ბულინგი

ბულინგი

ბულინგი წარმოადგენს განზრახ გაკეთებულ გააზრებულ მისწრაფებას დააზიანო, დაემუქრო ან  შეაშინო ვინმე.  ბულინგის გავრცელებისათვის ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს გაუბედაობა, ჩაკეტილობა ან შიში. ბულინგი, როგორც წესი, ვრცელდება სასწავლო დაწესებულებებში. ზუსტად ეს სოციალური მოვლენა მნიშვნელოვნად ამცირებს აღრზდის და განათლების ხარისხს, ამას თან ახლავს მძიმე  ფსიქიკური ტრავმები.

ბულინგი, როგორც სოციალური გამოვლინება, აისახება არამხოლოდ პირდაპირ მონაწილეებზე ( მავნებლობის ორგანიზატორზე და მსხვერპლზე) არამედ კონკრეტული სასწავლო დაწესებულების ყველა მონაწილეზე. ბულინგის პროფილაქტიკა მდგომარეობს საზოგადოებრივ სიფხიზლეში.

როგორ გამოიცნო ბულინგი

ყველაზე ხშირად ბულინგის მსხვერპლები მალავენ, რომ მათ ბოროტად დასცინიან. ამის გამოცნობა შესაძლებელია  ბავშვის ქცევის და გუნებაგანწყობის მიხედვით. მსხვერპლი, როგორც წესი, შეიგრძნობს საკუთარი თავის  დაუცველობას და დაჩაგრულობას. ამის გამო მსხვერპლი იმყოფება მუდმივი შიშის და დაურწმუნებლობისადმი რის შედეგადაც კარგავს პატივისცემის შეგრძნებას საკუთარი თავის მიმართ და აღარ სჯერა საკუთარი ძალების. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი-მსხვერპლი ხდება ნამდვილად დაუცველი ხულიგნების შეტევების მიმართ. უკიდურესად სასტიკ ბულინგმა შესაძლებელია მსხვერპლს ჩაადენინოს თვითმკვლელობა. ამასთან დაკავშირებით ირგვლივმყოფებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ დიდი ყურადღება ბავშვის ქცევაში მცირედი ცვლილებების მიმართაც.

ბულინგის  მსხვერპლი ბავშვები ავლენენ ქცევის შემდეგ თავისებურებებს:

–         თავს იკატუნებენ ავადმყოფებად სკოლაში არ წასვლის მიზნით;

–         ეშინიათ მარტო იარონ სკოლის გზაზე, სთხოვენ მიაცილონ ისინი გაკვეთილებზე, აგვიანებენ;

–         შიშის აშკარა სიმპტომები, რომლებიც მდგომარეობენ ძილის და მადის დაკარგვაში, ღამის ყვირილში,ენურეზში, ენაბლუობაში და ნერვულ წიკებში, გულჩათხრობილობაში;

–         დახეული სამოსის ან დაზიანებული საგნების აღმოჩენა;

–         ფულის ხშირ თხოვნა, ფულის მოპარვა;

–         სწავლის ხარისხის შემცირება, საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა;

–         ხშირი  ჩალურჯებები, ნატკენები და სხვა ტრავმები;

–         სიტყვაძვირობა, საუბარზე წამოსვლის უსურველობა;

–          უკიდურეს გამოვლინებას წარმოადგენს სუიციდი.

თუმცა ყოველთვის ზემოთჩამოთვლილი ნიშნების არსებობა არ მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვი შესაძლებელია იყოს ბულინგის  მსხვერპლი. ამასობაში, თუ ეს სიმპტომები ხშირად აღინიშნება,  აუცილებელი ეჭვის მიტანა  პრობლემაზე და მცირე გამოძიების ჩატარება მიზეზების გასარკვევად.

ბულინგის მსხვერპლის ქცევითი თავისებურებები

ბულინგი წამოადგენს ხანგრძლივ და შენიღბულ მავნე ქმედებას.

ყველა ბავშვი შესაძლებელია გახდეს ბულინგის მსხვერპლი, და ის ამაში დამნაშავე ვერ და არ იქნება.  ამ მომენტისათვის არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ბულინგით იტანჯება სკოლის ასაკის ბავშვთა 1/5.

მჩაგვრელი მიერ მსხვერპლი განიხილება როგორც თეთრი ყვავი. ბავშვი შესაძლებელია ადვილად ექცეოდეს შთაბეჭდილების ქვეშ, იყოს ექსპანსიური, უინიციატივო, ან იყოს სხვა რასის, რელიგიური შეხედულებების და  კულტურული ღირებულებების მქონე, ყველაფრის ამის გამო ის შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

როგორც წესი, თანასკოლელების ინტერპერსონალური კავშირები მოიცავენ დაცინვებს და  გამოჯავრებას, რაც ნორმად ითვლება. ამის მიუხედავად, თუ ეს პროცესი არ კონტროლირდება, შესაზლებელია უვნებელი ხუმრობები გადაიზარდოს ბულინგის კატეგორიაში. მოცემული მოვლენის სირთულე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ რეაგირებს ბავშვი დაცინვაზე და აგრესიაზე სხვა ბავშვების მხრიდან.

მსხვერპლი არ არის დამნაშავე იმაში, რომ ის გახდა მსხვერპლი, ამის მიუხედავად, ბავშვი თავისი რეაქციით აგრესიაზე  შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად დააპროვოციროს მჩაგვრელი.

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ბავშვის აგრესია შესაძლებელია გადავიდეს სხვა ადამიანებზე და ჯგუფებზე. მჩაგვრელი, როგორც წესი, მოუსვენარი და ცუდი მოსწრების მქონე მოსწავლეა, რომელსაც სურს   თანატოლებზე კონტროლის მოპოვება ძალადობის გზით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..