შეკრულობა ხანდაზმულ პირებსა და მოხუცებში

 შეკრულობა ხანდაზმულ პირებსა და მოხუცებში

არჩილ შენგელია

ხანდაზმულ ასაკში შეკრულობა (ყაბზობა) გვხვდება 5-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე ახალგაზრდების შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია ასაკობრივ ცვლილებებთან, ესენია: ნაწლავის  პერისტალტიკის დარღვევა, მუცლის პრესისა და მენჯის  კუნთების დასუსტება, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ დეფეკაციის აქტის შესრულებაში. ასაკთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის მხრივაც.

ასაკთან ერთად ნაწლავური მიკროფლორის  ცვლილებებს განაპირობებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავების შემცირება, აღნიშნული ფერმენტები  ნაწლავის მიკროფლორის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარ­მოადგენენ.

ასაკთან ერთად იზრდება წამლისმიერი შეკრულობის (ყაბზობის) განვითარების რისკიც.

მოხუცებში ქრონიკული შეკრულობის (ყაბზობის) გართულებებს მიეკუთვნება მსხვილი ნაწლავის განავლოვანი წყლულები, რაც განპირობებულია  შიგთავსის დიდი ხნით დაყოვნებით მსხვილი და სწორი ნაწლავის ამა თუ იმ ნაწილში. ხანდაზმულ პირებში ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობის (ყაბზობის) დროს წარმოიქმნება განავლოვანი ქვები (უფრო ხშირად სწორ ნაწლავში), რამაც  შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური გაუვალობა.

 გადასვლა გვერდზე ,,შეკრულობა
  საავტორო უფლებები დაცულია

..