდეების გენერირება ეხერხება.

მზად იყავით იმისთვის, რომ სანამ შუალედურ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ინვესტორი მრავალ კითხვას დაგისვამთ, რომლებზეც ზუსტი პასუხი უნდა გასცეთ.

პირველი შეხვედრა შესაძლოა ერთიდან ორ საათამდე გაგრძელდეს. პირველი შეხვედრის განმავლობაში, ინვესტორი სამ მიზანს ისახავს: მიიღოს მეტი ინფორმაცია ბიზნესზე და ბიზნეს-მოდელზე (როგორ გამოიმუშავებთ/როგორ აპირებთ ფულის გამომუშავებას); წინსწრებით შეგაფასოთ თქვენ, როგორც პოტენციური პარტნიორი; დააზუსტოს და შეათანხმოს გარიგების ძირითადი პარამეტრები. თუ საქმე არ მივიდა გარიგების პირობების განხილვამდე, — თქვენს წინადადებაზე პასუხი, დიდწილად, უარყოფითი იქნება. გირჩევთ, ასეთ შემთხვევაში, ეს ყველაფერი მიიღოთ როგორც სტიმული, რათა უკეთესი გახდეთ.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..