რჩევები ინვესტორთა სწრაფად საპოვნელად

რეკომენდებულია, გაეცნოთ 7 საკითხისგან შემდგარ ჩამონათვალს, რომელთა შესრულება დაგეხმარებათ, სწრაფად იპოვნოთ ინვესტორი:

1. შექმენით ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი, კონკურენტუნარიანი ბიზნესი:

ეს, ერთი შეხედვით, ყველასთვის გასაგები და მისაღები უნდა იყოს, მაგრამ ყველა ბიზნესმენი როდი იქცევა ასე. ბევრს მიზნად აქვს დასახული სწრაფი ნახტომი გააკეთოს IPO-სკენ, ან გადაყიდვისკენ. თუმცა, ინვესტორებისთვის საინტერესოა ის კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ბიზნეს-გარემოზე ზემოქმედება მოახდინონ და ასპარეზზე ხანგრძლივი დროით გამოდიან.

2. თავი დაიმკვიდრეთ შიდა წყაროების მეშვეობით:

ინვესტორები არც იმდენად აქტიურნი არიან, როგორც ამას ბევრი ფიქრობს. ისინი უპირატესობას ანიჭებენ იმ გარემოებას, როდესაც მათთვის კარგად ნაცნობი და სანდო ადამიანები კარგ იდეას სთავაზობენ. მათთვის ყველაზე კარგ რეკომენდაციებს წარმოადგენს ინფორმაციები, რომელთაც კორპორაციული და ფინანსური თვალსაზრისით საიმედო, პროფესიონალი ხალხი აწვდის. შეიძინეთ კონტაქტები საქმიან წრეებში.

3. აჩვენეთ დადებითი დინამიკა

იმის დასამტკიცებლად, რომ თქვენი ბიზნესი ფეხზე დგას, ყველაზე მარტივი საშუალებაა: მოვახდინოთ დემონსტრირება იმისა, რომ ბიზნესს უკვე მოაქვს შემოსავალი, ან თუნდაც ის, რომ ბიზნესი არ ჩამოდის უდანაკარგობის ზღვარს დაბლა. დიდი ალბათობით, არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება, დაარწმუნოთ ინვესტორი თქვენს პრეზენტაციაში — აჩვენეთ მას ნაღდი ფულის ნაკადი თქვენს კომპანიაში. აჩვენეთ შემოსავლები და თქვენ გადალახავთ ინვესტორის უნდობლობას.

4. ილაპარაკეთ სიმართლე, აჩვენეთ ფაქტებ

თუ გაქვთ ისეთი რამ, რაც გამოსაჩენად არ ღირს, მაშინ არც არის მიზანშეწონილი, ამის შესახებ დაუყოვნებლივ მოუყვეთ ინვესტორს. საერთოდ, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთოთ, ეს არის მცდელობა, ინვესტორი ცუდი სიახლეებით გააოცოთ. ყოველი ახალი სიცრუე 25 პროცენტით ამცირებს თქვენი დაფინანსების შანსებს. აქედან გამომდინარე, თუ იცრუებთ ოთხჯერ, ფულს საერთოდ ვერ მიიღებთ.

5. მოიხსენიეთ კონკურენტი

ინვესტორებს უყვართ მეტოქეობა — ეს ამტკიცებს, რომ ბაზარი არსებობს და ვითარდება.

6. აკადემიურად უპასუხეთ .. „ორმაგი ფსკერისშეკითხვებზე

საკმაოდ ხშირად, ინვესტორები სარგებლობენ ქვეტექსტების შემცველი შეკითხვებით: „თვლით თუ არა საკუთარ თავს თქვენი კომპანიის გრძელვადიან СЕО-დ?“, „რაში მდგომარეობს თქვენი კომპანიის ლიკვიდურობა?“ პირველი შეკითხვისთვის ოპტიმალური პასუხი იქნებოდა: „ჩემი მიზანია – ავაშენო დიდი კომპანია. ხოლო, თუ კომპანიის ინტერესები ჩემს გვერდზე გადგომას მოითხოვს, ასეც მოვიქცევი“. მეორე კითხვაზე კი დაახლოებით ასე ჟღერს: „ახლა ჩვენ ცოტას ვფიქრობთ ლიკვიდურობაზე. მეც და ჩემმა ჯგუფმაც მთელი ინტერესი მივმართეთ პროდუქტისკენ. თუ წარმატებული კომპანიის შექმნას შევძლებთ, გარწმუნებთ, ლიკვიდურობა აუცილებლად იქნება“.

7. შეჰპირდით ნაკლებს და შეასრულეთ გადაჭარბებით

დარწმუნებული იყავით ყველაფერში, რასაც ლაპარაკობთ. დაე, შედეგები მოლოდინს შეესაბამებოდეს. ოღონდ, უკვე არსებული, შემოწმებული ნიმუში ადრევე აჩვენეთ.

ადრევე წარმოადგინეთ რეკომენდაციათა ჩამონათვალი. ადრევე მიაღწიეთ ეფექტურობას. მხოლოდ ერთადერთი რამ არსებობს, რომლის დროზე ადრე გაკეთება არ ღირს: დახარჯოთ ინვესტორის მთელი თანხა.

..

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..