ადისონური კრიზი
ადისონური კრიზი ეს არის ადისონის დაავადების მძიმე გამოვლინება, განპირობებული თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობით, რომელიც დროული სამედიცინო ჩრევის გარეშე ლეტალურად მთავრდება. ადისონური კრიზის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა სტრესული სიტუაციები (ინფექცია, ინტოქსიკაცია, ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა, ოპერაციული ჩარევა), ასევე კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტა.
ადისონური კრიზი შეიძლება განვითარდეს მწვავედ, უეცრად (რამდენიმე საათში) და თანდათანობით (რამდენიმე დღის განმავლობაში). კრიზის დროს აღინიშნება დაავადების ყველა სიმპტომის გამწვავება. აღინიშნება ადინამია, ქვეითდება მადა, წონის კლება ანორექსიის ანვითრებამდე, გულისრევა, დიარეა, მუცელში ტკივილი, ღებინება, მატულობს დეჰიდრატაცია, ხშირად ძლიერდება პიგმენტაცია, ქვეითდება არტერიული წნევა, ჩნდება პირიდან აცეტონის სუნი და აცეტონურია; არცთუ იშვიათად აღინიშნება კლონური კრუნჩხვები. მკურნალობის გარეშე მდგომარეობა ხშირად მძიმდება და ვითარდება შეუჩერებელი ღებინება, დეჰიდრატაცია, კოლაფსი, ცნობიერების დაბინდვა კომატოზურ მდომარეობამდე, რომელიც შეიძლება დამთავრდეს ლეტალური გამოსავლით.
კრიზის დროს აღინიშნება სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, აზოტისა და შარდოვანას დაგროვება, ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება, შარდში ჰიალინური და მარცვლოვანი ცილინდრების, ცილის გაჩენა, შარდში მცირდება ანდროგენებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების მეტაბოლიტების გამოყოფა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988