არლეკინის სინდრომი

არლეკინის სინდრომი

 არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

არლეკინის სინდრომი,  არლეკინის სინდრომის დიაგნოსტიკა, არლეკინის სინდრომის პროფილაქტიკა, არლეკინის სინდრომის მკურნალობა >>>

 არლეკინის სინდრომის დროს ადგილი აქვს მიკროცირკულაციისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევას. ამის მიზეზი ნევროლოგიური პათოლოგიაა, კერძოდ კი  სიმპათიკური ნერვული სისტემის ცალმხრივი დაზიანება ან უბრალოდ  მისი აქტივობის ასიმეტრია. აღნიშნული სინდრომი  განიხილება, როგორც ქალა-ტვინის ტრავმისა და ახალშობილთა ასფიქსიის ნიშანი, გვხვდება სამ­შო­ბიარო ტრავმების დროს დიენცეფალური მიდამოს დაზიანებისას, ასევე  ახალშობილის სტაფილოკოკებით ინფიცირების დროს.

არლეკინის სინდრომის დროს კლინიკურად ახალშობილის  გვერდზე წოლისას აღინიშნება მკვეთრი განსხვავება სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის შეფერილობაში. სხეულის ერთი ნახევარი შესაძლოა მთლიანად იყოს დაფარული ლაქებით, ხოლო ხელებსა და ფეხებზე კი ნაწილობრივ. ჩვეულებრივ ლაქები ოდნავ შესამჩნევია, ბავშვის გათბობისას ან ტემ­პერატურის მომატებისას ღია ბორდოსფერი ხდება, ხოლო გადაციებისას მო­ლურჯო შეფერილობისაა.  ასევე შეინიშნება სხეულის ნახევრის ჰიპერტროფია (ცალ მხარეს კიდურების ზომა  მეტია მეორე მხარესთან შედარებით), სახის ნახევრის გაწითლება და ამავე მხარეს მომატებული ოფლიანობა.

არლეკინის სინდრომის დიაგნოსტიკა ხდება დამახასიათებელი კლინიკური სურათის, თავის ტვინის,  ხერხემლის, კისრისა და გულმკერდის ნაწილის  მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევის საფუძველზე.

არლეკინის სინდრომის   მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმ-ნევრო­პათოლოგის მიერ.

არლეკინის სინდრომიპროფილაქტიკა მდგომარეობს ორსულისა და ნაყოფის  პათოლოგიური მდგომარეობების დროულ გამოვლენასა და მკურნალობაში.

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები