დამოკიდებულება წამლებზე

დამოკიდებულება წამლებზე

 წამალზე დამოკიდებულება წარმოადგენს სინდრომს, რომელიც ვითარდება ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების პერიოდში; შემდგომში ხასიათდება ამ წამლების პათოლოგიური მიღების სურვილით ფსიქიკური დარღვევებისა და წამლების მიღების შეწყვეტის ან ანტაგონისტური მოქმედების წამლების მიღების შედეგად წარმოქმნილი დისკომფორტული მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

წამლისმიერ დამოკიდებულებას იწვევენ არა მხოლოდ ტრანკვილიზატორები, ნარკოტიკული ანალგეტიკები და ბარბიტურატები არამედ ჰალუცინოგენური ნივთიერებები და ორგანული გამხსნელები. დაავადება ყალიბდება ფსიქოტროპული ნივთიერებების განმეორებითი მიღების შედეგად. ამ დროს კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორც ნარკომანიის დროს. არსებობს წამალზე დამოკიდებულების 2 სახე: ფსიქიკური და ფიზიკური.

 ფსიქიკური დამოკიდებულების შემთხვევაში ამ ნივთიერებების მიღებისას ვითარდება ემოციური და ფსიქიკური დისკომფორტის შეგრძნება.

ფიზიკური დამოკიდებულება წამლების მიმართ ხასიათდება აბსტინენციის სინდრომით, რომელიც აღინიშნება ვეგეტოსომატური და ნევროლოგიური დარღვევების ფონზე. აბსტინენციის სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს ასევე ამ ნივთიერების აგონისტის შეყვანის შემდეგ. აბსტინენციის ხასიათი და მისი მიმდინარეობა პირდაპირ დამოკიდებულია ფსიქოტროპული ნივთიერების ტიპზე, ასევე ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის მოხმარების ხანგრძლივობა და დოზები.

არსებობს გარკვეული ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ დამოკიდებულებათა კომპლექსი (ფსიქოლოგიურიც და ფიზიოლოგიურიც). ასეთია მორფინი, ტრანკვილიზატორები, კოდეინი, ბარბიტურატები.

წამლის მიმართ დამოკიდებულების გაჩენას როგორც წესი თან ახლავს შეჩვევის განვითარება. ეს განსაკკუთრებით ძლიერ ვლინდება მორფინის და ნარკოტიკული ანალგეტიკების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. ჯამში ჯერ-ჯერობით ნარკოტიკული დამოკიდებულების განვითარების მექანიზმები არასათანადოდ არის შესწავლილი.

წამლის მიმართ ფსიქიკური დამოკიდებულების ფარმირებაზე ზემოქმედებს  ფსიქოტროპული ნივთიერებების უნარი დაამახინჯოს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, დააქვეითოს ან გაზარდოს აღქმა, შიში, შფოთვა. ამიტომ ხელშემწყოფი ფაქტორების ზემოქმედების ყოფნის ქვეშ მყოფი ადამიანთა გარკვეული წრე გრძნობს ამდაგვარი ნივთიერებების მიღების აუცილებლობას კომფორტული მდგომარეობის მიღების მიზნით.

დამოკიდებულების განვითარება ხდება ფსიქოტროპული ნივთიერებების ფსიქიატრიული პაციენტებისათვის დანიშნვის დროს.

წამლის მიმართ ფიზიკური დამოკიდებულების გაჩენაზე ზემოქმედებას ახდენს  ადაპტაციური რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ორგანოებში  რეცეპტორების რაოდენობის და მგრძნობელობის დაქვეითებასთან. ამას გარდა ორგანიზმში ირღვევა ენდოგენური ნივთიერებების გამომუშავება.  დამოკიდებულების გამომწვევი სამკურნალწმლო ნივთიერებების მიღების შეწყვეტა იწვევს აბსტინენციის სინდრომის ჩამოყალიბებას. მოვლენები, რომლებიც ვითარდება ორგანიზმში აბსტინენციის სინდრომის დროს სრულიად საწინააღმდეგოა იმ ეფექტებისა, რომლებსაც იწვევენ ფსიქოტროპული ნივთიერებები. მაგალითად, მორფინიზმის დროს განვითარებული აბსტინენციური სინდრომის დროს ვითარდება ძლიერი ტკივილები, ფაღარათი. ბარბიტურატების მიღების შეწყვეტისას ვითარდება კრუნჩხვები, ტრანკვილიზატორების მოხსნის შემდეგ აღინიშნება გაძლიერებული შფოთვიანობა.

უმრავლეს შემთხვევაში წამლის მიმართ დამოკიდებულების გაჩენა ვითარდება გარკვეული დაავადებების  მედიკამენტოზური მკურნალობის პერიოდში, ძირითადად ქრონიკულ ან პროგრესირებად ფორმებში. ასეთი დაავადებების მკურნალობა ხდება ყველაზე თანამედროვე და საკმაოდ ეფექტური სამკურნალწამლო პრეპარატებით. ასევე წამლის მიმართ დამოკიდებულება ვითარდება ჩანაცვლებითი თერაპიის წარმართვის დროს.

მიუხედავად ამისა, ასეთი დამოკიდებულება განსხვავდება ნარკოტიკული და ტოქსიკური დამოკიდებულებისაგან, პირველ რიგში იმით, რომ პრეპარატის მიღების შეწყვეტა ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს მკურნალობის პროცესში მყოფი დაავადების გამწვავებას, მაგრამ არა აბსტინეციის განვიტარების, რომელიც დამახასიათებელია ფიზიკური დამოკიდებულებისადმი ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ. შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის მოხსნას მოსდევს ჰიპერგლიკემიის ან კომის განვითარება, გლუკოკორტიკოიდების მიღების შეწყვეტა ასთმის დროს იწვევს მისი შეტევების გახშირებას, ხოლო ანტიანგინალური ნივთიერებების მოხსნა  ამძიმებს გულის იშემიური დაავადების მიმდინარეობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988