ბულიმია

ბულიმია

რა არის ბულიმია?

ბულიმია ან ნეიროგენული ბულემია – კვებითი დარღვევაა. ბულიმია ხასიათდება საკვების გადამეტებული მიღების ეპიზოდებით, შემდგომი ხელოვნურად ხელოვნური ღებინების გამოწვევით ან  საფაღარათოების და შარდმდენების   ბოროტად გამოყენებით ან ინტენსიური ვარჯიშით.

        ისევე როგორც ანორექსია, ბულიმია წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დარღვევას. ღორმუცელობა  ღებინების შემდგომი გამოწვევით შესაძლებელია თანდათან ჩამოყალიბდეს აკვიატებული იდეის სახით, ისევე როგორც, მაგალითად, მიდრეკილება ნარკოტიკებისადმი და ან სხვა ნივთიერებებისადმი. ეს დარღვევა ვითარდება დიეტის მრავალჯერადი უშედეგო მსვლელობის შემდეგ. დაახლოებით 6% ქალბატონები და 5% ქალები დაავადებულები არიან ბულემიით.  ბულიმია შეიძლება მოიცავდეს ემოციურ დარღვევას. ქალთა 40% -დან  20%  ბულიმიის გარდა აქვთ პრობლემები ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მიღების მხრივ. ქალებს ასევე შეიძლება ქონდეთ პრობლემები ქცევითი იმპულსების კონტროლთან. ანორექსიისგან განსხვავებით, ბულიმიამ შესაძლებელია შეგამოიწვიოს წონის მნიშვნელოვანი რხევები, მაგრამ წონის კარგვა როგორც წესი არც ისე სერიოზულია ან აშკარაა, როგორც ანორექსიის დროს. ანორექსიასთან შედარებით, ბულემიის დროს შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი პროგნოზის გაკეთება. მაგრამ ბულემიის დროს რჩება პრობლემები საკვების მიღებასთან , აღდგენის პერიოდის შემდეგაც კი. ბულიმიის თავისებურებას წარმოადგენს, ის რომ ადამიანები, რომლებიც დაავადებულნი არიან ბულემიით, სხშირად აქვთ სხვდასხვა სახის დარღვევები. საკვების მიღება არ არის დაკავშირებული ინტენსიურ შიმშილთან. ასევე ჩნდება დეპრესია, სტრესი და სხვა გრძნობები, რომლების დაკავშირებულია წონის კარგვასთან.  ღორმუცელობას ხშირად მოსდევს ბედნიერების შეგრძნება (ეიფორია), მაგრამ ზიზღი საკუთარი  თავის მიმართ ხშირად ჩაანაცვლენს ეიფორიას.   ადამიანები  შესაძლებელია გრძნობდნენ თვითკონტროლის დაკარგვას საკვების დროს და ღებინება ბევრისათვის წარმოადგენს კონტროლის აღდგენის თავისებურ მეთოდს. მაგრამ ბულიმიით დაავადებული ყველა ადამიანი არ იწვევს ხელოვნურად ღებინებას ან არ იღებენ შარდმდენებს და საფაღარათოებს ან არ იკეთებს კლიზმას. თუმცა  ზოგმა შეიძლება გამოიყენოს ყველა ზემოთჩამოთვლილი ხერხი. სხვებმა შეიძლება თავი გადაძაბოს ფიზიკური ვარჯიშით. ინტენსიური ვარჯიშების დროს, როდესაც ის კეტდება შეუსაბამო დროს  ან არასათანადოდ, შესაძლებელია გახდეს სხვადსხვა დარღვვების და დაავადებების მიზეზი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988