ბორჯომი

წყალი

 ….

პოსტი დროებით ჩამქრალია

..

 მინერალური წყალი ,,ბორჯომი“ ვულკანური წარმოშობის უნიკალური წყალია, რომელსაც ბუნების საჩუქარსაც კი  ვუწოდებთ.ბორჯომი“ 1500 მეტრის სიღრმიდან მოიპოვება, თუმცა გაცილებით უფრო ღრმად ფორმირდება. სწორედ მიწიდან ამოსვლის დროს ჯერდება ბორჯომიs წყალი უნიკალური მინერალებით.   ვულკანური წარმოშობის მინერალების წყალობით „ბორჯომი“ საუკეთესოდ  გაწმენდს თქვენს ორგანიზმს, მოგაცილებთ სიმძიმის უსიამოვნო გრძნობას და გაგათავისუფლებთ ზედმეტისაგან. უნიკალური ბუნებრივი თვისებების წყალობით „ბორჯომი“ არა მხოლოდ კლავს წყურვილს, არამედ ეფექტურად წმენდს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.

ბორჯომი უძველეს  პერიოდში

ბორჯომის მინერალური წყაროები აღმოჩენილი ყოფილა ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში. ამაზე მეტყველებს XX საუკუნეში აღმოჩენილი 7 ქვის აბაზანა. როგორც ჩანს, იმ დროს ბორჯომის წყალს იყენებდნენ სწორედ აბაზანებისთვის და არამხოლოდ დასალევად. ბორჯომში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ამტკიცებს, რომ მინერალური წყალი გამოიყენებოდა XVI საუკუნის ბოლომდე. ნაპოვნია შუა საუკუნეების თიხის მილები, რომლებიც ბორჯომის ზოგიერთ წყარომდე იყო მიყვანილი. XVI-XVIII საუკუნის ომების შედეგად ბორჯომის წყაროების არსებობა დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა, ხოლო ის ადგილები, სადაც ბორჯომის წყაროებია, მიტოვებულ იქნა.

.ბორჯომი XIX საუკუნის დასაწყისში

ბორჯომის წყლის „მეორე ცხოვრება“ დაიწყო XIX საუკუნის 20–იანი წლების ბოლოს. 1825 წელს ბორჯომში განლაგდა ხერსონის გრენადიორთა პოლკი. ერთხელ ჯარისკაცებმა ტყეში, მდინარე ბორჯომულას მარჯვენა ნაპირზე იპოვეს მინერალური წყარო. პოლკოვნიკი პ. პოპოვი დაინტერესდა ამ ამბით და ბრძანა წყაროს გაწმენდა და მისი ჭურჭლით ზიდვა პოლკში. მას კუჭის წყლული აწუხებდა და ბორჯომის წყალი იმდენად მარგებელი აღმოჩნდა მისთვის, რომ გადაწყვიტა ბორჯომის წყარო ქვით შემოეზღუდა. იქვე, ბორჯომის წყაროსტან ააშენებინა მან აბანო და პატარა სახლი თავისთვის.

834 წელს ბორჯომში ხერსონის პოლკი ჩაანაცვლა ქართველ  გრენადიორთა პოლკმა. პოლკის ექიმმა ამიროვმა დაიწყო ბორჯომის წყლის შემადგენლობის გამოკვლევა და მბორჯომის ზემოქმედების შესწავლა ადამიანის ორგანიზმზე. მანვე გააგზავნა ბორჯომის წყლის პირველი სინჯები სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში.

.ბორჯომი  გოლოვინის პერიოდში

1841 წელს ბორჯომის მინერალური წყალი უკვე იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ კავკასიის მთავარმართებელმა ევგენი გოლოვინმა თავისი სნეული ქალიშვილი ბორჯომში ჩაიყვანა სამკურნალოდ. უცნობია, თუ კონკრეტულად რა დაავადება ჰქონდა მას, თუმცა ცნობილია, რომ ბორჯომის წყალმა მას დიდად არგო, რის გამოც ბორჯომის მინერალური წყლის პირველ წყაროს გოლოვინმა ქალიშვილის სახელი (Екатерининский) უწოდა ხოლო მეორეს — საკუთარი (Евгеньевский).

1842 წელს ექიმმა ამიროვმა თხოვნით მიმართა გენერალ გოლოვინს, რათა კეთილმოეწყოს კურორტი ბორჯომი. ამ დროს იწყება ქალაქ ბორჯომის ინფრასტრუქტურის განვითარება.

.ბორჯომი ვორონცოვის პერიოდში

1846 წელს კავკასიაში ახლადდანიშნულმა მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა ბორჯომი თავის საზაფხულო რეზიდენციად გაიხადა. დაიწყო ქალაქის კეთილმოწყობა: აშენდა სახლები, აბანოები, ეკლესიები, სასტუმროები. 1850 წელს გაშენდა მინერალური წყლების პარკი, ხოლო 1850 წელს დაიწყო პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა. სამხედრო ლაზარეთის აფთიაქარმა, ზახაროვმა ჩამოასხა ბორჯომის მინერალური წყალი 1300 ოვალურ, ნახევარლიტრიან ბოთლებში და თბილისში გასაყიდად წაიღო.

.ბორჯომი  რომანოვის პერიოდში

1862 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა დიდი თავადი მიხეილ რომანოვი. მანაც თავისი საზაფხულო რეზიდენცია ბორჯომში მოაწყო. იმ დროისთვის ბორჯომის სამკურნალო თვისებების შესახებ ამბავი მთელ რუსეთის იმპერიას მოედო. ბორჯომში შენდებოდა ახალი სასახლეები, პარკები, სკვერები, სასტუმროები. 1894 წელს გაყვანილ იქნა ხაშურიდან ბორჯომამდე რკინიგზა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიმოსვლა. მანამდე ბორჯომში ცხენიანი ფაეტონებით ჩადიოდნენ და გზას თბილისიდან ბორჯომამდე 8–9 საათი უნდებოდა.

1904 წელს ხდება „ბორჯომის“ წარმოების ნაწილობრივი მექანიზაცია, კერძოდ შუშა თუ ხელით მზადდებოდა, ბოთლებში ჩამოსხმა უკვე მექანიზებული წესით ხდებოდა. ამავე წლით თარიღდება საგაზეთო განცხადება, სადაც ლაპარაკია მინერალური წყლის — „ბორჯომის“ ვაგონებით გაყიდვაზე. წარმოების მექანიზაციამ მოიტანა დიდი წარმატება: თუ 1854 წელს მხოლოდ 1350 ბოთლი ბორჯომი გავიდა ქარხნიდან, უკვე 1905 წელს მისი რიცხვი 320 ათას ბოთლამდე გაიზარდა, ხოლო 1913 წლისთვის უკვე 9 მილიონს გადააჭარბა.

ამავე პერიოდში ბორჯომი იღებს საერთაშორისო აღიარებას:

  • დიპლომი ქალაქ სპაში, ბელგია (1907)
  • ოქროს მედალი ყაზანი, რუსეთი (1909)
  • საპატიო დიპლომი ქ. დრეზდენში, გერმანია (1911)

ბორჯომი  საბჭოთა პერიოდში

საბჭოთა პერიოდში ბორჯომი უკვე სტალინის საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა, ხოლო კრემლში არცერთი ღონისძიება არ ტარდებოდა „ბორჯომის“ გარეშე.

.მინერალური წყლის – ბორჯომის“  – საბადო

კავკასიონის მთები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და უძველესი დროიდან სილამაზით განთქმული ადგილია. აქვეა ევროპის უდიდესი  პარკიცბორჯომ-ხარაგაულის – იგი 76 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს და ზღვის დონიდან 850-2500 მეტრზე მდებარეობს. აქაურ ბუნებას დღემდე შენარჩუნებული აქვს თვითმყოფადი პირველყოფილი ხელუხლებლობა. ბაკურიანის მთებიდან მორაკრაკე ანკარა, ყინულოვანი წყალი და ფიჭვნარით შემოსილი ციცაბო ფერდობები ერთობლიობაში ქმნიან იმ განსაკუთრებულ ეკოგარემოს, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმულ ბორჯომის ხეობის მინერალური წყლებია მოქცეული.

ამოუცნობი სილამაზით განთქმული ბორჯომის ხეობა იდეალური ადგილია უნიკალური წყაროებისთვის, რომელიც მიწის წიაღიდან მოჩქეფს. ზუსტად არავინ იცის, როდის და ვინ გაუსინჯა მას პირველად გემო, თუმცა ბორჯომის მინერალური წყაროების ჯადოსნური თვისებების შესახებ ბევრი რამ უკვე უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ საუკუნეების წინ ,,ბორჯომს“ არა მხოლოდ მიირთმევდნენ, არამედ სამკურნალო აბაზანებადაც იყენებდნენ. ამასვე ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვის აბაზანები, რომლებიც ჩვ.წ.-ით პირველი საუკუნით თარიღდება. ვ. ბაგრატიონისა და ….ესაძის გამოკვლევები, ასევე სხვა უამრავი მასალა გვამცნობს, რომ ბორჯომის მინერალური წყლით სარგებლობდნენ I საუკუნიდან XVI საუკუნის ჩათვლით – მოსახლეობა მას სვამდა კიდეც და მის აბაზანებსაც იღებდა. ბორჯომის ერთ-ერთი პირველი საბადოს მიდამოებში ნაპოვნია შუა საუკუნეების დროინდელი თიხის მილებიც. XVI-XVIII საუკუნეებში, მტრის ხშირი შემოსევის გამო, ბორჯომის ხეობის წყაროები მცირე ხნით დაივიწყეს და მხოლოდ XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის პერიოდში, ისინი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.

.ბორჯომი მიწის წიაღის საგანძურიდან

,,ბორჯომის“ მინერალური წყლის ფორმირება ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკის ყველაზე მაღალი მთიანი ფერდობებიდან იწყება. ლომის- მთის გარშემო (სიმაღლე ზღვის დონიდან- 2187 მეტრი) შიშვლად მოჩანს კარბონატული და ვულკანური ფორმირების კლდოვანი ქანები. ისინი ბორჯომის ხეობის გასწვრივ თითქმის 50 კილომეტრზეა გადაჭიმული და დაახლოებით 1,5-3 კილომეტრ სიღრმეზე იძირებიან. კლდოვანი ქანების მიკრობზარებსა და ნაპრალებში ატმოსფერული და მყინარული წყლები იჟონება.

სპეციალისტების აზრით, მიწისქვეშა ცხოვრება რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დუღს: წყალი აქ უფრო მეტად ორთქლდება და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ქიმიურ რეაქციაში შედის გარშემო არსებულ სიღრმულ გეოლოგიურ ქანებთან. შედეგად წარმოიქმნება ,,ბორჯომის“ ორი ძირითადი კომპონენტი _ ჰიდროკარბონატი და ნახშირორჟანგი. გზადაგზა კი, წყალს კიდევ ემატება რამდენიმე ათეული ქიმიური ელემენტი. მიწისქვეშა ფაბრიკა ნედლეულით მარაგდება როგორც ზედაპირიდან ისე მიწის სიღრმიდან. ზედაპირიდან – ბუნებრივი ნალექის სახით, სიღრმიდან კი პირველქმნილი, ანუ  იონურ-მოლეკულური წყლებით, რომელიც ჟანგბადისა და წყალბადის შემადგენელი მაგმისგან წარმოიქმნება. ნახშირორჟანგა გაზით გაჯერებული წყალი მიწის სიღრმიდან მაღლა მიიწევს და თან ატმოსფერული, ჯერ კიდევ დაუბინძურებელი ნალექით ზავდება, შემდეგ კი  გზას მიიკვლევს ვულკანოგენურ კლდეებში.

ცნობილია, რომ ვულკანოგენური ნალექები მიწის ქერქში არსებულ თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს. ლომის-მთის ზედაპირიდან ინფილტრილებულ წყლებთან შეხებისას უამრავი სასარგებლო ელემენტი იკარგება, ნაწილი კი თანდათანობით წყლის შემადგენლობაში გადადის. წყლისმატარებელ კომპლექსში ერთმანეთს ერევა ნახშირორჟანგა გაზი და ლომის-მთის ზედაპირული წყლები, მაღალი ტემპერატურის ზეგავლენით, გაზით ამჩატებული მინერალური წყალი მიწის ზემოთ ამოედინება. თუკი გაზირებულწყლიან ბოთლს შეარხევთ და მერე გახსნით, ნახშირორჟანგა გაზით შემსუბუქებული წყალი შადრევანივით ამოაფრქვევა. სწორედ ასეთი პრინციპით მუშაობენ ბორჯომის მინერალური წყლის საბადოებიც. ჯერ კიდევ მიწის ქვეშ წყალი მდიდრდება ნახშირორჟანგა გაზით, გამდიდრებული მინერალური წყალი თერმოლიფტით (მიწიდან ამოსული ,,ბორჯომის“ ტემპერატურა ცელსიუსით 37-41 გრადუსია)  ამოედინება 200 – 1500 მეტრი სიღრმიდან ყოველგვარი საქაჩი მოწყობილობების გარეშე.

.,,ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნები

120 წლის წინ, შორეულ 1890 წელს, მინერალური წყლების პარკში (დღევანდელი ბორჯომის ცენტრალური პარკი) ,,ბორჯომის“ პირველი ჩამომსხმელი ქარხანა ამუშავდა. მუქი მწვანე ფერის ბოთლები სათითაოდ, ხელით ივსებოდა, ილუქებოდა და უსაფრთხოდ გადატანის მიზნით  სპეციალურად მოწნულ თივის ჩაჩებში გახვეული, ხის ყუთში თავსდებოდა. მცირე დროში სპეციალურად ,,ბორჯომის“ საჭიროებებისთვის აშენდა მინისა და ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც აწარმოებდნენ ბოთლებს, ყუთებსა და ნახერხს.

დღეს ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხანაა. ორივე ქარხანა ლიდერია როგორც წარმოებული პროდუქციის მოცულობით, ისე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით. უახლესი აღჭურვილობა, მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებული წარმოების პროცესი – ამ ყველაფერმა განაპირობა ქარხნების მიერ  მინერალური წყლების ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

პროდუქციის წარმოება მიმდინარეობს თანამედროვე ევროპულ და ავტომატიზებულ ტენოლოგიურ ხაზებზე. მათი სიმძლავრე კომპანიას საშუალებას აძლევს, მთლიანად აითვისოს მოპოვებული მინერალური წყლის რესურსი. ორივე ქარხანაში მკაცრად დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად  და გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობს პროდუქციის ხარისხისა და წყაროს წლის შემოწმება, რისთვისაც ქარხნებში შექმნილია თანამედროვე ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები. წყაროს და მინერალური წყლის ყველა ანალიზი ტარდება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტისა  და ევროკომისიის დირექტივების შესაბამისად.

ქარხნების მოკლე ისტორია

1953 წელს ბორჯომ–ბაკურიანის გზაზე აშენდა ახალი, თანამედროვე ჩამომსხმელი ქარხანა N 1, ხოლო 16 წლის შემდეგ, 1969 წელს, სოფ ყვიბისთან ახლოს  N 2-ე ჩამომსხმელი ქარხანა აშენდა. მოთხოვნა მაშინდელ ყველაზე პოპულარულ წყალზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით იმდენად მაღალი იყო, რომ ორივე ქარხანა სრული სიმძლავრით მუშაობდა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ათწლეულში (1980-1990 წლებში) ორივე ქარხანა წელიწადში  400 მილიონ ბოთლ პროდუქციას აწარმოებდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქარხნების წარმადობა 70%-ით შემცირდა.

•           1995 წელს იწყება ახალი ერა ჩამომსხმელი ქარხნების ისტორიაში და შესაბამისად ინვესტიციების მოზიდვის პროცესიც დაიწყო

•           კომპანია GG&MW, ამჟამინდელი ,,IDS ბორჯომი საქართველო  სირთულეების დასაძლევად და დარგის კრიზისიდან გამოსაყვანად, ატარებს მთელ რიგ ღონისძიებებს: წარმოების მოდერნიზაციაში ინვესტიციების დაბანდება, ტექნოლოგიური ბაზის დახვეწა, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, საწარმოო და ფინანსური დისციპლინის გამკაცრება;

•           1998 წელს N 2-ე ქარხანაში დაიწყო ,,ბორჯომის“ წარმოება PET  შეფუთვაში

•           1999 წელს N 2-ე ქარხანაში დაიწყო არაგაზირებული წყაროს წყლის ,,ბორჯომის წყაროების  წარმოება

•           2002 წელს N 2-ე ქარხანაში დაიწყო არაგაზირებული წყაროს წყლის ,,ბაკურიანი-ს წარმოება 5-ლიტრიან, 2008 წლიდან კი 6-ლიტრიან PET  ბოცებში.

•           2004 წელს ქარხნების მოდერნიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა N1 ჩამომსხელი ქარხანა. კერძოდ, დამონტაჟდა ახალი ევროპული (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) ჩამომსხმელი ხაზები, ჩატარდა ქარხნების შენობებისა და საწყობების რეკონსტრუქცია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქარხნის წლიური წარმადობა გაიზარდა 200 მლნ. ბოთლამდე. კომპანიის მიერ გაწეულმა ინვესტიციამ 12 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რამდენიმე წლით ადრე ბორჯომის ხეობის სოფელ ყვიბისში მდებარე N 2-ე ჩამოსხმელი ქარხნის მოდერნიზაციაში კომპანიამ 18 მლნ. აშშ დოლარი დააბანდა, რის შედეგადაც ამ ქარხნის წლიური წარმადობა 150 მლნ. პლასტიკურ ბოთლამდე გაიზარდა.

•           2007 წლის მაისში ცნობილმა საერთაშორისო სასერტიფიკატო კომპანიამ ,,Bureau Veritas” ჩაატარა ჩამომსხმელი ქარხნების აუდიტი, რის შედეგადაც ქარხნებს კვების პროდუქტების უსაფრთხო და ხარისხიანი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 22000 მიენიჭა;

•           2006 წელს არაგაზირებული წყაროს წყლის ,,ბაკურიანის“ პორტფელი გაფართოვდა და კომპანიამ მისი ჩამოსხმა 19-ლიტრიან ბალონებში დაიწყო. 2010 წლიდან ბაზარზე ,,ბაკურიანი“ გამოდის: 0.5, 0.75, 1.5, 3, 6 და 19 ლიტრი PET  შეფუთვით.

•           2007 წელს იწყება ახალი ბრენდის – მინერალური წყლის – ,,ლიკანის“  წარმოება.

..,,ბორჯომის“ ასორტიმენტი

მინერალური წყალი „ბორჯომი“ დღეს ბაზარზე წარმოდგენილის ოთხნაირი შეფუთვით:

  • შუშის ბოთლი 0,33 ლ (გამოყენების ვადა — 2 წელი ჩამოსხმის დღიდან);
  • შუშის ბოთლში 0,5 ლ (გამოყენების ვადა — 2 წელი ჩამოსხმის დღიდან);
  • პლასტიკურ ბოთლში 0,5 ლ (გამოყენების ვადა — 1 წელი ჩამოსხმის დღიდან);
  • პლასტიკურ ბოთლში 1 ლ (გამოყენების ვადა — 1 წელი ჩამოსხმის დღიდან).

,,ბორჯომი“ დღეს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია  წარმოდგენილი:

საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ისრაელი, აშშ, ავსტრია, ავსტრალია, კანადა, იაპონია, არაბთა, გაერთიანებული, საემიროები, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, თურქეთი, თურქმენეთი, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია.

..,,ბორჯომის“ ხარისხი და კონტროლი

ბორჯომის ეროვნული ნაკრძალის სუფთა და პირველყოფადი ბუნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ,,ბორჯომის“ მინერალური წყლით ამარაგებს.

ბორჯომის და ლიკანის მინერალური წყლის საბადოზე 22 ჭაბურღილია გაყვანილი. მათგან 10 მინერალური წყლის წარმოებისთვის გამოიყენება, ხოლო დანარჩენებზე წყლის პარამეტრების (წყლის დონე, წნევა, ტემპერატურა და სხვ.) მონიტორინგი ხორციელდება. 2000 წელს აღნიშნულ ჭაბურღილებზე, მიმდებარე ინფრასტრუქტურაზე და ასევე საერთო სიგრძით 25-კილომეტრიან უჟანგავ მილსადენზე  სარემონტო სამუშაოები დაიწყო., რაც საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებას ისახავდა მიზნად.

საბადოს ჰიდროგეოლოგიური შეფასებისათვის და მისი განვითარებისათვის კომპანია რეგულარულად იღებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მომსახურებას, ისეთების, როგორებიცაა Gamma (საქართველო), Zenith Consulting  (დიდი ბრიტანეთი), Antea (საფრანგეთი), SGS – INSTITUT FRESENIUS (გერმანია).

ქარხანაში დანერგილი ხარისხის კონტროლის კომპლექსური სისტემები უზრუნველყოფს სტაბილურად მაღალი მაჩვენებელების შენარჩუნებას. წყლის სინჯები რეგულარულად იგზავნება თბილისსა და იმპორტიორი ქვეყნების შესაბამის სერთიფიცირებულ ლაბორატორიებში. კომპანიაში არსებული ხარისხის კონტროლის სისტემა სრულიად მიესადაგება ISO 22000 პრინციპებს. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ საბოლოო პროდუქტის ხარისხი და  უსაფრთხოების მაჩვენებელი მუდმივად კონტროლდებოდეს – მისი მოპოვებიდან დაწყებული, დამკვეთისთვის ჩაბარების ეტაპამდე.

.ბორჯომის“  სტაბილურობა

XIX საუკუნიდან მოყოლებული „ბორჯომის“ უნიკალური თვისებების შესახებ დაიწერა 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, ჩატარდა უამრავი სამედიცინო კვლევა. 170 წელზე მეტია, ბორჯომის მინერალურ წყაროებს ზედმიწევნით იკვლევენ ჰიდროგეოლოგები და ქიმიკოსები, რომლებიც ადასტურებენ დებიტის სტაბილურობას და მდგრადობას, ტემპერატურას, წყლის ქიმიურ თვისებებსა და მის მინერალურ შემადგენლობას. მუდმივად წარმოებს წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები, ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში. კომპანია იყენებს წყლის რესურსების საყოველთაოდ ცნობილ  BUDGEE მონაცემთა ბაზას, რომელიც ზუსტად იძლევა ინფორმაციას ამა თუ იმ წყაროს მდგომარეობის შესახებ. ჰიდროგეოლოგები-ს საბადოს კარდიოგრამას უწოდებენ.

ბორჯომის“  წყლის მინერალური შემადგენლობა    მგ/ლ

ჰიდროკარბონატები                               3500-5000

ქლორიდები                                             250-500

ნატრიუმი და კალიუმი                         1200-2000

კალციუმი                                                 20-150

საერთო მინერალიზაცია                       5,5-7,5 გ/ლ

..ბორჯომის“  სამკურნალო თვისებები

ორგანიზმის გაწმენდა

ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის წყალობით „ბორჯომი“ მოქმედებს, როგორც „შიდა შხაპი“ და შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს. ის მატებს იმუნიტეტს და ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს.

კვების ჰიგიენის სპეციალისტთა თანახმად, თანამედროვე მავნე ეკოლოგიური პირობებისა და არაბალანსირებული კვების გამო დარღვეულია ადამიანის ორგანიზმის ტუტე-მჟავას წონასწორობა (pH) და მატება აღინიშნება მჟავიანობის მხრივ. „ბორჯომის“ რეგულარული მიღება აბალანსებს pH-ის დონეს და ასევე, ქმნის ოპტიმალურ პირობებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისათვის. ასევე „ბორჯომი“ აუმჯობესებს ნაწლავთა მუშაობას და ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები.

რამდენადაც, „ბორჯომი“ გამოირჩევა მინერალთა დაბალანსებული შემცველობით, ტრადიციულად, ბევრი ადამიანი მას სვამს, როგორც სუფრის წყალს. მაგალითად, კალციუმი „ბორჯომში“ 100 მგ-ზე ნაკლებია, რაც დასაშვებია ყოველდღიური მოხმარებისთვის — მარილთა დაგროვების რისკი არის მხოლოდ მაშინ, როდესაც კალციუმის შემცველობა 200 მგ/ლ-ს აჭარბებს.

გახდომა

დიეტოლოგები ჭარბწონიან ადამიანებს ურჩევენ, სვან ჩვეულებრივზე მეტი „ბორჯომი“. იგი დადებითად მოქმედებს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლაზე და წარმოქმნის ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ), რომლის დაშლისასაც გამოიყოფა ენერგია.

აღსანიშნავია, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ექიმები ურჩევენ მოერიდონ ძლიერგაზირებულ წყალს, რადგან ის სტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ანუ იწვევს შიმშილის გრძნობას. ამიტომ, მათ, ვისაც გახდომა სურს, „ბორჯომის“ მიღებამდე რეკომენდაცია ეძლევათ გამოუშვან მისგან ნახშირბადის დიოქსიდის გაზი.

კბილები

სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „ბორჯომი“ სასარგებლოა კბილებისთვის. ეს მინერალური წყალი შეიცავს ფტორიდის და იოდიდის იონებს, რაც ამცირებს კარიესის გაჩენის შესაძლებლობას.[4]

რას მკურნალობს „ბორჯომი

….

..საინტერესო ფაქტები „ბორჯომის“ შესახებ

•           ცნობილი მინერალური წყლის ,,ბორჯომი“-ს წარმოება 120 წლის წინ დაიწყო. იგი ფლაგმანი ბრენდია კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველო“ -ს პორტფელში;

•           1997 წელს კომპანიამ ,,IDS ბორჯომი საქართველო“ ტენდერის საფუძველზე მოიპოვა 10 წლიანი ლიცენზია ,,ბორჯომის“ ექსკლუზიურად მოპოვებასა და ჩამოსხმაზე.

•           იმავე, 1997 წელს, მკაფიო და გონივრული სტრატეგიის წყალობით კომპანიამ მოახერხა მოეზიდა რამდენიმე ავტორიტეტული ინვესტორი, მათ შორის რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი, მსოფლიო ბანკი, ჰოლანდიური ფონდი  ING-Barings Fund.

•           2002 წელს კომპანია გაერთიანდა ახლადშექმნილ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიასთან IDS Borjomi International, სადაც მოგვიანებით, გაწევრიანდნენ უკრაინული და რუსული მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიები;

•           2005 წელს ბრენდი ,,ბორჯომი“ გაყიდვების მოცულობით რუსეთის ფედერაციის ბაზარზე ლიდერი ბრენდების სამეულში შევიდა.

•           2006 წელს მომხმარებელთა უფლებების დამცველმა რუსეთის ფედერალურმა სააგენტომ აკრძალა საქართველოში წარმოებული ყველა პროდუქტის გაყიდვა რუსეთის ტერიტორიაზე. აკრძალული პროდუქტეის ნუსხაში ,,ბორჯომიც“ მოხვდა.

•           რუსული აკრძალვის შედეგად კომპანიამ საექსპორტო გაყიდვების 60% დაკარგა;

•           2006 წლიდან კომპანია აფართოვებს გაყიდვების არეალს და გადის ახალ ბაზრებზე ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირის ქვეყნებში.

•           2007 წლის 15 ივნისს კომპანიამ ,,IDS ბორჯომი საქართველო“ მიიღო საერთაშორისო სტანდარტის უსაფრთხო პროდუქციის სერტიფიკატი  ISO 22000.

•           2007 წელს კომპანიამ მინერალური წყლის ახალი ბრენდი, დაბალი მინერალიზაციის მქონე ბუნებრივი მინერალური წყალი ,,ლიკანი“ გამოიტანა ბაზარზე. მართებული მარკეტინგული სტრატეგიის წყალობით, 2 წლის შემდეგ ,,ლიკანი“ ქართული  მინერალური წყლების ბაზრის 25%-ს იკავებს;

•           2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონის ფარგლებში კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველო“-მ შეიძინა 25 წლიანი ლიცენზია მინერალური წყლის ,,ბორჯომის“ მოპოვებასა და ჩამოსხმაზე.

ბორჯომისთვის“ დამახასიათებელი მოცისფრო-მომწვანო ფერის ბოთლი დაპატენტებულია და მას სახელად ეწოდება „ქართული მწვანე“ (Georgian Green).

უინსტონ ჩერჩილის საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს მაგიდაზე მას სულ ედო „ბორჯომის“ ბოთლები. ეს ოფიციალური პროტოკოლის განუყოფელი ნაწილი იყო.

კოსმოსიდან მიწაზე დაშვების შემდეგ, იური გაგარინმა პირველი რაც მოითხოვა, იყო ,,ბორჯომი“. ამის შესახებ მოყვა პროფესორმა ვოლოვიჩმა, რომელიც სამძებრო–სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

სპექტაკლების რეპეტიციისას ცნობილი საბჭოთა თეატრალური რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი ყოველთვის პარტერის მეთორმეტე რიგში იჯდა, სადაც მისთვის წინასწარ გამზადებული იყო „ბორჯომის“ ბოთლი.

ფილმს „სოლარისის“ გადაღებისას სოლარისტიკის შესახებ კონფერენციის სცენაში მაგიდაზე იდგა „ბორჯომი“. გადამღები ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ სცენა თამაშდება შორეულ მომავალში და ბოთლის ეტიკეტი ან უნდა შებრუნდეს კამერის საპირისპირო მხარეს, ან მას უნდა გადაეკრას რაიმე სხვა, გამოგონილი ეტიკეტი. მაგრამ ფილმის რეჟისორმა ანდრეი ტარკოვსკიმ თავისი გაიტანა, ბოთლი უნდა მდგარიყო ისე, რომ მისი ნამდვილი ეტიკეტი გამოჩენილიყო კამერაში. იგი დარწმუნებული იყო, რომ შორეულ მომავალშიც „ბორჯომი“ უეჭველად იქნებოდა.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო პორთფელი მინერალური წყლის შემდეგ ბრენდებს მოიცავს:  „ბორჯომი“,  „ლიკანი“,  „ბორჯომის წყაროები“, „ბაკურიანი“.

—————————————————————–

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..