აკროდიზოსტოზი

აკროდიზოსტოზი

 არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

აკროდიზოსტოზი, აკროდიზოსტოზის გამოვლინებები

აკროდიზოსტოზი –  იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ჩონჩხის აგებულების პათოლოგიით, აღინიშნება მოკლე არასწორად ჩამოყალიბებული კიდურების ძვლები, ცხვირის აგებულების ანომალია. დაავადების სხვა გამოვლინებებს მიეკუთვნება: მნიშვნელოვანი შეფერხება ზრდაში, სახისა და თავის უჩვეულო ფორმა (ქალას ძვლების პათოლოგიით განპირობებული). >>>>

აკროდიზოსტოზით დაავადებულ ჩვილებში აღინიშნება ხელებისა და ფეხების ძვლების არასწორი აგებულება, მოკლე თითები, ზედა ყბის ანომალიური განვითარება, თვალების ერთმანეთისაგან ძლიერი დაშორება და სახის აგებულების სხვა პათოლოგიები.

ხშირად აკროდიზოსტოზს თან ახლავს გონებრივი ჩამორჩენილობა და სიძნელეები სწავლასთან დაკავშირებით. დაავადების გადაცემა ზოგ შემთხვევაში შეიძლება   აუტოსომურ-დომინანტური ტიპით მოხდეს, თუმცა მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ არაა აღმოჩენილი გენი, რომელიც ასოცირებული იქნება მოცემულ დაავადებასთან. ხშირად აღინიშნება აკროდიზოსტოზის კავშირი მშობლების ასაკთან.

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები