ამნეზია

ამნეზია – მეხსიერების დარღვევაა. შესაძლებელია მოგვევლინოს როგორც იზოლირებული დარღვევა (ამნეზიური სინდრომი) ან აფაზიასთან, აპრაქსიასთან, აგნოზიასთან  კომბინაციაში. არაიშვიათად მეხსიერების გაუარესების უკან იმალება სხვა ნეიროფსიქიური დარღვევები ( ყურადღების, მეტყველების, აზროვნების დარღვევა) ან აფექტური დარღვევები (მაგალითად, შფოთვა ან დეპრესია).

მეხსიერების დარღვევა განსაკუთრებით ხშირად ვითარდება ლიმბური სისტემის ორმხრივი დაზიანების დროს, პირველ რიგში ჰიპოკამპის, დიენცეფალური ნაწილის და შუბლის ქერქის მედიო-ბაზალური ნაწილის.  ამ დროს უპირატესად რთულდება ახალი მასალის დამახსოვრება. შედეგად ავადმყოფს არ ახსოვს ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა დაავადების დაწყების შემდეგ (ანტეროგრადული ამნეზია).

ასეთ ავადმყოფებში შენარჩუნებულია ინტელექტი, ყურადღება, მეტყველებითი ფუნქციები, ამიტომ პირველი გასაუბრების დროს ისინი ხშირად ტოვებენ სავსებით ჯანმრთელი ადამიანების შთაბეჭდილებას.  მაგრამ თუ საუბარი ავადმყოფთან შეწყდება და თქვენ მას დაუბრუნდებით რამოდენიმე წუთის შემდეგ, აღმოაჩენთ რომ ავადმყოფს არ ახსოვს არც ერთი სიტყვა თქვენი საუბრიდან.

ნაკლებად ზიანდება მეხსიერება ისეთ მოვლენებზე, რომელიც განვითარდა ავადმყოფობის დაწყებაზე (რეტროგრადული ამნეზია), ამ დროს ჩვეულებრივ უკეთ ახსოვთ შორეული მოვლენები ვიდრე ახლად განვითარებული.  ხანდახან რეტრგრადული ამნეზიის მქონე პაციენტები ავსებენ მეხსიერების ხარვეზებს ცრუ მოგონებებით (კონფაბულაციებით).  ანამნეზურ პროცესებთან მიმართებაში განსაკუთრებით მდგრადია ინფორმაცია, რომელიც ეხება თვითიდენტიფიკაციას ( მაგალითად, ძალიან უხეში ამნეზიის მქონე პაციენტებსაც კი ახსოვთ საკუთარი სახელი).

გამოხატული რეტროგრადული ამნეზია საკუთარი სახელის ან საკუთარი ცხვორების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების გახსენების შეუძლებლობით, ფსიქოგენური ამნეზიის  ნიშანია, რომელიც აღინიშნება ისტერიის ან სხვა  ფსიქიკური დაავადებების დროს.

მწვავედ განვითარებული ამნეზიის მიზეზები შეიძლება იყოს ქალა-ტვინის ტრავმა, ინსულტი, ჰერპესული ენცეფალიტი, მეტაბოლური ენცეფალოპათიები, ინტოქსიკაციები. ჰიპოკამპი ძლიერ მგრძნბიარეა ჰიპოქსიის და იშემიის მიმართ და ზიანდება სისხლის მიმოქცევის გაჩერების, ნახშირჟანგით მოწამვლის დროს.

თანდათანობით მზარდი ამნეზია წარმოადგენს თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებების, სიმსივნის, ფსიქიკური დაავადებების და სხვა გამოვლინებას.

მეხსიერების გარდამავალი დაზიანება შესაძლებელია განპირობებული იყოს ეპილეფსიით, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევით, შაკიკის შეტევებით. ტრანზიტორული გლობალური ამნეზია გვხვდება საშუალო და ხანდაზმული ასაკის ქალებში.  ასეთი ამნეზიის ეპიზოდი როგორც წესი გრძელდება რამოდენიმე საათის განმავლობაში და ხასიათდება ახალი ინფორმაციის დამახვრების უნარის უეცარი სრული დაკარგვით და ზომიერი რეტროგრადული ამნეზიით ძირითადად შედარებით ახლო წარსულში მომხდარ მოვლენებზე.  ავადმყოფები არიან დიზორიენტირებულები სივრცეში და დროში და გამოიყურებიან დაბნეულები.  ისინი დაჟინებით ცდილობენ გაარკვინ სად არიან, როგორ აღმოჩნდნენ იქ, მაგრამ პასუხების დამახსოვრების უნარის არ ქონის გამო, სულ ერთ და იგივე კითხვებს სვამენ. რამოდენიმე საათის გავლის შემდეგ მეხსიერება ბრუნდება, ამნეზიას განიცდის მხოლოდ თვითონ ეს ეპირზოდი.  ეპილეფსიისაგან  და  თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დაზიანებისაგან განსხვავებით, ტრანზიტორული გლობალური ამნეზია  უმრავლეს შემთხევებში რჩება ერთ ეპიზოდად.

იზოლირებულად ანტეროგრადული ამნეზიის ქვემწვავე განვითარება შესაძლებელია  ქრონიკული ალკოჰოლიზმის ან B ვიტამინის დეფიციტთან დაკავშირებული კვების (კორსაკოვის ამნეზიური სინდრომი) დარღვევის ფონზე.

თანდათანობით პროგრესირებადი ამნეზია შესაძლებელია იყოს ალცჰაიმერის დაავადების, დისცირკულარული ენცეფალოპათიის ან თავის ტვინის სიმსივნის  ნიშანი.

ხშირად გვხვდება მეხსიერების ასაკობრივი გაუარესება, რომელიც ასახავს „ტვინის ნორმალური დაბერების“ პროცესებს, გააჩნია კეთილთვისებიანი ხასიათი და არ იწვევს პაციენტის სოციალურ დისადაპტაციას (კეთილთვისებიანი მოხუცებლობითი გულმავიწყობა).

_____________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
……
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..