კოკოტაური

კოკოტაურის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

კოკოტაურის ადმინისტრაციული მდებარეობა – ქედის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მდ. აჭარისწყლის ხეობა, ბათუმიდან 25 კმ-ის მანძილზე სამხრეთ-აღმოსავლეთით; სიმაღლე ზღვის დონიდან – 680 მ. რელიეფი – მთაგორიანი. კლიმატი – დაბალი მთის, სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,10C. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 21,50C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1500 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1900 საათი.
კოკოტაურის ფლორა – ფართოფოთლოვანი (წაბლი, წიფელი) ტყეები
კოკოტაურის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიანი (და მაგნიუმიან-კალციუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,4-3,2 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია... >> საქართველოს კურორტები

 

..
..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..