მოლაპარაკებათა გამყარება „ფურცელზე“

ვასილ შენგელია. როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>>

საქმიანი გარიგების შესახებ წარმოებული საკვანძო მოლაპარაკებები უნდა დაფიქსირდეს დოკუმენტის სახით, რომელსაც ეწოდება „წერილი მოვალეობების შესახებ“ (Сommitment Letter), ანდა „გარიგების პირობები“ (Term Sheet). წერილი მოვალეობების შესახებ უნდა შეიცავდეს გარიგების ყველა მთავარ პირობას. გარიგება გამოხატული უნდა იყოს გასაგები და ერთმნიშვნელოვნად განმარტებული ფორმით.

გარიგების პირობებისშესახებ დოკუმენტი 6 ძირითად დანაყოფს შეიცავს:

– ინვესტიციების ძირითადი პარამეტრები (ინვესტიციების ვადებისა და მოცულობის ზუსტი აღწერილობა, შეზღუდვა საშუალებების გამოყენებაზე, ასევე ახსნა-განმარტება, რა მოხდება ვადების გაზრდის შემთხვევაში და ა.შ.).

– გარანტიების უზრუნველყოფის ზუსტი აღწერილობა , დაზღვევისა ინვესტორის სასარგებლოდ (თუ საქმე ეხება საკრედიტო რესურსების გამოყენებას) და შეძენილი ფასიანი ქაღალდებისა (თუ საქმე ეხება კაპიტალში დაბანდებას).

– ინვესტიციების მიცემის პირობები (მონაწილეობა კომპანიის მართვაში, შემადგენლობაში, მათი მუშაობის წესრიგი და პერიოდულობა; ფინანსური და ოპერატიული ანგარიშგების მიცემა; აუდიტორისა და აუდიტის თანმიმ არჩევა; დივიდენდების დარიცხვისა და გადახდის გრაფიკი; ინვესტორის მონაწილეობა ტოპ-მენეჯერების დანიშვნაში, მათთვის ჯილდოს სიდიდის განსაზღვრასა და ა.შ.)

– კომპანიის ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობის შედეგად გარიგების პირობებმა შეიძლება კანონიერი ძალა დაკარგონ (კომპანია საჭირო ფორმით არის დარეგისტრირებული, არ გააჩნია საგადასახადო დავალიანებები, მის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, კომპანიის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ინვესტიციები გამოყენებული იქნება გეგმის შესაბამისად და ინვესტორთან შეთანხმებით და ა.შ.)

– შეთანხმების პირობები (ვადა, რომლის განმავლობაშიც კომპანიამ არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა ინვესტორებთან, გარიგების დახურვისა და საინვესტიციო საშუალებების გადატანის მოსალოდნელი ვადა, ინვესტორის მერ კომპანიის შემოწმება – დაწყებული ოფისისა და საწარმოს მონახულებით და კომპანიის ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებით დამთავრებული).

– ზოგჯერ, კომპანიის მიმართ დისციპლინარული ზომების გატარების მიზნით, ინვესტორები აყენებენ ასეთ პირობას: კომპანიამ უნდა გახსნას დეპოზიტი ინვესტორის სასარგებლოდ, 1-2 პროცენტის მოცულობით, მოვალეობიდან დაწყებული და ინვესტირებით დამთავრებული. იმ შემთხვევაში, თუ გარიგება შეწყდება ინვესტორის ინიციატივით, დეპოზიტი უბრუნდება კომპანიას; ხოლო, თუ გარიგება შეწყდება კომპანიის მიერ, დეპოზიტი ინვესტორის განკარგულებაში გადადის. ანალოგიური შეთანხმება შეიძლება იქნას მიღწეული, კომპანიის შემოწმებაზე გაწეული დანახარჯებთან მიმართებაში, როდესაც შემოწმებას გარედან მოყვანილ სპეციალისტებს ავალებენ.

მთავარია, გავიგოთ, რომ „წერილი მოვალეობების შესახებ“ ითვლება საქმიან და არა იურიდიულ დოკუმენტად. ეს არის წერილი კონკრეტულ განზრახვებზე, ვიდრე რაიმე მოვალეობა. იგი ხელმოწერილიც რომ იყოს, გარიგება ვერ შედგება რომელიმე მხარის ინიციატივით. ვადების გადატანა საჭიროებს ახალ მოლაპარაკებებს, დოკუმენტის გადახედვას და/ან დამატებას.

გარიგების დადება მაშინ ითვლება სრულფასოვნად და დადებულად, როდესაც თანხა დაჯდება თქვენი კომპანიის ანგარიშზე.

ინვესტიციების მოზიდვის პროცესი დაკავშირებულია ხანგრძლივ, მოსამზადებელ სამუშაოებთან: ინვესტორების ძიებასთან, საინვესტიციო წინადადების ფორმირებასთან, ბაზრის შესწავლასთან, აუცილებელი გათვლების ჩატარებასთან. მთელი ამ სამუშაოს შესრულების შედეგად, იქმნება ძირითადი დოკუმენტი ინვესტიციების მოსაზიდად — საინვესტიციო პროექტი.

რისთვისაა საჭირო საინვესტიციო პროექტი?

საინვესტიციო პროექტი ინვესტორისთვის წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, იგი იქმნის წარმოდგენას საინვესტიციო იდეის არსის, მისი პერსპექტივების, რისკიანობის, გამოსყიდვის ვადის მიხედვით. საინვესტიციო პროექტის შედგენა მოითხოვს მთელი რიგი ანალიტიკური ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც ეხება: კომპანიის მოღვაწეობის არეალის ანალიზს — ბაზრების შესწავლას, მათი განვითარების ტენდენციებს, კონკურენტულ გარემოს და ასე შემდეგ;

აქ ასევე იგულისხმება კომპანიის საკადრო, ტექნიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი: კვალიფიკაციის დონე, აღჭურვილობის ხარისხი, გამოყენებული ტექნოლოგიები;

კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დამუშავება.

თვითონ საინვესტიციო პროექტი წარმოადგენს მოცულობით დოკუმენტს, – აუცილებელი ცხრილებით, რისკების გათვლებით და შემოსავლების განსაზღვრით, პროექტის რეალიზების გრაფიკებით და ფულადი რესურსებით. ამასთან, ყოველი საინვესტიციო პროექტი მოითხოვს რეზიუმეს მომზადებას, რომელშიც ყველა ეს ცნობა მოცემულია შეკუმშულად, იმისთვის, რომ პოტენციურმა ინვესტორმა, რეზიუმეზე დაყრდნობით გაარკვიოს, რამდენად საინტერესოა მისთვის სწორედ ამ ბიზნეს-იდეის რეალიზაცია; მხოლოდ ამის შემდეგ ღირს საინვესტიციო პროექტის დეტალურად შეწავლა.

კომპანია, „MTVi Agency“ (577 235 400, caumednet@gmail.com, skype- medgeo,net )  გთავაზობთ მომსახურებას პროფესიონალური და ხარისხიანი საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის გამოცდილი, ფინანსური კონსულტანტები მაღალ პროფესიონალურ დონეზე განახორციელებენ:

• საბაზრო კონიუნქტურის, ტენდენციების, კონკურენტული გარემოს შესწავლას;
• კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ანალიზსა და მისი სრულყოფისთვის, ბიზნეს-წინადადების შემუშავებას;
• კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლას და საინვესტიციო პროექტის რისკიანობის განსაზღვრას, მისი გამოსყიდვის ვადების დადგენას, კაპიტალბადანდების პერსპექტიულობას და მის რეალიზებას;
• კონკრეტული ინვესტორისთვის საინვესტიციო მემორანდუმის შედგენას, რათა საინვესტიციო პროექტმა შეძლოს ინვესტორის დაინტერესება;
• ნებისმიერი ფინანსური კონსულტაცია — საინვესტიციო პროექტის შედგენის ნებისმიერ ეტაპზე.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..