გაუწყლოვნება ბავშვებში

წყალი

რას წარმოადგენს გაუწყლოება? ეს არის მდგომარეობა,  როდესაც ბავშვის ორგანიზმი იღებს იმაზე ნაკლები რაოდენობის სითხეს,  ვიდრე ეს საჭიროა.

ასეთი მდგომარეობის მიმართ ბავშვები ბევრად უფრო მიდრეკილნი არიან,  ვიდრე მოზრდილები. გაუწყლოება ვითარდება მაშინ,  როდესაც ბავშვის ორგანიზმის მიერ ღებინების, ფაღარათის,   ოფლიანობის,  მაღალი ტემპერატურის ფონზე დაკარგული სითხის რაოდენობა აღემატება მიღებული სითხის რაოდენობას.

გაუწყლოების სიმძიმის ხარისხი სხვადასხვაა. არის მსუბუქი სიმძიმის,  რომელთანაც გამკლავება ძალიან ადვილია,  საშუალო სიმძიმის და სიცოცხლისათვის მეტად საშიში მძიმე ხარისხის.

გაუწყლოების სიმპტომები ბავშვებში:

მოდუნება;

7-8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შარდის გამოყოფის შეფერხება;

შარდი არის მუქი ფერის და აქვს მძაფრი სუნი,   ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში;

გამომშრალი პირის ღრუ და ტუჩები;

ტირილის დროს ცრემლის არარსებობა;

მძიმე გაუწყლოვების სიმპტომები:

ცივი კიდურები,  ნამიანი კანი.

თავბრუსხვევა და ბოდვა.

დაღლილობა და ძილიანობა.

მცირე ასაკის ბავშვებში გაუწყლოების მძიმე ფორმა საკმაოდ სწრაფად ვითარდება,  ამიტომ საჭიროა ექიმთან დროული კონსულტაცია. შესაძლებელია საჭირო გახდეს სითხის ინტრავენური გადასხმა მანამ,  სანამ არ დაიწყება ორგანიზმის რეჰიდრატაცია. საშუალო სიმძიმის გაუწყლოების შემთხვევაში მკურნალი ექიმის მიერ ინიშნება სპეციალური ელექტროლიტური ხსნარებით მკურნალობა (რეჰიდრონი),  რომელიც ორგანიზმს მოამარაგებს დაკარგული სითხითა და მარილებით. ელექტროლიტური ხსნარი არ უნდა შეიცვალოს სპორტული სასმელებით. მიუხედავად იმისა,  რომ სპორტული სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით ელექტროლიტებს,  მათში მაღალი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი შაქარი. იქიდან გამომდინარე,  რომ ელექტროლიტური ხსნარი არც თუ გემრიელი დასალევია ბავშვებისათვის,   შესაძლებელია სასმელის მოსახერხებელი ფორმით მიწოდება.

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ორგანიზმის გაუწყლოება?

აუცილებელია მშობელი დარწმუნდეს იმაში,  რომ მისი ბავშვი იღებს საჭირო რაოდენობის სითხეს,  განსაკუთრებით ცხელ ამინდში და როდესაც ავადმყოფობს. აუცილებელია ბავშვს მიეწოდოს წყლის დიდი რაოდენობა. არ არის მიზანშეწონილი გაზიანი სასმლის მიღება,  რომელიც ქმნის კარიესის საშიშროებას. ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც,  რომ გაუწყლოვების დროს ბავშვის ორგანიზმი კარგავს არა მარტო სითხეს,  არამედ დიდი რაოდენობით ელექტროლიტებსაც,  ამიტომ საჭიროა მათი რაოდენობის აღდგენაც.

განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო შემდეგი სიტუაციების დროს:

ძლიერი სიცხე;

ორგანიზმის გადახურება: მომატებული ფიზიკური დატვირთვა ცხელ დღეებში ან ჩახუთულ გარემოში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა იწვევს ოფლიანობასა და დიდი რაოდენობით სითხის კარგვას.

ფაღარათი: თუ ბავშვი ავადმყოფობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადებით,  განსაკუთრებით მწვავე გასტორენტერიტით,  სითხის დაკარგვა აქტიურად ხდება პირღებინებისა და კუჭის მოქმედების შედეგად. არ არის მიზანშეწონილი ტკბილი წვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტების მიცემა,  ეს უფრო დაამძიმებს მდგომარეობას. აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ იმაში,  რომ ბავშვი დიდი რაოდენობით იღებს წყალს.

პირღებინება: კუჭ-ნაწლავის ვირუსები და სხვადასხვა ინფექციები ხშირად იწვევენ პირღებინებას. ბავშვი ვერ ინარჩუნებს მიღებული სითხის რაოდენობას და იქმნება გაუწყლოების საშიშროება. აუცილებელია სითხის მცირე ულუფებით მიცემა (ამ მხრივ საუკეთესოა ელექტროლიტური ხსნარი),  დაიწყეთ ორი ჩაის კოვზით ყოველ 5 წუთში ერთხელ. მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში გააორმაგეთ დოზა.

ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე: ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ყელის ტკივილი ან პირის ღრუში არსებული ვირუსული ინფექცია. ამ შემთხევაში საუკეთესოა გამაგრილებელი სასმელი,  მხოლოდ უნდა მოერიდოთ ციტრუსებზე დამზადებულ სასმელს,  ისინი იწვევენ პირის ღრუს რბილი ქსოვილების წვას.

აღებულია: http://www.babycenter.ru/toddler/firstaid/dehydration/

_______________________________________________

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..