A ჰიპოვიტმინოზი
A ვიტამინის (რეტინოლის) ნაკლებობა იწვევს ეპითელური ქსოვილის გენერალიზირებულ დაზიანებასა და ღამის მხედველობის დაქვეითებას.
კლინიკური სურათი
A ჰიპოვიტამინოზის კლინიკური სურათი მოიცავს: კანის სიმშრალე, პიოდერმია, ფურუნკულოზი, რინიტი, ბრონქიტი, კონიუნქტივიტი, ქსეროფთალმია, ეპიდერმისის რქოვანა შრის პერფორაცია და სიბრმავე.
პროფილაქტიკა და მკურნალობა
A ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ხდება დაბალანსებული საკვები რაციონით, რომელშიც უნდა შედიოდეს ცხიმოვანი წარმოშობის ბეტა-კაროტინით მდიდარი პროდუქტები. კაროტინიდან ვიტამინი A-ს მიღება ხორციელდება ნაწლავის კედელში არსებული ფერმენტ კაროტინაზას მეშვეობით. ამ გარდაქმნას ექვემდებარება საკვებიდან მიღებული კაროტინის მხოლოდ 50 %-ი, ხოლო ორგანიზმი ითვისებს მთლიანი კაროტინის დაახლოებით 1/3. მაშასადამე, საკვებიდან მიღებული კაროტინის 1/6 შეიწოვება ორგანიზმში. ორგანიზმის ვიტამინ A-ზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება რეკომენდებულია 1/3 ცხიმოვანი, ხოლო 2/3 მცენრეული წარმოშობის პროდუქტების მიღებით. ზრდასრული ადამიანის ვიტამინ A-ს მოთხოვნილება დღეღამეში შეადგენენს 1000 რეტინოლურ ეკვივალენტს (1 რეტინოლის ეკვივალენტი უდრის 1მკგ რეტინოლს, ან 6 მკგ ბე-კაროტინის და შეესაბამება 3,3 საერთაშორისო სტანდარტულ ერთეულს).
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988