როგორ მივიზიდოთ ინვესტორი პროექტში?

პარაგრაფი წიგნიდან ვასილ შენგელია. ,,როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი”. საპატრიარქოს უნივერსიტეტი. თბილისი 2012. პოსტზე დევს წიგნისაგან დამოუკიდებელი ინფორმაცია – ვის უნდა მივმართოთ საკონსულტაციოდ, როცა საწარმოსათვის რესურსებს ვეძებთ. ავტორის მინაწერი პარაგრაფზე 2016 წელს: მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში მოქმედებს რამდენიმე საინვესტიციო პროგრამა. მკითხველებს ვურჩევთ გაეცნონ საიტებს:  http://qartuli. ge/ (აწარმოე საქართველოში); http://www. fund. ge/ (საპარტნიორო ფონდი) და სხვ.

საკუთარ პროექტში გარე რესურსების მოზიდვა, ხშირად არა მარტო დამწყებ მეწარმეებს, არამედ უკვე გამართულ საწარმოებსაც ესაჭიროებათ. — როგორ ვიპოვნოთ ინვესტორი? როგორ დავაინტერესოთ იგი? — რისი მოსმენა და გაგება აინტერესებს ინვესტორს? — რისი მოცემა შეუძლია მას და საამისოდ რას მოითხოვს? სწორედ ამ და სხვა კითხვებზე პასუხობს წინამდებარე წიგნი.

სანამ ადამიანი დაიწყებს ვინმეს, ან რაიმეს ძებნას, დაგვეთანხმეთ, იგი ჯერ უნდა გაერკვეს, რომელ სფეროში უფრო ეფექტიანია ძებნა. რომ მოიზიდოთ ინვესტორები და მათთან ერთად – ინვესტიციები თქვენს პროექტში, აუცილებელია, იცოდეთ, რას ნიშნავს ეს საბაზისო ტერმინები.

ინვესტიცია – ეს არის კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება სხვადასხვა დარგში მოღვაწე კომპანიებში, სამეწარმეო პროექტებში, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში ან ინოვაციურ წამოწყებებში. ინვესტიციას მოაქვს მოგება დაბანდებიდან, გარკვეული ხნის შემდეგ. ინვესტორი – ეს არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აბანდებს საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ საშუალებებს საინვესტიციო პროექტებში. ინვესტორი დაინტერესებულია რისკების მინიმიზაციითა და მოგების გაზრდით.

საინვესტიციო ბროკერი – ეს არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც თქვენი ბიზნეს-გეგმით ეძებს პოტენციურ ინვესტორებს . როგორც წესი, საინვესტიციო ბროკერებს ყავთ პოტენციურ ინვესტორთა დიდი წრე, არიან ბირჟების ბროკეტები, სხვადასხვა ასოცოაციების წევრები და ა. შ. ბროკერის დაქირავება ბუნებრივია იაფი არაა.

კოლსანტინგი, კონსულტანტი – იურიდიული ან ფიზიკური პირია, რომელიც საკონსულტაციო თანხლებას გიწევთ ინვესტორის ძიების პროცესში. საზოგადოდ კი- საწარმოს მართვის მთელ პროცესში. როგორც წესი, მომსახურე საკონსულტაციო ფირმა ან კონსულტანტი, თქვენთან ერთად, წერს თქვენს ბიზნეს-გეგმებს, გიმზადებთ მასალებს მოლაპარაკებებს ბროკერებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკების დროს და ა. შ.

ინვესტორი უნდა ეძიოთ ყველგან. დღეს, პერსპექტიული ჩანს აზიური ინვესტიციების მოზიდვა.  (ჩინეთი, ინდოეთი). ცხადია, თავდაპირველად ჯობს საქართველოში ძიება. მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში მოქმედებს რამდენიმე საინვესტიციო პროგრამა. მკითხველებს ვურჩევთ გაეცნონ საიტებს http://qartuli. ge/ (აწარმოე საქართველოში); http://www. fund. ge/ (საპარტნიორო ფონდი) და სხვა. მაგრამ გახსოვდეთ –  ყველაფერი იწყება სისტემურად გააზრებული და კარგად დაწერილი ბიზნეს-გეგმით.

2016 : ინვესტორთა ძიების, მათ შორის უცხოელ ინვესტორთა ძიების საკმაოდ კარგი გზაა პროექტების ანოტაციების გამოქვეყნება შესაბამის ფეის-ჯგუფებსა და ფეის-გვერდებზე. ჩვენ ქვემოთ ვაქვეყნეთ ზოგიერთის სიას. ამ ჯგუფებიდან, ფეის-გვერდებიდან ინფორმაციას იღებენ ინვესტიციის ჩადების მსურველები, სპეციალისტები, ჩინოვნიკები და – საინვესტიციო ბროკერები. რაც მეტი სწორი ანოტაცია იქნება გამოქვეყნებული მით მეტია შანსი იპოვოთ ინვესტორი.

facebook-ჯგუფები და გვერდები, რომლებსაც ეცნობიან საინვესტიციო ბროკერები. სია არასრულია.  უფრო ფართო სია დევს აქ >>>

გვერდები ფეისბუქზე

__________________________________________
..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..