აკროდიზოსტოზი

აკროდიზოსტოზი

აკროდიზოსტოზის გამოვლინებები

აკროდიზოსტოზი –  იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ჩონჩხის აგებულების პათოლოგიით, აღინიშნება მოკლე არასწორად ჩამოყალიბებული კიდურების ძვლები, ცხვირის აგებულების ანომალია.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

დაავადების სხვა გამოვლინებებს მიეკუთვნება: მნიშვნელოვანი შეფერხება ზრდაში, სახისა და თავის უჩვეულო ფორმა (ქალას ძვლების პათოლოგიით განპირობებული).
აკროდიზოსტოზით დაავადებულ ჩვილებში აღინიშნება ხელებისა და ფეხების ძვლების არასწორი აგებულება, მოკლე თითები, ზედა ყბის ანომალიური განვითარება, თვალების ერთმანეთისაგან ძლიერი დაშორება და სახის აგებულების სხვა პათოლოგიები.
ხშირად აკროდიზოსტოზს თან ახლავს გონებრივი ჩამორჩენილობა და სიძნელეები სწავლასთან დაკავშირებით. დაავადების გადაცემა ზოგ შემთხვევაში შეიძლება   აუტოსომურ-დომინანტური ტიპით მოხდეს, თუმცა მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ არაა აღმოჩენილი გენი, რომელიც ასოცირებული იქნება მოცემულ დაავადებასთან. ხშირად აღინიშნება აკროდიზოსტოზის კავშირი მშობლების ასაკთან. პედიატრიული დაავადებები

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.