აბორტის შემდგომი გართულებები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”  
ორსულობის დასადგენი ტესტები ,,ამაზონზე”
ქალის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები  
ლუბრიკანტები  
სპერმიციდები

აბორტის შემდგომი ინფექციური გართულებები

აბორტის შემდგომი გართულებები ყველაზე ხშირად ინფექციური ხასიათისაა. საშვილოსნოზე ქირურგიული ჩარევის შედეგად ხელსაყრელი პირობები იქმნება მავნე მიკროორგანიზმების სისხლით გავრცელებისა და ანთებითი პროცესის განვითარებისათვის. გარდა ამისა, აბორტს ყოველთვის თან ახლავს სისხლის დიდი რაოდენობით კარგვა, რაც კიდევ ერთი პირობაა ბაქტერიების გამრავლებისათვის.
ინფექციური პროცესის დროულად აღმოჩენა და მკურნალობა თავიდან აგვაცილებს სეპტიკური შოკის განვითარებას, რაც ხშირად მთავრდება ლეტალური გამოსავალით.
სტატისტიკურად აბორტის შედეგად სიკვდილიანობის ნახევარი სწორედ სეპტიკურ შოკზე მოდის. ამასთან ქალების 80% იღუპება სამკურნალო დაწესებულების გარეთ, ერთი შეხედვით წარმატებით დასრულებული აბორტიდან გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ ინფექციური გართულებები ყოველთვის არაა დაკავშირებული ექიმის დაუდევრობასთან ან ოპერაციის ჩატარების წესების დარღვევასთან. ინფექციის წყაროს  შეიძლება წარმოადგენდეს  ნებისმიერი შინაგანი ორგანო, სადაც ანთების ფარული კერა არსებობს, მაგალითად ქრონიკული ჰაიმორიტი, რინიტი, ტონზილიტი, გასტრიტი, ბრონქიტი, ადნექსიტი, კარიესი და რა თქმა უნდა საშოს ანთებითი და ინფექციური დაავადებები.

აბორტის შემდგომი  სისხლდენა საშვილოსნოდან

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გართულებაა საშვილოსნოდან სისხლდენა, რაც წარუმატებელი აბორტის შემდეგ ყოველი მეშვიდე ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება. ორსულობის დადგომისას საშვილოსნო იმატებს ზომებში და მის კედელში, რომელსაც ენდომეტრიუმი ეწოდება, მნიშვნელოვნად იზრდება სისხლძარღვთა რიცხვი.
აბორტის დროს საშვილოსნოს კედლიდან ხდება არამხოლოდ ემბრიონის, არამედ ენდომეტრიუმის მოცილება და სისხლძარღვთა დაზიანებაც, რაც განაპირობებს სისხლდენას. აბორტის შემდგომი სისხლდენა გაცილებით მასიურია მენსტრუაციასთან შედარებით, თუმცა ამ შემთხვევაში წყდება რამდენიმე საათის განმავლობაში სისხლძარღვში თრომბების  წარმოქმნის შედეგად.
მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სისხლის შედედების სისტემაში დარღვევებს აქვს ადგილი, სისხლის დიდი დანაკარგი ზრდის ლეტალური გამოსავლის  რისკს.

აბორტის შემდგომი  საშვილოსნოს პერფორაცია

არცთუ იშვიათი გართულებაა საშვილოსნოს პერფორაცია, მისი დაზიანება ქირურგიული ინსტრუმენტებით.  თუმცა ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში სრულიადაც არაა ექიმის არაპროფესიო­ნალიზმის ბრალი, რადგანაც აბორტი ეგრეთ წოდებულ „ბრმა“ ქირურგიულ ოპერაციათა რიცხვს მიეკუთვნება – ექიმი ვერ ხედავს საშვილოსნოს ღრუს, მის კედელს, ემბრიონის განლაგებას, „მუშაობს ბრმად“.
დაზიანების ხასიათისდა  მიხედვით გართულებებიც სხვადასხვა სიმძიმისაა: სისხლდენის გაძლიერება, მსხვილი სისხლძარღვების, ნერვების დაზიანება, საშვილოსნოს ყელის ტრავმა, ასევე საშვილოსნოს მეზობლად მდებარე ორგანოების, ნაწლავებისა და შარდის ბუშტის დაზიანება.
გართულებები ზოგჯერ იმდენად სერიოზულია, რომ დგება სასწრაფოდ ოპერაციის ჩატარებისა და საშვილოსნოს ამოღების საკითხი.

აბორტის შემდგომი  უშვილობა

აბორტის შემდგომი გართულებათა რიცხვს  მიეკუთვნება უშვილობაც. სამწუხაროდ, ბევრი ქალი თვლის, რომ ასეთი შედეგი მხოლოდ მრავალრიცხოვანმა  აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან ხშირ შემთხვევაში უშვილობის მიზეზი ერთი ორსულობის შეწყვეტაც ხდება. დღევანდელი მონაცემებით უშვილობის ნახევარი და მკვდრადშობადობის შემთხვევების მესამედი სწორედ ერთხელ ჩატარებული აბორტის შედეგია.
ორსულობის დადგომისას ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს, რაც გავლენას ახდენს არამარტო სასქესო ორგანოებზე, არამედ ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე.
შეიძლება ითქვას, რომ ქალის ორგანიზმის ყველა უჯრედი  „უფრთხილდება“ საშვილოსნოში ჩასახულ ახალ სიცოცხლეს და როდესაც ხდება  ორსულობის უხეშად შეწყვეტა, ეს წარმოადგენს დარტყმას მთელი ორგანიზმის, განსაკუთებით კი ჰორმონული სფეროსათვის.
ამიტომაც აბორტი არამხოლოდ გინეკოლოგიური დაავადებაა, მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და უშვილობის, არამედ ენდოკრინული, ნერვული  და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ პათოლოგიური ცვლილებების  განვითარების მიზეზიცაა. გადასვლა მეანობა, გინეკოლოგია


აბორტის შემდგომი გართულებებილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🦠 აბორტის შემდგომი გართულებები ყველაზე ხშირად ინფექციური ხასიათისაა.
💉 საშვილოსნოზე ქირურგიული ჩარევის შედეგად ხელსაყრელი პირობები იქმნება მავნე მიკროორგანიზმების სისხლით გავრცელებისა და ანთებითი პროცესის განვითარებისათვის.
🩸 გარდა ამისა, აბორტს ყოველთვის თან ახლავს სისხლის დიდი რაოდენობით კარგვა, რაც კიდევ ერთი პირობაა ბაქტერიების გამრავლებისათვის.
🧑‍⚕️ უნდა აღინიშნოს, რომ ინფექციური გართულებები ყოველთვის არაა დაკავშირებული ექიმის დაუდევრობასთან ან ოპერაციის ჩატარების წესების დარღვევასთან.
📍 ინფექციის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი შინაგანი ორგანო, სადაც ანთების ფარული კერა არსებობს, მაგალითად:
✔️ ქრონიკული ჰაიმორიტი;
✔️ რინიტი;
✔️ ტონზილიტი;
✔️ გასტრიტი;
✔️ ბრონქიტი;
✔️ ადნექსიტი;
✔️ კარიესი;
✔️ საშოს ანთებითი და ინფექციური დაავადებები.
👉 შეიტყვეთ მეტი აბორტის შემდგომ სხვა გართულებებზეც – https://bit.ly/3XfCn7A
#აბორტი #აბორტისშემდგომიგართულებები #აბორტისშემდგომიინფექციურიგართულებები #აბორტისშემდგომისისხლდენასაშვილოსნოდან #აბორტისშემდგომისაშვილოსნოსპერფორაცია #აბორტისშემდგომიუშვილობა #ქრონიკულიჰაიმორიტი #რინიტი #ტონზილიტი #გასტრიტი #ბრონქიტი #ადენექსიტი #კარიესი #საშოსანთებითიდაავადებები #საშოსინფექციურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.