ალკოჰოლური ენცეფალოპათია

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები – ალკოჰოლური ფსიქოზის ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ვითარდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს; ხასიათდება ფსიქიკური აშლილობით და სისტემური სომატური და ნევროლოგიური დარღვევებით, რომელიც არაიშვიათად დომინირებს კლინიკურ სურათში. დაავადების სიმწვავის მიხედვით ფსიქიკური დარღვევები განისაზღვრება ან უპირატესად მძიმე დელირიით ან სხვადასხვა სიღრმის оглушения ან ორგანული ფსიქოზის სხვადსხვა სურათით. ალკოჰოლური ენცეფალოპათიის განვითარების ფონს წარმოადგენს  ქრონიმული ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლური ენცეფალოპათიის დროს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ხანგრძლივობა  მერყეობს 6-20 წლამდე და მეტი.  ქალებში ალკოჰოლური ენცეფალოპათია შეიძლება განვითარდეს უფრო ადრე. ალკოჰოლური ენცაფალოპათია ვითარდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის მეორე ან მესამე სტადიის ბოლოს ალკოჰოლის გახანგრძლივებული (კვირეებით და თვეებით) მიღების ფონზე. ხშირად ალკოჰოლურ ენცეფალოპათიებს წინ უსწრებს წლობით მიმდინარე ყოველდღიური ლოთობა.

  პათოგენეზი

ალკოჰოლური ენცეფალოპათიის პათოგენეზში წამყვანი როლი უკავია ცვლითი პროცესების დარღვევას, პირველ რიგში ვიტამინური ბალანსის. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს B1- ჰიპოვიტამინოზს. ალკოჰოლის მიღება ზრდის ორგანიზმის მიერ B1 ვიტამინის (თიამინის) მოხმარებას. თიამინი სხვადასხვა სახის დეკარბოქსილირების რეაქციების დროს ასრულებს კოენზიმის როლს. უპირატესად ნახშირწყლოვანი საკვები, ღვიძლის დაზიანება და თიამინის  ნაწლავში შეწოვის დარღვევები აუარესებს B1-ჰიპოვიტამინოზს. B1 ვიტამინის უკმარისობას მივყავართ ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევისაკენ, განსაკუთრებით თავის ტვინში, რომლისთვისაც ნახშირწყლები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ რესურს. ალკოჰოლური ენცეფალოპათიის დროს ასევე  აღინიშნება  პირიდოქსინის (ვიტამინ  B6-ის) დეფიციტი , რაც  ავადმყოფებში აძლიერებს ცნს-ის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევას. В1 და  Р ვიტამინის დეფიციტი იწვევს თავის ტვინში კაპილარების განვლადობის ზრდას და ჰემოდიანმიურ დარღვევებს, და მწვავე ალკოჰოლური ენცეფალოპათიების დროს თავის ტვინის შეშუპების განვითარებას, ხანდახან მისი სხვადასხვა ნაწილების ცდომით. ალკოჰოლურ ენცეფალოპათიებს ვერ მივაკუთნებთ იმ  დაავადებათა ჯგუუფს, რომელიც დამოკიდებულია ალკოჰოლის პირდაპირ ზემოქმედებაზე, მაგრამ ალკოჰოლის ეტიოლოგიური მნიშვნელობა ვერ დადგება ეჭვიის ქვეშ, ის ვითარდება ალკოჰოლის მიერ გამოწვეული ცვლითი პროცესების დარღვევვების ფონზე. როგორც მწვავე, ისევე ქრონიკული ალკოჰოლური ენცეფალოპათიიების დროს ძირითად მორფოლოგიურ ცვლილებებს განიცდის თავის ტვინის ღეროს სისხლზარღვების დაზიანება.

კლინიკური სურათი

გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ ალკოჰოლურ ენცეფალოპათიებს.  მწავე ენცეფალოპათიებს მიეკუთვნება გეიმე-ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება კლინიკურ პრაქტიკაში, და ზემწვავე ფორმა (ელვისებური), ხოლო ქრონიკულს მიეკუთვნება კორსაკოვსკის ფსიქოზი და ალკოჰოლური ფსევდოდამბლა. ხვადასხვა სახეობის ღვინის მიღებით შესაძლებელია განვითარდეს ალკოჰოლური ენცეფალოპათიის  სხვა ფორმებიც, მაგრამ ის წარმოადგენს კაზუისტიკურ შემთხვევებს. ალკოჰოლური ენცეფალოპათიის ყველა ფორმისათვის დამახასიათებელია რამოდენიმე კვირიდან რამოდენიმე თვემდე და წლამდე და უფრო ხანგრძლივად მიმდინარე პროდრომული პერიოდი. მწვავე ალკოჰოლური ენცაფლოპათიების დროს ის უფრო ხანმოკლეა. ელვისებური ფორმის დროს არის ყველაზე ხანმოკლე – 2-3 კვირა. პროდრომულ პერიოდში ძირითად ფსიქიკურ აშლილობას წარმოადგენს ასთენია, როგორც წესი ადინამიის დომინირებით. მადის შემცირება შეიძლება მივიდეს ანორეკსიამდე.  ცილებით და ცხიმებით მდიდარი საკვებისადმი განიცდიან სიძულვილეს.  ხშირად, განსაკუთრებით დილის საათებში ვითარდება გულისრევა, ღებინება.  ხშირად აღინიშნება გულძმარვა, ბოყინი, ტკივილი მუცელში, დიარეა, რომელიც იცვლება ყაბზობით. მატულობს ფიზიკური გამოფიტვა.  ღამის ძილის მუდმივი დარღვევები – ჩაძინების გაძნელება, ზედაპირული ძილი, კოშმარული სიზმრები, ხშირი გამოღვიძებებით, ადრე გაღვიძებით. გვხვდება ძილის ციკლის გაუკუღმართება – ძილიანობა დღისით და უძილობა ღამით.  ღამით ხშირად ვითარდება შემცივნების ან სიცხის შეგრძნება, რომელსაც თან სდევს ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ტკივილებით გულის არეში. სხეულის სხვადსხვა ნაწილებში, განსაკუთრებით კიდერუბში, ავადმყოფს უჩნდება გაბუჟების, სიცივის, დაჭიმვის, სიმძიმის და ტკივილის შეგრძნება.  წვივის კუნთებში და ხელის და ფეხის თითებში ვითარდება კრუნჩხვები.  გაიე-ვერნიკეს ენცეფალოპათია უფრო ხშირად ვითარდება 35-45 წლის მამაკაცებში. დაავადება იწყება დელირიით მცირე, წყვეტილი მონოტონური და სტატიკური მხედველობითი ჰალუცინაციებით და ილუზიებით. სჭარბობს შფოთვითი ეფექტი. დინამიური აგზნება ძირითადად ვლინდება სტერეოტიპული მოქმედებებით (როგორც ყოველდღიური ან პროფესიონალური საქმიანობის დროს).  შესაძლებელია პერიოდულად განვითარდეს დაძაბული კუნთების უმოძრაობის ხანმოკლე მდგომარეობა. ავადმყოფები მონოტონურად წამოიყვირებენ ცალკეულ სიტყვებს, გაუგებრად ბუტბუტებენ. ვერბალური  კონტაქტი როგორც წესი შეუძლებელია.  რამოდენიმე დღის შემდეგ ვითარდება ცნობიერების დაბინდვა, მდგომარეეობის დამძიმებისას ვითარდება სოპორი, რომელიც ყველაზე მძიმე შემთხვევებში გადადის კომაში. უფრო იშვითად ცნობიერების დაბინდვას წინ  უსწრებს აპათიური სტუპორი. ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებას  თან სდევს სომატური და ნევროლოგიური დარღვევები. ყველაზე მეტად გამოხატულია და მრავალფეროვანია ნევროლოგიური დარღვევები. ხშირად ვითარდება ენის, ტუჩების და სახის კუნთების ფიბრილაციები. მუდმივად აღინიშნება რთული ჰიპერკინეზები, რომლებიც იცვლებიან კანკალით, ფიბრილაციით, ქორეოფორმული ატენოიდური და სხვა მოქმედებებით. აღინიშნება კუნთის ტონუსის დარღვევა ჰიპერ- ან ჰიპოტონიის სახით, შემდგომში კი ვითარდება ატაქსია. ვლინდებაა ნისტაგმი, ფტოზი, გაორება,სტრაბიზმი, გაშეშებული მზერა, ასევე დარღვევები გუგების მხრივ (მიოზი, ანიზოკორია, სინათლეზე რეფლექსის დაქვეითება რეფლექსის გაქრობამდე) და კონვერგენციის დარღვევები. როგორც წესი, აღინიშნება პოლინევრიტები, რომელსაც თან სდევს სუსტი დამბლები და პირამიდალური ნიშნები, ჰიპერპათია; მენინგეალური სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება კეფის კუნთების რიგიდობა.  ავადმყოფები არინ ფიზიკურათ დადუსტებულები, თავის ასაკთან შედარებით გამოიყურებიან ბევრად ხნიერად. სახე შეშუპებული, ენა ჟოლოს ფერი დვრილები კიდეებზე გადასწორებული აქვთ. სხეულის ტემპერატურა მომატებული, კანი მშრალი , იქერცლება ან სველი  ოფლის გაძლიერებული გამოყოფის გამო, ზოგ პაციენტებში – ცხიმოვანი. ადვილად ვითარდება ნაწოლები. მუდმივად აღინიშნება ტაქიკარდია და არითმია. მდგომარეობის დამძიმებისას არტერიული წნევა ქვეითდება; ადვილად ვითარდება კოლაპტოიდური მდგომარეობა. ღვიძლი შეიძლება იყოს გადიდებული და მტკივნეული. ალკოჰოლური ენცეფალოპათიის ელვისებური ფორმის პროდრომულ პერიოდში სჭარბობს ვეგეტატიური და ნებროლოგიური დარღვევებით გამოხატული ადინამიური ასთენია, რომელიც სწრაფად ძლიერდება დაავადების განვითარებისას. თავიდანვე აღინიშნება პროფესიონალური ან მუსიტირებადი დელირიუმი. ტემპერატურა ადის  40—41°. რამოდენიმე დღეში ვითარდება გონების მძლავრი დაბინდვა კომამდე. მწვავე ალკოჰოლური ენცეფალოპათიების გამოსავალში შესაძლებელია განვითარდეს  ორგანული ფსიქოსინდრომი.

გაიე-ვერნიკეს ენცეფალოპათიის დროს ლეტალური გამოსავალი არაიშვიათად დაკავშირებულია ინტერკურენტული დაავადებების თანდართვვასთან (უფრ ხშირად პნევმონიის), ელვისებური ფორმის დროს სიკვდილი ყველაზე ხშირად  ვითარდება დაავადების მე-3-6 დღეს.

კორსაკოვსკის ფსიქოზი (ალკოჰოლური დამბლა, პოლინეიროპათიული ფსიქოზი) ხშირად გვხვდება ქალებში. კლინიკური სურათი ხასიათდება   სიმპტომთა შემდეგი ტრიადით –  ამნეზია, დეზორიენტაცია და კონფაბულაციები. ამნეზიური დარღვევები ვლინდება მიმდინარე მოვლენების დამახსოვრების სრული ან ნაწილობრივი დარღვევებით – ფიქსაციური ამნეზია; გარკვეულწილად ზიანდება მეხსიერება, რომელიც პასუხისმგებელია დაავადებამდელ მოვლენებზე – რეტროგრადული ამნეზია (ხანგრძლივობით რამოდენიმე კვირიდან – რამოდენიმე წლამდე). კონფაბულაციების (ცრუ მოგონებების) შინაარსს წარმოადგენენ ფაქტები ჩვეულებრივი ცხოვრებიდან. ნევროლოგიური დარღვევები, როგორც წესი, ვლინდება კიდურების  პოლინევრიტების სახით, რასაც თან სდევს კუნთების სხვადასხვა ხარისხის ატროფია, მგრძნობელობის დარღვევა, მყესოვანი რეფლექსების ცვლილება. ფსიქიკურ და ნევროლოგიურ დარღვევების სიმძიმის  შორის, როგორც წესი, პარალელის გავლება რთულია. ნევროლოგიური დარღვევები ვითარდება უფრო მალე, ვიდრე ფსიქიკური.

ალკოჰოლური ფსევდოდამბლა ვითარდება  ძირითადად 40-50 წლამდე მამაკაცებში. ფსიქიკური და ნევროლოგიური დარღვევები მოგვაგონებენ პროგრესირებად დამბლას.  ფსიქიკური დარღვევებისათვის დამახასიათებელია  მსჯელობის დონის შემცირება, კრიტიკის არ არსებობა საკუთარი თავის და ირგვლივ არსებული ადამიანების მიმართ, ეიფორია, რომელსაც როგორც წესი თან ახლავს თვითდიდების აზრები ან ბოდვები. მეხსიერების ამათუიმ ხარისხით დარღვევა მუდმივია. ნევროლოგიური სიმპტომებიდან აღინიშნება თითების, ენის, მიმიკური კუნთების ტრემორი, გუგების აშლილობის, როგორც არგაილლა რობერტსონის სინდრომის დროს (განსხვავებაა მხოლოდ კონვერგენციის სისუსტეში), ასევე დიზართრია, მყესოვანი რეფლექსების ცვლილება, ეპილეპტიფორმული შეტევები. ალკოჰოლური ფსევდოდამბლა მიმდინარეობს ორნაირად. შექცევადად მიმდინარე მძიმე და გახანგრძლივებული ალკოჰოლური დელირიის და მწვავე ალკოჰოლური ენცეფალოპათიების დროს მიმდინარეობს რეგრედიენტულად (სიმპტომების შესუსტებით).  მაგრამ როდესაც ის ვითარდება თანდათანობით ალკოჰოლური დეგრადაციის ფონზე,  და რიგ შემთხვევებში რთულდება თანხლევი ორგანული დაავადებებით (გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმა, პიკის დაავადება და სხვა), ის მიმდინარეობს პროგრედიენტულად. დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზური მონაცემების და კლინიკური სურათის ფონზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება დელირიუმთან, თავის ტვინის სიმსივნეებთან, შიზოფრენიასთან, მწვავე სიმპტომატურ ფსიქოზებთან; ამ დროს ანამნეზურ მონაცემებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..