დისმორფომანია

დისმორფომანია

დისმორფომანია (დის+ ბერძნ. Morphe – სახე, ფორმა + მანია) – ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც გამოიხატება ავადმყოფური დარწმუნებულობით საკუთარი სხეულის ფიზიკურ ნაკლში. ისევე როგორც დისმორფოფობია, უმეტესწილად დამახასიათებელია მოზარდებისათვის და ეხება სხეულის ხილულ ნაწილებს, ტანს და სასქესო ორგანოებს. აღინიშნება ენდორეაქტიული ფსიქიკური დარღვევის და შიზოფრენიის დროს, და ყველაზე ხშირად მიმდინარეობს ზეღირებული იდეების ან ბოდვის სახით, რასაც თან  ახლავს დათრგუნული გუნებაგანწყობა, საკუთარარი განცდების შენიღვბით და ცრუ დეფექტის გამოსწორებისადმი დიდი მისწრაფებით ნებისმიერი გზით, რის დროსაც შესაძლებელია საქმე მივიდეს  თვითმკვლელობამდე, თვითდაზიანებამდე, ასევე თვითმკურნალობის სხვადასხვა სახემდე. დისმორფომანიით დაავადებულები ხშირად მიმართავენ ქირურგებს, დერმატოლოგებს, კოსმეტოლოგებს, სექსოპათოლოგებს. დისმორფომანიის გამოვლენის ყველა შემთხვევაში საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაცია, რომლის გარეშეც არანაირი მაკორეგირებელი ოპერაციაბის, განსაკუთრებით სასქესო ორგანოების, დაუშვებელია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..