[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


MTVI agency მრავალი წელია წამატებით მუშაობს ბიზნეს-გეგმების მომზადებასა და ბიზნესების დაპროექტებაზე. საქართველოსათვის ერთ-ერთი პერსპექტიული ბიზნესი ჩვენი ტბები და წყალსაცავებია. ტბების, წყალსაცავების, ტბორების  მეპატრონეებს ვთავაზობთ ბიზნეს-გეგმების მომზადებას გრანტების, შეღავათიანი კრედიტების, ჩვეულებრივი კრედიტებისა თუ ინვესტორთა ძიებისათვის  577 235 400, Caumednet@gmaul.com; skype-medgeo.net

საქართველოში 860-მდე ტბაა. უმეტესობა ძალიან პატარაა. ამიტომაც ტბათა საერთო საფარი 170 კმ2-ს არ აღემატება (რესპუბლიკის ტერიტორიის 0,24%). სიმცირის მიუხედავად, საქართველოს ტბები მრავაფეროვანი გენეზისით გამოირჩევა.

აქ არის ტექტონიკური, მყინვარული (ყველაზე დიდი რაოდენობით), მდინარეული, სანაპირო, კარსტული, სუფოზიური, შეგუბებული, მეწყრული და ბოლოს, ანთროპოგენური ტბები.

ისინი ძირითადად საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ამიტომაც ტბათა დონის რყევა ხდება უმთავრესად გაპირობებულია ნალექების წლიური განაწილებით და იმ მდინარეთა რეჟიმით, რომლებიც ტბებში ჩაედინება. გამოიყოფა დონეთა რეჟიმის 4 ტიპი.

პირველს მიეკუთვნებიან კავკასიონის დაბალ- და საშუალმთიანი ზონის ტბები, რომელთა დონე მაქსიმუმს აღწევს მაის-ივნისში, მინიმალურს – თებერვალ-მარტში. ხოლო მეორე ტიპს მიეკუთვნება საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ტბები, მაქსიმალური დონე მათ გაზაფზულზე აქვთ (მაისში), მინიმალური სექტემბერში.

მესამე ტიპს კოლხეთის დაბლობის ტბები მიეკუთვნება. ამ ტბების დონეთა ცვალებადობა მთელი წლის განმავლობაში წვიმებითაა გამოწვეული. მეოთხე ტიპში ერთიანდება მტკვარ-ალაზნის მთათაშორისი დეპრესიის ტბები. მათთვის დამახასიათებელია გაზაფხული-ზაფხულის მაქსიმუმი და შემოდგომის მინიმუმი.

საქართველოში ჭარბობს მტკნარი ტბები, რომელთა ნაწილი მეტად მცირე მარილს შეიცავს (34,1-100 მგ/ლ), მაგრამ არის მლაშე ტბებიც (24 გ/ლ-დან 69 გ/ლ-მდე). ასეთია ივრის ზეგნის ტბები. საქართველოს ტბები 3 ჰიდროქიმიურ ფორმაციას მიეკუთვნებიან: ჰიდროკარბონატულს, ქლორიდულს და სულფატურს. ყველაზე მეტია ჰიდროკარბონატული ფორმაციის ტბები, უფრო ნაკლები ქლორიდული, ხოლო კიდევ უფრო ნაკლები – სულფატური.

ფართობით საქართველოში ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, მოცულობით – ტაბაწყურისა, სიღრმით – რიწისა, იგი უღრმესია ამიერკავკასიის ტბებს შორისაც (იხ. ცხრილი 2).

საქართველოს ტერიტორიაზე 12 წყალსაცავია. წყალსაცავების ჯამური ფართობია 107 კმ2, ხოლო წყლის მოცულობა – 2.4 კმ3. წყალსაცავების ჯამური მოცულობა საქართველოს მდინარეთა წლიური ჩამონადენის 5,1%-ს შეადგენს (იხ. ცხრილი 3). წყალსაცავების წყალი ძირითადად გამოყენებულია ჰიდროელექტროსადგურების ასამუშავებლად და სარწყავად.

ცხრილი. 3 – საქართველოს მნიშვნელოვანი წყალსაცავები

სარკის ფართობი
(კმ2)
მოცულობა
(მლნ მ3)
უდიდესისიღრმე (მ)
წალკის
სიონის

12.8

325

67

თბილისის
(სამგორის)

11.6

305

45

გალის

8.2

141

50

შაორის

9.2

90.6

14.5

ტყიბულის

12.1

84

12.5

ენგურის
(ჯვრის)

10.10

1100

250

გუმათის

3.12

42

24

ლაჯანურის

1.4

25

65

ცხრილი. 2 – მნიშვნელოვანი ტბები

ცხრილი. 2 – მნიშვნელოვანი ტბები სარკის ფართობი
(კმ2)
სიმაღლე
(ზ. დ. მ)
წყლის მოცულობა
(მლნ მ3)
უდიდესი
სიღრმე (მ)
ფარავანი

37.5

2073

90.8

3.3

ხოზაფინი
(კარწახი)

26.3

1799

19.3

1

პალიასტომი

18.2

-0.3

52.0

3.2

ტაბაწყური

14.2

1997

221.0

40.2

ხანჩალი

13.3

1925

6.4

0.7

ჯანდარი

10.6

291

51.0

7.2

მადათაფა

8.78

2108

9.5

1.7

საღამოს ტბა

4.81

1996

7.7

2.3

რიწა

1.49

1884

94.0

101

ყელის ტბა

1.26

2914

31.7

63

ბაზალეთი

1.22

878

8.6

7.0

(ქსე.1991 წ.)

ბმები: საიტი ,,წყალი”


Comments are closed.

vaka