დიაბეტური ანგიოპათია

დიაბეტური ანგიოპათია (angiopathia diabetica; ბერძ. angeon სისხლძარღვი +pathos ტკივილი, ტანჯვა) –  შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებული სისხლძარღვების  (ძირითადად კაპილარების) გენერალიზებული დაზიანებაა, რაც ერწყმის ჰემოსტაზის დარღვევებს.

დიაბეტური ანგიოპათიის ფორმები

დიაბეტური ანგიოპათია თავის მხრივ იყოფა დიაბეტურ მიკროანგიოპათიად და მაკროანგიოპათიად, რომლის დროსაც ზიანდება გულისა და ქვემო კიდურების  სისხლძარღვები.
ყველაზე ხშირად დიაბეტური ანგიოპათიის დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება ბადურის სისხლძარღვები (დიაბეტური ანგიორეტინოპათია) და თირკმლის გორგლების კაპილარები  (დიაბეტური ანგიონეფროპათია).
ამიტომაც დიაბეტური მიკროანგიოპათია განიხილება როგორც შაქრიანი დიაბეტისათვის  სპეციფიური თვალისა და თირკმლების დაზიანება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ვარაუდობენ, რომ დიაბეტური ანგიოპათიის განვითარებაში წამყვან როლს თამაშობს შაქრიანი დიაბეტისათვის დამახასიათებელი ჰორმონულ-მეტაბოლური დარღვევები, გენეტიკური ფაქტორები და ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა: მაღალი არტერიული წნევა, მოწევა, ასაკი, პროფესიული მავნეობები, ინტოქსიკაცია  და სხვა.
დიაბეტური ანგიოპათიის პათოგენეზი  რთულია და არასაკმარისადაა შესწავლილი. საფუძვლად უდევს მიკროსისხლძარღვების კედლის დაზიანება, ჰემოსტაზის სისტემის თრომბოციტარულ-სისხლძარღვოვანი და ჰუმორული რგოლის დარღვევები.
შაქრიანი დიაბეტის დროს არსებული ჰიპერგლიკემიის შედეგად გლუკოზის მასიური მოხვედრა სისხლძარღვის  კედელში განაპირობებს მისი ბაზალური მემბრანის დაზიანებას, ირღვევა წყალ-ელექტროლიტური, აზოტოვანი და ენერგეტიკული ბალანსი, ვითარდება  შეშუპება, მიკროსისხლძარღვების შევიწროება და დისტროფიული პროცესების გაღრმავება.

ჰორმონალური დისბალანსი

დიაბეტური ანგიოპათიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ასევე ჰორმონულ დისბალანსს, კერძოდ კი  სომატოტროპული ჰორმონის, კორტიზოლის, კატექოლამინების სიჭარბეს, რომლებიც ერთის მხრივ განაპირობებენ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას (ხდება პათოლოგიური გლიკოპროტეინების, ლიპოპროტეინების და სხვა. დაგროვებას სისხლძარღვის კედელში), მეორეს მხრივ კი ახდენენ უშუალო დამაზიანებელ ზემოქმედებას  სისხლძარღვებზე.
დიაბეტური ანგიოპათიის განვითარებას განაპირობებს ასევე შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებული ჰემოსტაზის დარღვევები, თრომბოციტებისა და ერითროციტების აგრეგაციული აქტივობის მატება, სისხლის  ანტიკოაგულაციური და ფიბრინოლიზური აქტივობის დაქვეითება და ა.შ.

დიაბეტური ანგიოპათიის ხშირი ფორმებია:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

დიაბეტური ანგიოპათიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🦵🩸 დიაბეტური ანგიოპათია – შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებული სისხლძარღვების (ძირითადად კაპილარების) გენერალიზებული დაზიანებაა, რაც ერწყმის ჰემოსტაზის დარღვევებს
👀 ყველაზე ხშირად დიაბეტური ანგიოპათიის დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება ბადურის სისხლძარღვები (დიაბეტური ანგიორეტინოპათია) და თირკმლის გორგლების კაპილარები (დიაბეტური ანგიონეფროპათია), ამიტომაც დიაბეტური მიკროანგიოპათია განიხილება როგორც შაქრიანი დიაბეტისათვის სპეციფიური თვალისა და თირკმლების დაზიანება
🖇 დიაბეტური ანგიოპათიის განვითარებაში წამყვან როლს თამაშობს:
☑️ ორმონულ-მეტაბოლური დარღვევები;
☑️ გენეტიკური ფაქტორები;
☑️ მაღალი არტერიული წნევა;
☑️ მოწევა;
☑️ ასაკი;
☑️ პროფესიული მავნეობები;
☑️ ინტოქსიკაცია
👉 გაიგეთ მეტი დიაბეტური ანგიოპათიის შესახებ – https://bit.ly/3JDnzu9
#დიაბეტი #დიაბეტურიანგიოპათია #დიაბეტურიანგიორეტინოპათია #დიაბეტურიანგიონეფროპათია #დიაბეტურიანგიოპათიისგამომწვევიმიზეზები #დიაბეტურიანგიოპათიისრისკფაქტორები

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.