წყალი კვებით რაციონში

წყალი კვებით რაციონში

წყალი საკვები რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, საჭმლის მონელებაში, შარდთან ერთად ცხოველმოქმედების პროდუქტების გამოყოფაში, თბორეგულაციაში და სხვ.

ორგანიზმის მოთხოვნილებას  წყალზე განსაზღვრავს  კვების რაციონი, შრომითი დატვირთვა,   კლიმატი,  ასევე  ჯანმრთელობის მდგომარება და რიგი სხვა ფაქტორები. მოზრდილი ადამიანის წყალზე მოთხოვნილება დღე-ღამეში, საშუალოდ 2,5 ლ-ია.

ადამიანი დაახლოებით 1-1,  5 ლ. წყალს ღებულობს სხვადასხვა თავისუფალი სითხის სახით (როგორიცაა ჩაი,  ყავა,  წვნიანი და ა. შ),  1-1, 5 ლ – ს საკვები პროდუქტებით და 0,3 – 0,4 ლ თვითონ  ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. წყლის შემცველობა ბოსტნეულში, ხილსა და კენკრაში  დაახლოებით  85%-95%-ია,  რძეში – 88%,  ყველში – 40%-50%,  კვერცხში – 74%,  თევზში – 75% – 80%,  ხორცში – 60%-70%,  პურში 40%-45%.

  ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა იწვევს სისხლის გასქელებასა და წყურვილის გაჩენას. თუმცა ხშირად ხდება,  რომ წყურვილს იწვევს არა სითხის ნაკლებობა ორგანიზმში,  არამედ ნერწყვის გამოყოფის შემცირება პირის ღრუში. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ პირის ღრუში სითხის გამოვლება. ნერწყვის გამოყოფას განსაკუთრებით აძლიერებს ლიმონის,  ვაშლისა და სხვა ორგანული მჟავები. სწორედ ამიტომ წყურვილის გრძნობას წყალზე უკეთ კლავს მჟავე ხილი ან წვენები,  ასევე ძალიან კარგია ასკილისა და სხვა, გამომშრალ ხილზე დამზადებული უშაქრო  წვენები,  უშაქრო მწვანე ჩაი,  ცხიმგაცლილი, უშაქრო  რძემჟავა  სასმელები.

წყურვილის მოსაკლავად წყლის რამოდენიმე ყლუპი უნდა მივიღოთ 5-10 წუთიანი ინტერვალებით და არა ერთბაშად. აღსანიშნავია, რომ  წყალი წყურვილს კლავს არა დალევის მომენტში, არამედ მიღებიდან 10-12 წუთში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მისი შეწოვის შემდეგ.

 თეორიულად, წყლის, ან სხვა რაიმე სითხის მიღება ჭამის დროს უნდა ანელებდეს საკვების მონელებას, კუჭის წვენის განზავების ხარჯზე.   თუმცა უახლესი კვლევების საფუძველზე ეს თეორია არ დადასტურდა. აღმოჩნდა,  რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული კუჭში მიმდინარე პროცესებზე,  კერძოდ მარილმჟავასა და პეპსინის კონცენტრაციაზე,  საკვების შემადგელობაზე.

სხვადასხვა ქვეყნებში დაშვებულია ჭამის დროს სითხის მიღება;  განსხვავება,   უპირველეს ყოვლისა,   დამოკიდებულია სითხის სახეობაზე, იქნება ეს წყალი, განზავებული ან განუზავებელი ღვინო,  ჩაი ან ბურახი,  ასევე უცხიმო, განზავებული რძემჟავა  სასმელები. კვების დროს სითხის მიღება ინდივიდუალურია.  გამონაკლისს წარმოადგენს სამკურნალოდ დანიშნული მინერალური წყლები,  რომელთა  მიღება უნდა მოხდეს ჩვენებისა და დანიშნულების გათვალისწინებით.

აღებულია: http://www.evroinpharma.ru/voda_i_pitevoy_rej.html

წყალი